მომავალმა დედამთილმა ზღვაზე წასასვლელი ფული მასესხა, მაგრამ რატომღაც ეს საერთოდ არ მახარებს

0
1820

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე და თემური 6 თვის მანძილზე ერმანეთს ვხვდებოდით და აი, უკვე ექვსი თვეა, რაც ერთად ვცხოვრობთ. ამ ზაფხულს ზღვაზე გვინდა წასვლა.

ადრე საკუთარ დასვენებას ყოველთვის თავად ვაფინანსებდი. წელს ყველაფერი ისე გაძვირდა, რომ დასასვენებლად ფული ნამდვილად არ მყოფნის. ზედმეტი ფული არც ჩემს დაქალებს არ აქვთ. ჩემი მშობლებისაგან ფულის თხოვნა არ მინდა. უბრალოდ არ ვიცი, რა გავაკეთო.

მე და თემურმა ერთად ცხოვრების დაწყებისთანავე გადავწყვიტეთ, რომ საერთო საოჯახო ბიუჯეტი გვექნებოდა, რომელშიც ორივეს ერთნაირი ოდენობის თანხა უნდა ჩაგვედო. ეს ფული უნდა დახარჯულიყო ბინის გადასახადებში, პროდუქტების ყიდვაში და სხვა საერთო ხარჯებისათვის.ყველაფერი ნორმალურად იყო.

ამჯერად კი ყველაფერი ისე არ მოხდა, მე როგორც მინდოდა. თემურს ჰქონდა ზღვაზე წასასვლელი ფული, მე კი – არა. მან შეძლო საჭირო თანხის გადადება, მე კი ამის გაკეთება ვერ მოვახერხე. მე შემეძლო ფული თემურისგან მესესხა, მაგრამ მას ამდენი არ აქვს. თემურმა გადაწყვიტა, ფული დედამისისგან ეთხოვა ვალად. მას არ უთქვამს ეს ფული რისთვის სჭირდებოდა, რათა დედამისს ვიღაც ღატაკი არ ვგონებოდი.

ორი დღის წინ საგზურები შევიძინეთ, თუმცა მე რატომღაც ამის გამო განსაკუთრებულ სიხარულს არ განვიცდი. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ნახევარი წელი ამ ვალის გადახდა მომიწევს…