კონტრაცეფციის ძველი საშუალებები, რომელთა დანახვაც თანამედროვე ქალს საგონებელში ჩააგდებს

4296

არასასურველი ორსულობის პრობლემა ქალებს უხსოვარი დროიდან აწუხებდათ. თუმცა სექსზე უარის თქმას არავინ აპირებდა, ასე რომ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების პოვნა საჭირო გახდა.

ძველად კონტრაცეფტივების სახით ბალახებს და ფოთლებს იყენებდნენ, ცივილიზებულ რომში საშვილოსნოს ყელს ლითონის მოწყობილობით კეტავდნენ, შუა საუკუნეებში ცხოველის ნაწლავებს, ხოლო ახალ დროში მინის და რეზინის პესარიუმს იყენებდნენ.

და ბოლოს, მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ უსაფრთხო და მარტივი კონტრაცეფცია – პრეზერვატივი შეიმუშავა. გადახედეთ ისტორიას და კონტრაცეფციის საშუალების ევოლუციას დააკვირდით.

ეს ბრინჯაოს პესარიუმი იტალიაში გათხრების დროს იპოვეს. საშვილოსნოს ყელის ჩასაკეტად ძვ.წ.აღ-მდე 400-200 წლებში იყენებდნენ.

საფრანგეთის გამოქვაბულში, კედლებზე აღმოაჩინეს ნახატები, სადაც პრეისტორიული ხალხი კონტრაცეფტივს იყენებს.

ძველ ეგვიპტეში თაფლს, ნიანგის განავალს და ცარცს იყენებდნენ, რომ მამაკაცის თესლი დაებლოკათ.

ჩინეთში აბრეშუმის ტომრებს კერავდნენ, რომელსაც გამოყენების წინ ზეთებში ასველებდნენ.

ევროპაში გლეხები სხვადასხვა ნახარშების ჯემებს იყენებდნენ, რომლებიც ნაყოფის მოშორებას იწვევდა.

ასევე, ევროპის კონტინენტზე უშუალოს სექსის წინ დედოფალას და თახვების ჯირკვლების ნახარშის დალევა პოპულარული იყო.

ჯაკომო კაზანოვას დროს ევროპელი დიდგვაროვნები შინაურული მცენარის ნაწლავის პრეზერვატივს იყენებდნენ. გრავიურად 1754 წლით თარიღდება.

ასეთი ლითონის პესარიუმი მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიყენებოდა. ინსტრუმენტი კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ყელში მოხვედრას ხელს უშლიდა.

1910 წელს ბრიტანული კომპანია Elarco ასეთ რეზინის ჩასახვის საწინააღმდეგო ღრუბელს უშვებდა. ნაწარმი ორიგინალურ ალუმინის ყუთში იყიდებოდა.

თანამედროვე პრეზერვატივის ნიმუში საქონლის ბრმა ნაწლავისგან იყო დამზადებული. ამ ნაწარმის შემქმნელი იყო ქიმიკოსი ჯონ ბელი, Croyden Limited-ის თანამშრომელი.

საშვილოსნოს ქუდი Prorace 1920-იან წლებში. ბარიერული ტიპის კონტრაცეფტივი.

მინის პესარიუმი საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციისთვის 1920 წელს. მსგავს პესარიუმს ლითონის და რეზინისგანაც ამზადებდნენ.

ალუმინის პესარიუმი გერმანული ფირმა Rauchi-ისგან, 1920 წლის ბოლოს.

გასული საუკუნის 20-იან წლებში განსაკუთრებით პოპულარული იყო კონტრაცეფციის ახალი საშუალება. გერმანელმა გინეკოლოგმა ერნსტ გრაფენბერგმა ასეთი საშვილოსნოს შიდა სპირალი გამოიგონა. მოწყობილობა საშვილოსნოში მაგრდება და შეგიძლიათ რამდენიმე წელი არ გამოიღოთ.

რეზინის პრეზერვატივის ტესტირება ამერიკული კომპანიის Youngs Rubber Company-ს თანამშრომლების მიერ. 1935 წელი.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. ბაკინგერმშირის საგრაფო, ინგლისი, 1965 წელი.

კონტრაცეფციების საშუალებებმა გრძელი გზა განვლეს ბალახების ნარევებიდან და ნახარშებიდან დაწყებული და რეზინის პრეზერვატივებითა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით დამთავრებული.

თავიდან კონტრაცეფტივებს ორსულობის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ, მაგრამ მე-20 საუკუნეში პრეზერვატივების დახმარებით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს