გასაღებთან დაკავშირებული მითები და ნიშნები, რომლებიც ხშირად სრულდება

0
2198

ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს ყურადღებას აქცევს. ძველმა ხალხმა გაარკვია, რომ ერთი შეხედვით უვნებელ მოქმედებას უბედურების ან ცხოვრების რომელიმე სფეროში წარმატების გამოწვევა შეუძლია. ასე ხალხური ნიშნები გაჩნდა. მართალია თუ არა, ამ დაუწერელი კანონების დაცვას ვცდილობთ. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც ცდილობს, რომ მარილი არ დაყაროს, კიბის ქვეშ არ გაიაროს და ხეზე აკაკუნებს. ალბათ, გასაღების ნიშნებზე არ გსმენიათ. კარი ძლიერი სიმბოლოა და მისი გასაღები დიდ როლს ასრულებს.

ძირითადი ხალხური ნიშნები გასაღების შესახებ

  1. თუ გასაღებს ხშირად კარგავთ, ეს ბინის ძარცვას მოასწავებს.
  2. ჟანგიანი გასაღები მალე ძვირფასი საჩუქრის მიღების ნიშანია.
  3. თუ ღამით კარს ქალი ხურავს, ჩხუბის ნიშანია.
  4. ღამით ნაპოვნი გასაღები დიდ უსიამოვნებას მოასწავებს.
  5. თუ გასაღებს კარზე დაკიდებთ, სურვილებს აისრულებთ.
  6. მდინარეში დაკარგული გასაღები პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის ნიშანია.
  7. დაკარგული გასაღები წარმატების დაკარგვის და ფინანსური პრობლემების ნიშანია.
  8. კარში დატოვებული გასაღები სამსახურში უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
  9. თუ სახლში ძველი გასაღები იპოვეთ, ცხოვრება ძალიან მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

რა არ უნდა გააკეთოთ გასაღებით

  1. გასაღები სასადილო მაგიდაზე, საფულეში ან პორტმონეში არ ჩადოთ.
  2. ნაპოვნი უცხო გასაღები სახლში არ შემოიტანოთ.
  3. ჟანგიანი ან დაზიანებული გასაღები ხელში არ აიღოთ (განსაკუთრებით გზაჯვარედინზე). უბედურება და წარუმატებლობა შეიძლება მოგიტანოთ.

გასაღების შენახვის წესები

  1. ოჯახის თითოეულ წევრს სახლის საკუთარი გასაღები უნდა ჰქონდეს.
  2. გასაღებისთვის ბინაში სპეციალური ადგილი გამოყავით. ყოველთვის იქ უნდა იყოს. ცალკე ყუთი, თარო ან კაუჭი გამოდგება.

თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ერთ გასაღებს არ ვატარებთ: ბინის, აგარაკის, მშობლების სახლის, ოფისის, ავტოფარეხის, მანქანის. აუცილებლად გაუფრთხილდით. თუნდაც ცუდის ნიშანი არ იყოს, გასაღების დაკარგვა სასიხარულო არაა.