საშინელი ავარიის შემდეგ გონს რომ მოვედი, ჩემს გვერდით ჩემი ქალიშვილი დავინახე, რომელიც 16 წლის წინ დავკარგე

0
18981

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე მარინა მქვია. ახლა 52 წლის ვარ. მრავალი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში საშინელი ამბავი დატრიალდა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. აი, რა მოხდა.

მე და ჩემი ქმარი სრულიად განსხვავებული ადამიანები აღმოვჩნდით, ჩვენმა ქალიშვილმაც კი ვერ გვიხსნა განქორწინებისგან. მე და ალექსანდრე ერთმანეთს დავშორდით. ის ალიმენტს იხდიდა, მაგრამ ეკასთან ძალიან იშვიათად მოდიოდა. ეკას ის ძალიან ენატრებოდა.

ეკა 9 წლის რომ იყო, მამამისმა სანატორიუმის საგზური შეიძინა და იქ მასთან ერთად უნდოდა გამგზავრება. მე ძალიან არ მინდოდა ჩემი გოგონას გაშვება. ჩვენ უბრალოდ დიდი ხნით არასოდეს ვშორდებოდით ერთმანეთს. ალექსანდრე ძალიან კარგი ადამიანი იყო, ის არ სვამდა, პასუხისმგებლიანი იყო. ეკას ძალიან უნდოდა მამამისთან ერთად სანატორიუმში გამგზავრება და მან დამიყოლია, რომ გამეშვა.მე რომ მცოდნოდა, ეს ყველაფერი რით დასრულდებოდა, მას არასოდეს არსად არ გავუშვებდი.

ეკას სანატორიუმიდან დაბრუნებამდე ორი დღე იყო დარჩენილი, როდესაც პოლიციიდან დამირეკეს. მათ საშინელი ამბავი შემატყობინეს: ჩემი ქალიშვილი დაიკარგა, მას ვერსად ვერ პოულობენ. ის მამამისთან ერთად ქალაქის დღესასწაულზე იმყოფებოდა, იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ჩემი შვილი ბრბოში დაიკარგა.

პოლიციამ ჩემი შვილი ვერ იპოვა. ის დაიკარგა და მორჩა. ალექსანდრე მომხდარის გამო ძალიან ნერვიულობდა. 6 თვის შემდეგ ის ინფარქტით გარდაიცვალა.მე კი მთელი ამ წლების მანძილზე ჩემს შვილს ვეძებდი. მე მჯეროდა, რომ მაინც ვიპოვნიდი, მჯეროდა, რომ ცოცხალი იყო და კარგად იყო.გავიდა 16 წელი და ჩემი უნივერსიტეტის მეგობარმა სტუმრად დამპატიჟა თავის სახლში. მე წასვლა არ მინდოდა, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ მივსულიყავი.

ჩვენი ავტობუსი საშინელ ავარიაში მოჰყვა. მძიმე ტრავმების მქონე მგზავრებს შორის ვიყავი მეც, ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე.სასწრაფო დახმარების მანქანით უახლოესი ქალაქის საავადმყოფოში წამიყვანეს. ჩამიტარდა რთული ოპერაცია და სისხლის გადასხმა.

როდესაც გონს მოვედი, ჩემს გვერდით ახალგაზრდა მედდა დავინახე. ის მოვიდა, რათა ჩემთვის წნევა და ტემპერატურა გაეზომა. როდესაც მის ხელებს დავხედე, ვიყვირე. გოგონას ძალიან შეეშინდა. მას მაჯაზე, გულის ფორმის დიდი თანდაყოლილი ლაქა ჰქონდა. ის იმავე ადგილას იყო, სადაც ჩემს ქალიშვილს ჰქონდა ზუსტად ასეთი თანდაყოლილი ლაქა.

  • ეკა! შვილო! – დავიყვირე მე.
  • დედა! ნუთუ ეს შენ ხარ?

გოგონა ჩამეხუტა. ჩვენ ორივე ხმამაღლა ვტიროდით. ვერ ვიჯერებდი ამ სასწაულს, რომ ჩემი შვილი ვიპოვე! მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს როდესმე მოხდებოდა. დედის გულმა არ მიღალატა!

ეკამ მიამბო, თუ რა გადახდა თავს. დღესასწაულზე, ბრბოში მან მამამისი დაკარგა. შემდეგ კი ის სხვა გოგონასთან ერთად წავიდა ზღვის სანაპიროზე გასასეირნებლად.სანატორიუმში დაბრუნებისას მანქანა დაეჯახა. მამაკაცმა ის საავადმყოფოში არ მიიყვანა. მან ის სხვა ქალაქში წაიყვანა და ჩემი შვილი თავის ნაცნობს დაუტოვა. ის გამგედ მუშაობდა ბავშვთა სახლში.

ეკა გონს რომ მოვიდა, მას უთხრეს, რომ მისი მშობლები მისი ძებნის დროს ავარიაში მოყვნენ და გარდაიცვალნენ. ეკამ მათ დაუჯერა. მთელი ამ წლების მანძილზე ჩემი შვილი დარწმუნებული იყო, რომ ის ობოლი იყო და საერთოდ არ ჰყავდა არავინ.

18 წლის რომ გახდა, სასწავლებელში ჩააბარა. ახლა ჩემი შვილი უკვე გათხოვილია და ორი შვილი ჰყავს, ბიჭი და გოგო.ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთ წამში ქალიშვილიც ვიპოვე და ბებიაც გავხდი.

რა ბედნიერებაა! ამ ქვეყნად სასწაული მაინც არსებობს!