რას მოგვიტანს 25 ოქტომბერს მზის დაბნელება? მსგავსი მოვლენა ყოველდღე არ ხდება, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. მეტეოდამოკიდებული ხალხი სწორად უნდა მოემზადოს. გამორიცხული არაა, რომ მზის დაბნელება მგრძნობიარე ორგანიზმზე გავლენას მოახდენს. Paparazzi ასტროლოგ ანჯელა პერლის რჩევებს გიზიარებთ.
მზის დაბნელება 25 ოქტომბერს – აღსანიშნავია, რომ მარტივი დაბნელება არ იქნება. ეს მორიელის ნიშანში მოხდება, რომლის მმართველი პლანეტები პლუტონი და მარსია. საკმაოდ სპეციფიკური კომპანია შეიკრიბა. ანჯელა პერლი 22-28 ოქტომბერს მნიშვნელოვანი საქმეების გადადებას არ გირჩევთ. დაბნელების ეფექტი არა მხოლოდ დაბნელების დღეს, არამედ რამდენიმე დღით ადრე და შემდეგ კარგად იგრძნობა. დაბნელების მოქმედებას დაგროვებითი ეფექტი აქვს. რაღაც საქმე 25 ოქტომბერს შეგიძლიათ დაიწყოთ, თუ მომავალშიც ამის გაკეთებას გეგმავთ. ამასთან დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ საქმე წარმატებით დასრულდება. დიდი ალბათობით, საქმის გადაკეთება ან სერიოზული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ.
ცვლილებები მოდის – ასტროლოგი ირწმუნება, რომ გული არ უნდა გაიტეხოთ. დიახ, დაბნელებას რთული სიტუაციები ახლავს, თუმცა მორიელი ცვლილებების და ტრანსფორმაციის სიმბოლოა. „რაში გვჭირდება ცვლილებები? გამოცდილების მისაღებად, პროგრესისთვის, განვითარებისა და წინსვლისთვის. იქნებ, ერთ ადგილზე გავჩერდით. ზოგისთვის დაბნელება არაკომფორტული გახდება. თუმცა 8 ნოემბერს უფრო არაკომფორტული მთვარის დაბნელება გველოდება. იქ ყველაფერს ურანი, მოულოდნელობის პლანეტა მართავს“ – ამბობს ანჯელა პერლი.
„ბევრისთვის დაბნელების დერეფანი ერთგვარი თავიდან დაბადების სიმბოლოა. პლუტონი ფენიქსს ჰგავს. სრულად გაქრობა და განახლებულს ახალი მიზნებით დაბრუნება შეუძლია. ადამიანი ამ დერეფნიდან განსხვავებული შეიძლება გამოვიდეს. შეიძლება იმის გაკეთება დაიწყოთ, რაც ცხოვრებას შეცვლის“ – ამბობს ანჯელა. გარდა ამისა, პლუტონი ფინანსურ სფეროზე პასუხისმგებელია. ცვლილებები ფულის სფეროშიც მოსალოდნელია. არა მხოლოდ 25 ოქტომბერს, არამედ მთელი მომდევნო თვის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რა ხდებოდა წინა მსგავსი დაბნელების დროს. მაქსიმალურად მსგავსი დაბნელება 2004 წლის 24 აპრილს იყო. დაფიქრდით. შეიცვალა თუ არა იმ წელს თქვენი ცხოვრება.
სწორად მომზადება – მიიღეთ ფაქტი, რომ რთული პერიოდისთვის უნდა მოემზადოთ. ეს სხვადასხვა ფორმით და გამოსახულებით შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესების რისკი არსებობს. რთული პრობლემაა, რომელიც უნდა მოაგვაროთ. პლუტონი შეიძლება იყოს იმის სიმბოლო, რაც მიწაში იმალება. თუ ჯანმრთელობის პრობლემებზე ეჭვობთ, სპეციალისტს რჩევისთვის მიმართეთ. უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ.
ფულს ყურადღება მიაქციეთ. მსოფლიოს ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ რთულ ფულად მანიპულაციებს მოერიდეთ. ასტროლოგი გირჩევთ, რომ შესაძლებლობის მიხედვით ასეთ ქაოსურ პერიოდში მოიცადოთ. გასაგებია, რომ გადაუდებელი ფინანსური პრობლემები უნდა მოაგვაროთ. ცვლილებები ბიზნესში მშვიდ დრომდე გადადეთ. 25 ოქტომბერს მზის დაბნელებამ სამსახურში ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს. თუ ადრე ვინმეზე უარის თქმას ან ვინმეს მოშორებას ვერ ბედავდით, ახლა გააკეთეთ. თქვენს სამუშაოზე დაფიქრდით. თუ საკუთარი სამსახურით კმაყოფილებას ვერ გრძნობთ, თამამად მიატოვეთ და თქვენი ცხოვრების ახალი გვერდი დაიწყეთ.
როგორ ჩაივლის მზის დაბნელება 25 ოქტომბერს – ეს დღე თქვენს თავს მიუძღვენით. საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენეთ, სტრესის, ნერვიულობის და განცდების გარეშე. მაქსიმალურად მოერიდეთ ნებისმიერ საქმეს, რომელსაც თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მზის დაბნელება სიმშვიდესა და პოზიტივში გაატარეთ. მზის დაბნელების ყურებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ხალხური მეთოდები მზეზე მოკლე შეხედვისთვის შესაფერისი არაა. მხოლოდ ტელესკოპის და ბინოკლის სპეციალური მზის ფილტრები ან შემდუღებლის დამცავი ნიღაბი გამოგადგებათ. თქვენი თვალი ასეთი ასტრონომიული ფენომენის შემდეგ დარტყმის ქვეშ არ უნდა აღმოჩნდეს.