ერთი და იმავე ბალიშისპირი ზედიზედ 2 დღე არ გამოიყენოთ. ყოველდღე გამოცვალეთ

2698

ახალი თეთრეული სიამოვნების ცალკე კატეგორიაა. რა სასიამოვნოა მორფეუსის მკლავებში გახვევა, სუფთა და ახალ ბალიშზე თავის დადება! სამოთხის ნეტარებაა. აშკარა სიამოვნების გარდა, რომელსაც სუფთა ბალიშისპირი გვჩუქნის, მთელი რიგი სასარგებლო უპირატესობა აქვს. ექსპერტები განმარტავენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბალიშისპირის ხშირად გამოცვლა. კვირაში 3–ჯერ მაინც უნდა გამოცვალოთ, მაგრამ იდეალურია, თუ ყოველდღე გამოცვლით. Paparazzi გიამბობთ, როგორ შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებას.

თუ ბალიშისპირს ხშირად გამოცვლით, ცხოვრებაში წესრიგს და დისციპლინას დააბრუნებთ. დიახ, სარეცხი მოიმატებს, მაგრამ შემცირდება საზიზღარი მტვრის ტკიპები, რომელსაც უყვარს იმის ჭამა, რასაც ძველი ბალიშისპირი იწოვს. დაიძინეთ მაკიაჟის მოუშორებლად? ტკიპებს ნამდვილი ზეიმი ელით. ცნობილია, რომ ბევრ ადამიანს ტკიპებზე ალერგია უვითარდება. ბალიშისპირი ხშირად გამოცვალეთ, რომ მისი გამოვლენა შეამციროთ ან უსიამოვნება საერთოდ დაივიწყოთ.

მგრძნობიარე, ძალიან ნაზი კანის, გაღიზიანებისა და სიწითლისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში ბალიშისპირი ყოველდღე გამოცვალეთ. თქვენი სახე იდეალური გახდება. პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელსაც ჭუჭყიან თეთრეულში უწესოდ მოქცევა უყვარს, აღარ შეგაწუხებს. სისუფთავეში დაიძინეთ და ლამაზმანი გაიღვიძებთ. არ იზარმაცოთ და ბალიშისპირი ყოველდღე გამოცვალეთ.

მივცეთ შინაურ ცხოველებს საწოლში ამოსვლის უფლება? შინაური ცხოველი მფლობელის საწოლში ხშირად სახლდება. თავად უნდა გადაწყვიტოთ, ამას ებრძოლოთ თუ არა. თუ ფუმფულა ცხოველს თქვენს გვერდით ძილი უყვარს, თეთრეული, განსაკუთრებით ბალიშისპირი, ხშირად გამოცვალეთ. ნაკლები ბეწვი, ნაკლები ნაგავი საწოლში. ღირს ამის გამო წვალება, ასეა?

ტრიქოლოგები ერთხმად გაიძახიან, რომ თუ თმის სილამაზესა და ძალაზე ნერვიულობთ, სუფთა ბალიშისპირზე უნდა იზრუნოთ. ბინძური ბალიშისპირი სკალპის გაღიზიანებას ხელს უწყობს. ბინძურ ბალიშისპირზე ძილი თმის ზრდის შენელებას და ცვენას იწვევს. ბალიშისპირის უხეში ქსოვილი თმის დაზიანების, ბოლოების გაყოფის მიზეზი შეიძლება გახდეს. როცა ძილში ტრიალებთ, შემთხვევით თმის სტრუქტურა შეიძლება დააზიანოთ.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ძალიან მკაცრი წესებია. დიახ, ზოგიერთი ძაღლის მფლობელი ხუმრობს, რომ თეთრეულს მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ ცვლის, რადგან ყოველ 2 კვირაში ერთხელ ბანს ძაღლს. ჩვევის და კომფორტის საკითხია. ბევრი დაწერს, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეც აქვს, ვიდრე თეთრეულის კვირაში 3–ჯერ რეცხვა ან ეს ნევროზია, რომ უბრალოდ უნდა მოვდუნდეთ და ცხოვრებით ვისიამოვნოთ. თუმცა ბალიშისპირის ხშირი გამოცვლით კანისა და თმისა სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს