საბედისწერო შეცდომები დეკემბერას გაზრდაში, რომელიც არ უნდა დაუშვათ 

3566

ოთახის მცენარეს დეკემბერას ტყუილად არ უწოდებენ. ტროპიკული ზაფხულის პერიოდში, ნოემბერ–დეკემბერში, ყვავილობს და მხოლოდ იანვარში ასრულებს. პოპულარული მცენარეა. ზამთარში, როცა ნაცრისფერი დღეები ერთმანეთს ცვლის, დეკემბერა ყვავილობით თვალს ახარებს. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაზარდოთ დეკემბერა სახლში სწორად.

ოთახის მცენარე დეკემბერა – დეკემბერა ტყის კაქტუსის ერთ–ერთი სახეობაა. საშობაო ყვავილსაც უწოდებენ, რადგან საშობაო დღესასწაულებზე ყვავილობს. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აბსოლუტურად უპრეტენზიოა. როგორც წესი, მცენარის ლამაზი ყვავილები მოიისფრო ვარდისფერი ან წითელია. თითოეული ყვავილი 1–2 დღე ცოცხლობს. აქტიური ყვავილობა მათი რაოდენობის ხარჯზე 4-5 კვირა გრძელდება. თუ დეკემბერაზე სწორად იზრუნებთ, გაზაფხულზე განმეორებითი ყვავილობით გაგახარებთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მცენარემ 20 წელი შეიძლება იცოცხლოს და იყვავილოს. უბრალოდ წარმოიდგინეთ!

ყვავილის მოვლაში მთავარი განათებაა. დეკემბერას სინათლეზე ყოფნა უყვარს, მაგრამ პირდაპირ მზის სხივებს ვერ იტანს. ოთახი, სადაც ყვავილი იცხოვრებს, რეგულარულად უნდა გაანიავოთ. სიტყვაზე, ეს ადამიანისთვისაც სასარგებლოა. ყვავილობის პერიოდში ოპტიმალური ტემპერატურის რეჟიმი 18-20 გრადუსია. სხვა დროს +12-16 გრადუსი ყოფნის. თუ დეკემბერას თავად რგავთ, ფხვიერი მიწა შეარჩიეთ და დრენაჟის ფენა გააკეთეთ. 10-12 სმ დიამეტრის ქოთანი შეარჩიეთ.

მორწყვა და სხვა მოვლა – ზაფხულში რეგულარულად, მაგრამ ზომიერად მორწყეთ. ტენიანობა უყვარს, ამიტომ პერიოდულად დანამეთ. ძალიან ცხელ ზაფხულში თვეში ერთხელ თბილი შხაპის ქვეშ დაბანეთ. შემოდგომასა და ზამთარში სიმშვიდის ფაზაში მინიმუმამდე მორწყეთ. 2 კვირაში ერთხელ საკმარისია. მიწის მდგომარეობას დააკვირდით. სველი, მაგრამ არა დატბორილი უნდა იყოს. გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარეს გამოკვება სჭირდება. 2 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა: გამოგადგებათ მარტივი უნივერსალური სასუქი კაქტუსებისა და ყვავილოვანი მცენარეებისთვის. მორწყვის შემდეგ ან მორწყვისას გამოკვებეთ. ყვავილობის წინ მცენარის გამოკვება აკრძალულია.

დროდადრო ყვავილი გადარგეთ. ეს ყოველ 2–3 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე გააკეთეთ. კაქტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური მიწა გამოიყენეთ. მას ვერმიკულიტი და მდინარის ქვიშა დაუმატეთ. დრენაჟად კერამზიტი გამოიყენეთ. თუ ყვავილობის გახანგრძლივება გსურთ, სიმშვიდის ფაზაში ბუჩქი გადაჭერით. გამოყავით ნაწილები, რომელთა გადაჭრა ღირს, და სხვა სეგმენტთან შეერთების ადგილას ფრთხილად გადაჭერით. ყვავილობისას მასზე შეხება აკრძალულია.

საინტერესო ფაქტები დეკემბერას შესახებ – ასტროლოგები დეკემბერას სასწორის მცენარეს უწოდებენ. მათი თქმით, ყვავილს ნეგატიური ენერგიის შთანთქმა და დადებითად გარდაქმნა შეუძლია. ადამიანებში აღვივებს სულიერ სიკეთეს, როგორი დამალულიც არ უნდა იყოს. ამბობენ, რომ მცენარის ქონა კარგია სახლში, სადაც არახელსაყრელი ატმოსფეროა. დეკემბერა ენერგეტიკულ დონეზე სიტუაციას მოაწესრიგებს. ყველაზე ავ ადამიანსაც ლამაზი ყვავილის შემხედვარე გული მოულბება. მცენარე სახელმწიფო მოხელის ან ფსიქოლოგის კაბინეტში ზედმეტი არაა. დეკემბერა ადამიანს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს, ალერგიისა და უძილობისგან განკურნება შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს