გოგონა ავტოსტოპით სტუმრად წავიდა და უკვალოდ გაქრა. სახლში მხოლოდ 7 წლის შემდეგ დაბრუნდა

0
7481

1977 წელს 20 წლის ამერიკელი, კოლინ სტენი სახლიდან გავიდა. ნათესავებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ მათი ქალიშვილი რომელიღაც სექტაში მოხვდა. მშობლები მას წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ხედავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ კოლინი ყოველთვის უცნაური იყო. ამბის გარკვევა, თუ მის ქალიშვილს რა სჭირდა, მშობლები ვერ ბედავდნენ.

ფიქრობდნენ, რომ კითხვებით გოგონას უფრო ჩამოშორდებოდნენ. მხოლოდ 1984 წელს, როცა უბედური სახლში დაბრუნდა, გაირკვა: მთელი 7 წელი მკაცრი მანიაკის ტყვეობაში იმყოფებოდა!


1977 წლის 19 მაისს კოლინი მეგობართან დაბადების დღეზე გაემგზავრა, რომელიც სხვა შტატში ცხოვრობდა. გოგონამ ავტოსტოპის გამოყენება გადაწყვიტა, რადგან ასე ადრე უკვე ნამგვზავრი ჰქონდა და ყველაფერი კარგად იყო. თუმცა ამჯერად ვერ გათვალა და კემერონ და ჯენის ჰუკერების მანქანაში ჩაჯდა.

მოგვიანებით კოლინი იხსენებდა, რომ ცოლ-ქმარს ენდო, რადგან ავტომანქანაში მათი 1 წლის შვილი იჯდა. თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ კემერონმა მანქანა მიყრუებულ ადგილას გადაიყვანა, ძრავა გამორთო, დანით დაემუქრა და უბედურ გოგოს თავზე ხის ყუთი ჩამოაცვა!

შემდეგი 7 წელი ჰუკერების სახლში ცხოვრობდა, სადაც მამაკაცი ყოველდღე ტანჯავდა და აუპატიურებდა. მანიაკის მეუღლე, ჯენისი უცნობზე ძალადობაში ხელს არ უშლიდა. კოლინი ჰუკერების ლოგინთან კუბოს მსგავს ყუთში ცხოვრობდა!

კემერონი გოგონას ნებისყოფას დაჟინებით ტეხდა. ეუბნებოდა, რომ რაღაც „კომპანიის“ წევრი იყო და თუ გაქცევას შეეცდებოდა, ამ „კომპანიის“ წარმომადგენლები მის ნათესავებსა და მეგობრებზე ნადირობას დაიწყებენ!

კამერონი რამდენჯერმე ამ უბედურის სახლში მშობლებსაც ეწვია და მათ თავი კოლინის ახალ შეყვარებულად წარუდგინა. შეშინებულმა სტენმა თავის მტანჯველთან ერთად სურათიც კი გადაიღო.

დახმარება იქედან მოვიდა, საიდანაც არ ელოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჯენისმა, მანიაკის მეუღლემ, მიანიშნა, რომ კომპანიის შესახებ მისი ქმარი ტყუოდა და ტყვე გაათავისუფლა.

მოგვიანებით სასამართლოში მხოლოდ მოწმის სახით დაკითხეს. განაჩენი მისთვის არ გამოუტანიათ. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ჯენისი თავად იყო კემერონის მსხვერპლი, რომელმაც შემთხვევით გაიგო, რომ „კომპანია“ მხოლოდ სადისტის მონაგონი იყო.

სკეპტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ მამაკაცი კოლინზე დაქორწინებას და პროცესში ძველი მეუღლის მოშორებას აპირებდა. ჯენისმა კი უბრალოდ ქმარზე დარტყმის განხორციელება მოასწრო.

იმ დღის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. კოლინი დღეს უკვე ბებიაა, მაგრამ იმ სახლის დანახვისას, სადაც მისი ცხოვრების 7 წელი გაატარა, მოხუცი ქალი დღემდე კანკალებს. კემერონი დღემდე ციხეში იმყოფება და იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა.

სტატია მომადებულია Independent -მიხედვით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი