შემთხვევით გავიგე, რომ ჩემს ვაჟს შვილი სხვა ქალისგანაც ჰყავს. როგორ შევხედო ახლა თვალებში ჩემს რძალს?

0
5898

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვება.როდესაც ალექსანდრეს ცოლად გავყევი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩვენი ქორწინებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ვაჟი შემეძინა. ბიჭს ვალერი დავარქვით.

კიდევ ექვსი თვის შემდეგ გავიგე, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. ამან ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. ძალიან ბევრი ცრემლი დავღვარე მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა. მაგრამ, ქმარი არ მიმიტოვებია, მისთვის ვიბრძოდი. ბოლოსდაბოლოს, ის თავის საყვარელს დაშორდა.მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ხნით არა. მალე მან სხვა საყვარელი გაიჩინა, მერე მესამე. მე ეს მომბეზრდა, ასეთი უპატივისმცემლობის ატანა აღარ მინდოდა და ალექსანდრეს დავშორდი.

განქორწინების შემდეგ ალექსანდრე სამუდამოდ დაიკარგა ჩემი ცხოვრებიდან. მან ისიც დაივიწყა, შვილი რომ ჰყავდა. განქორწინების შემდეგ, ჩემი ქმარი აღარასოდეს მინახავს. ალექსანდრეს არ აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა მისი შვილი და ჰქონდა თუ არა ყველაფერი.პირველი ორი წლის მანძილზე ძალიან გამიჭირდა. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, ვმუშაობდი და შვილს თავად ვზრდიდი. შემდეგ ანდრიას შევხვდი. ის ჩემს შვილს საკუთარი შვილივით ექცეოდა. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი ადამიანი ზრდიდა. ანდრია ღირსეული მამაკაცი იყო.

ჩემი შვილი გაიზარდა, ისწავლა, დაქორწინდა. ვალერის მეუღლე
უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია: კეთილი, მეოჯახე, ერთგული. მე ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს ძალიან გაუმართლა. ვალერი და მაკა უმშვენიერეს გოგონას ზრდიან.მათ გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ცოტა ხნის წინ ჩემთან ჩემი შვილი მოვიდა და ძალიან დიდი თანხა მთხოვა ვალად. ვკითხე, ამდენი ფული რად უნდოდა. უკეთესი იქნებოდა, რომ არ მეკითხა!მან მითხრა, რისთვის სჭირდებოდა ამხელა თანხა და მე კინაღამ გონება დავკარგე. აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს საყვარელი ჰყავს და მან ახლახან შვილი გაუჩინა, ბიჭი. ახლა კი ეს საყვარელი აშანტაჟებს და ფულს სთხოვს. თუ არ მიუტანს, ის იმუქრება, რომ ყველაფერს ვალერის მეუღლეს უამბობს.

უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან კარგი ბიჭი გავზარდე, რომ ის თავის ცოლს არასოდეს უღალატებდა. მეგონა, რომ მე და ანდრიამ ღირსეული ადამიანი გავზარდეთ, ის კი თავის ცოლს ისე მოექცა, როგორც მე მომექცა მრავალი წლის წინ მამამისი.როგორ შევხედო ახლა ჩემს რძალს თვალებში? და იმან, იმ ქალმა, იცოდა თუ არა, რომ ვალერის ცოლი ჰყავდა თუ თავიდან მასაც ატყუებდა? გამოდის, რომ ეს ბავშვი მამის გარეშე გაიზრდება.

ეს საშინელებაა. ჩემი შვილი თავის ცოლს ატყუებს. მან თავის საყვარელს გაჩუმების სანაცვლოდ ფული უნდა მისცეს.არ ვიცი, რა გავაკეთო. მე ვფიქრობ, რომ ჩემმა რძალმა სიმართლე უნდა იცოდეს. იქნებ მე თვითონ ვუამბო ყველაფერი? მაგრამ, ეს ხომ მას დიდ ტკივილს მიაყენებს. მე ხომ გამოცდილი მაქვს, რა მტკივნეულია და საწყენი. ღალატის პატიება ძალიან ძნელია!მერე გადავწყვიტე, რომ ჩემმა შვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ის მამაკაცია და თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ საქციელზე.

მე გავიგე სიმართლე, მაგრამ რა ვუყო ახლა ამ სიმართლეს, უბრალოდ არ ვიცი.