მე ძალიან მიყვარხარ! გთხოვ, არ წამიყვანო ბავშვთა სახლში!

0
1186

მაისში დიდი არდადეგები იყო. ჩვენმა მეზობლებმა გადაწყვიტეს, რომ მაისის არდადეგები კარგად აღენიშნათ თავიანთ შვილებთან ერთად. მათ გადაწყვიტეს მწვადის შეწვა სახლთან ახლოს, ავტოფარეხების წინ.რა თქმა უნდა, მწვადის გარდა სხვა საჭმელებიც ჰქონდათ. იყო ბევრი ალკოჰოლური სასმელიც. უფროსები მწვადს წვავდნენ და არაყს სვამდნენ, ბავშვები კი საბავშვო მედანზე თამაშობდნენ. მუსიკა მთელს ეზოში ისმოდა.

მე ყველაფერი მესმის: ადამიანები ისვენებენ. მაგრამ… ასე მხოლოდ დასაწყისში იყო. როდესაც დაღამდა, ბავშვებს დაძინება მოუნდათ, მათ მშობლებს კი არაფრით არ უნდოდათ სახლებში დაბრუნება.

ესენი ალკოჰოლიკები კი არ იყვნენ, არამედ ნორმალური მშობლები, მაგრამ ალკოჰოლმა ისინი წარმოუდგენლად შეცვალა.ერთ ჩემს მეზობელს, ძალიან კარგ დედას, სრულიად ფხიზელი გამომეტყველებით თავისი შვილი სახლში მიჰყავდა.

  • დედა ძალიან მშია! და მეძინება კიდეც!
  • შეგეძლო სახლში შესულიყავი და გეჭამა ის, რაც მაცივარშია! – უყვირა 5 წლის ბავშვს ანამ.

ბავშვს შეეშინდა და ტირილი დაიწყო. დედამისმა კი უთხრა:

  • მთელი ხმით ნუ ყვირი! დამშვიდდი! თორემ ბავშვთა სახლში წაგიყვან! მერე გეცოდინება, როგორ შემიშალო ხელი დასვენებაში!ნუთუ ამ ქალს ეგონა, რომ ეს სიტყვები მის შვილს დაამშვიდებდა? ეს ხომ აბსურდია!
  • დედიკო არ წამიყვანო ბავშვთა სახლში! მე შენ ძალიან მიყვარხარ! – ისევ დაიწყო ყვირილი გოგონამ.

დედა არაფერს პასუხობდა, უბრალოდ სახლისკენ მიჰყავდა.მე მეორე სართულზე ვცხოვრობ და ამ ყველაფერს შესანიშნავად ვხედავდი და ვისმენდი ჩემი აივნიდან.იმის გაფიქრებაც კი მეშინია, თუ რას ფიქრობდა ან გრძნობდა ეს პატარა გოგონა, როდესაც დედისაგან ასეთი სიტყვები მოისმინა.

მშობლებო! ნუ აწყენინებთ თქვენს შვილებს! ნუ აზიანებთ მათ ფსიქიკას! ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან. გიყვარდეთ თქვენი შვილები და დაიცავით ისინი მუდამ!!!