თითს თითზე არ ვადებ, მაგრამ ბინძური ღუმელი ახალივით ანათებს. მხოლოდ 1 კაფსულა დაგჭირდებათ

0
2955

ღუმელის გაწმენდას ყოველთვის დიდი დრო სჭირდება. მასში იმდენი ჭუჭყია, რომ გარეცხვის სურვილს გვიქრობს. ყველა ხვდება, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. არსებობს ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს? შეიძლება გავწმინდოთ ღუმელი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე? დიახ, ხრიკი არსებობს და Paparazzi ამის შესახებ გიამბობთ.

ღუმელის გაწმენდა – ხრიკი დამატებით მოძრაობას არ მოითხოვს. გაოცებული იკითხავთ: როგორ? ნუთუ რეალურია ღუმელის ცხიმისგან გაწმენდა თითის გაუნძრევლად? როგორც ამბობენ, თუ არ გჯერათ, თავად შეამოწმეთ. გაითვალისწინეთ, რომ ღრმა ჭურჭელი და სარეცხი კაფსულა დაგჭირდებათ.

პატარა ხრიკი – კაფსულა სარეცხი გელით ღუმელის გაწმენდაში მთავარ როლს ასრულებს. ის შეიცავს კონცენტრირებულ სარეცხ საშუალებას, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მოქმედებს. მის მისაღებად კაფსულას მდუღარე წყალი დაასხით. საჭირო რაოდენობის მდუღარე წყალი მოამზადეთ. ღუმელის კარი გააღეთ და შიგნით შუშის საცხობი ფორმა მოათავსეთ. მასში სარეცხი კაფსულა ჩადეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ფორმა წყლით ბოლომდე გაავსეთ. კარი დახურეთ და დააკვირდით, როგორ შორდება ღუმელის კედლებს ცხიმი და ჭუჭყი. ასეთი წმენდის შემდეგ ცოტა საქმე დაგრჩებათ. ცხიმის ნარჩენები სველი სალფეთქით მოიშორეთ. როგორც კი ღუმელი ოდნავ გაგრილდება, შიდა კედლები სველი ჩვრით გაწმინდეთ. აღსანიშნავია, რომ ღუმელს ვერ იცნობთ. მით უფრო, ღუმელს აბრაზიული სარეცხი საშუალებებით არ დააზიანებთ.

მინის გაწმენდა – ძნელად მისადგომი ადგილების გაწმენდა ბევრს უჭირს. გვსურს, რომ ღუმელი სისუფთავით ბრწყინავდეს. სარკიან ზედაპირთან მისვლა რთულია. ღუმელის კარს ვგულისხმობთ. ჭუჭყიანი მინა არა მხოლოდ ღუმელის გარეგნობას აუშნოებს, არამედ კერძის მომზადების კონტროლს ხელს უშლის. როგორ მოვიქცეთ? დაშლა და მინის ამოღება მოგიწევთ. როგორ გავაკეთოთ სწორად? კონკრეტული ღუმელის მოდელის ინსტრუქცია შეისწავლეთ. იქ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. თუ ინსტრუქცია არ გაქვთ, აუცილებელი მონაცემები ინტერნეტ ქსელში მოძებნეთ.

სწორი მოქმედება – ღუმელის გაწმენდა გონივრულად უნდა დაგეგმოთ. მაგალითად, სანამ მინის კარის გაწმენდას გადაწყვეტთ, ჯერ სარეცხი კაფსულის ხრიკი გამოიყენეთ. ასე ღუმელი შიგნით სუფთა და ფინალური დალაგებისთვის მზად იქნება. ღუმელთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. მინის ელემენტების დაწვა და დაზიანება ადვილია. თითოეულ ღუმელს თავისი სამაგრი აქვს. ზოგ ღუმელში სპეციალური ჭანჭიკი ან ხრახნი გვხვდება, ზოგან ღილაკს ან მინისა და კარის შემაერთებელ ადგილს უნდა დააჭიროთ. სანამ დაშლას დაიწყებთ, ღუმელის კარი კარგად დაათვალიერეთ. აქ ინტერნეტიდან ფოტო ან ვიდეო დაგეხმარებათ. თქვენი ღუმელის მოდელის შესაბამისი ინფორმაცია იპოვეთ და იმოქმედეთ. ასე მიხვდებით, როგორ დაშალოთ და ააწყოთ ღუმელის კარი. ნაზი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ, რომ მინა არ დაიკაწროს. მინის სპეციალური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთელი სახლი სისუფთავით იბრწყინებს და არაფერი დაზიანდება.