ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილება ყოველთვის ძალიან ძვირია. ისინი, რომელთაც კარგი ფინანსური მდგომარეობა არ აქვთ, გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად ხელოვნური ყვავილების კომპოზიციებს იყენებენ. ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. პირველ რიგში, ხელოვნური ყვავილი იაფი და უშნოა. მეორეც, ეკოლოგიას აზიანებს, რადგან პლასტმასისგან დამზადებულია. ცოცხალი ყვავილების შემთხვევაშიც ყველაფერი მარტივად არაა. ზოგიერთი მათგანი სასაფლაოსთვის შესაფერისია, ზოგი – არა. Paparazzi ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.
ხელოვნური ყვავილების კომპოზიცია – მართლმადიდებლები მიცვალებულთა შაბათს განსაკუთრებით აღნიშნავენ. ამ დღეს ეკლესიაში მიდიან და გარდაცვლილი ახლობლების სულებს წირვა–ლოცვაში იხსენიებენ. კარგი მიზეზია, რომ სასაფლაოზე ახვიდეთ. საყვარელი ადამიანის ბოლო გასასვენებელი ადგილი უნდა დაალაგოთ. ჩვეულებრივ, ხალხს ყვავილები მოაქვს, რომ გარდაცვლილი გაახაროს. ეს მხოლოდ მაშინ გააკეთეთ, თუ საჭირო ყვავილებს შეიძენთ. ხელოვნური ყვავილები არ მიუტანოთ, თუმცა ცოცხალ ყვავილებსაც შორის აკრძალვები არსებობს. მაგალითად, სასაფლაოს მორთვა კაშკაშა და გამოხატული თაიგულებით არ შეიძლება. თუ ყვავილების თაიგულს აკეთებთ, მაქსიმუმ 3 ფერზე მეტი არ გამოიყენოთ. მწვანე ღერო და ფოთოლი ხსოვნის სიმბოლოდ ითვლება. თუ შეფუთული ყვავილის ყიდვას არ აპირებთ, მხოლოდ 4-8 ყვავილი საკმარისია. ეკლებს უფრთხილდით, რადგან ეკლის გვირგვინთან ასოცირდება.
მაღაზიაში ან ბაზარზე ახალი ყვავილების შეძენისას რამდენიმე მარტივი წესი დაიცავით. პირველ რიგში, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუშლელი ყვავილები შეარჩიეთ. მეორეც, ღეროები უკვე სასაფლაოზე ლარნაკში ჩადებამდე გადაჭერით. თუ სასაფლაოს გაფორმება ქოთნის ყვავილებით გსურთ, ყველაზე ყინვაგამძლე ვარიანტები შეარჩიეთ. სასურველია, რომ პატარა ყვავილები ჰქონდეს. როგორც წესი, ასეთი სიცივეს ადვილად იტანს. ქოთანი ძალიან პატარა არ უნდა იყოს, ასე მცენარე სწრაფად გახმება.
რომელი ყვავილები მივიტანოთ სასაფლაოზე – ვარდი უნივერსალური ყვავილია. შეგიძლიათ შეიძინოთ არა მხოლოდ კლასიკური ვარდი, არამედ პატარა ყვავილები, სადაც ტოტზე ბევრი კოკორია. ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ძალიან გამოკვეთილი არაა. ასტრას ხშირად ყიდულობენ, რადგან დიდხანს ყვავილობს, რაც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია. ამ მცენარის ბევრი სახეობაა. ნებისმიერი მოწონებული ვარიანტი შეგიძლიათ აირჩიოთ. ასევე სასაფლაოზე შეგიძლიათ მიიტანოთ მანანა. მისი ნაზი ყვავილები საჭირო ატმოსფეროს ქმნის. მცენარე ყინვაგამძლეა, გახმობის შემდეგაც ლამაზია. მუდმივი განსასვენებელი ადგილი შროშანით ან კალით შეგიძლიათ გააფორმოთ. კალა ადამიანისა და გედების ერთგულების სიმბოლოდ ითვლება. ხმალა ძლიერი სულის განსახიერებაა, ხოლო ორქიდეა ელეგანტურობის ნიშანი.
ყვავილების კომპოზიცია შეგიძლიათ შექმნათ იმის მიხედვით, თუ ვის ხსოვნას მიაგებთ პატივს. მაგალითად, სარიტუალო მამაკაცის თაიგულები იასამნისფერი, ნარინჯისფერი და კაშკაშა წითელი ფერებით შეადგინეთ. კლასიკური შავი, ლურჯი და ყვითელიც გამოგადგებათ. თუ გოგონას ან ქალის ხსოვნას პატივს მიაგებთ, ყვავილების თაიგული ამ ადამიანის ხასიათის შესაბამისად შეადგინეთ. გარდაცვლილის საყვარელი ყვავილები შეგიძლიათ გამოიყენოთ ან მისი სახელის შესაფერისი შეარჩიოთ. თითოეულ სახელს თავისი ყვავილი აქვს.
იმდენი დეტალია, ვინ იფიქრებდა. ახლა შეცდომას არ დაუშვებთ და გარდაცვლილი ახლობლის ხსოვნას პატივს მიაგებთ. თუმცა რომელი ყვავილიც არ უნდა შეარჩიოთ, გახსოვდეთ, ხელოვნურს გვერდს ვუვლით.