პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი ნათესავების შესახებ საუბრობს.ალბათ, ყველა ოჯახს ჰყავს ძალიან უცნაური ნათესავები. ზოგჯერ მათთან ურთიერთობა საერთოდ არ გინდა, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს.ერთი ასეთი ნათესავი ჩემს მეუღლესაც ჰყავს.
მეგონა, რომ ლელა დეიდა ვეღარაფრით გამაკვირვებდა, მაგრამ შევცდი. ერთხელ ლელა დეიდამ თავისი შვილი მოიყვანა და ჩვენს კართან დატოვა. მე და ჩემი ქმარი მაგ დღეს სამსახურში ვიყავით. ბავშვი მთელი დღის განმავლობაში იჯდა ჩენი სადარბაზოს წინ, მშიერი. კიდევ კარგი, რომ რაიმე ცუდი არ შეემთხვა.
ამის შემდეგ, ჩემი კოტე ძალიან მაგრად ეჩხუბა თავის დეიდას. ისინი 6 თვის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მერე დეიდამ ისევ დაიწყო რეკვა ჩემს ქმართან.ცოტა ხნის წინ კი, აი რა მოხდა. შაბათი დღე იყო. მე და კოტე სასაუზმოდ დავსხედით. უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა. აღმოჩნდა, რომ ლელა დეიდა იყო.მე ახლოს ვიჯექი და მესმოდა, როგორ ტიროდა იგი ტელეფონში. დეიდამისთან საუბრისას ჩემს ქმარს თვალები სულ უფრო და უფრო უფართოვდებოდა.
- კოტე, შვილო. დედაშენმა მითხრა, რომ თქვენ ახალი მანქანა იყიდეთ და ბინა გაარემონტეთ. ძალიან მიხარია, ესე იგი, ყველაფერი კარგად გაქვთ. ჩვენი საქმეები კი ცუდად მიდის. კარგია, რომ ნიკა სკოლაში არ დადის და სახლში სწავლობს, თორემ მას არც ჩასაცმელი აქვს და არც ფეხსაცმელი. ძალიან მიჭირს, ბავშვებისთვის საჭმელიც კი არ მაქვს! საახალწლოდ მხოლოდ თითო შოკოლადის ბატონის ყიდვა შევძელი მათთვის! ორი კვირაა, მხოლოდ ფაფასა და კიტრს ვჭამთ! პურის ფულიც კი არ გვაქვს! ჩემმა ქმარმა საახალწლოდ ბავშვებს კომპიუტერი უყიდა კრედიტით და ახლა ამ კრედიტის გადასახდელი ფულიც კი არ გვაქვს. უკვე სამი თვეა არ გადაგვიხდია.
ლელა დეიდას 5 შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი – 14 წლისაა, უმცროსი – 3 წლის.ქმარი სვამს და არსად არ მუშაობს. შემთხვევით თუ გამოიმუშავებს რამეს.ლელა დეიდაც არსად არ მუშაობს. ის თვლის, რომ მხოლოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ იყოს დედა.მას ბევრი ნათესავი ჰყავს და ჩვენ ყველა ვეხმარებით, მაგრამ ფულით არა. ბავშვებისთვის სასკოლო და საკანცელარიო ნივთები მიგვაქვს, ტანსაცმელს ვყიდულობთ. მაგრამ რა აზრი, ბავშვები ტანსაცმელს არ უფრთხილდებიან და ხშირად ყრიან, არ რეცხავენ. ლელა დეიდა ამბობს:
- რატომ უნდა გავრეცხო? კეთილი ნათესავები ისევ მომიტანენ!
ძალიან მაოცებდა ამ ქალის სითავხედე.ის ამჯერადაც საკუთარ რეპერტუარში იყო. ჩემს ქმარს 500 ლარი სთხოვა. უბრალოდ, შოკში ვიყავი. ეს ხომ საკმაოდ დიდი თანხაა.ჩემმა ქმარმა უთხრა, რომ ამდენი ფულის მიცემა არ შეეძლო. შეეძლო მიეცა მხოლოდ 100 ლარი. ეს თანხა დეიდას ძალიან ეცოტავა.
- კოტე, შვილო, იქნებ ვინმეს გამოართვა ვალად? შენ ხომ არ შეგიძლია დეიდაშენის გასაჭირში მიტოვება?
კოტე ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ძალიან გაბრაზდა. მან შეახსენა დეიდამისს, რომ საახალწლოდ ფული გაუგზავნა ბავშვებისთვის საჩუქრების საყიდლად, მან კი ბავშვებს მხოლოდ შოკოლადის ბატონები უყიდა.შემდეგ კოტემ ტელეფონი გათიშა.ლელა დეიდას დახმარებას აზრი არა აქვს. გაურკვეველია ფული სად მიდის. ბავშვებს ტანსაცმელს ის არ ყიდულობს. მთელი ფული კრედიტებში მიდის. საერთოდ არ მესმის, ვინ აძლევს მათ ამ კრედიტებს? ლელა დეიდას ქმარი ხომ წესიერად არსად არ მუშაობს.
ჩემმა ქმარმა უკვე სცადა მისი დასაქმება თავის მეგობართან. მაგრამ მან სმა დაიწყო და ინსტრუმენტები მოიპარა. ბუნებრივია, სამსახურიდან გაათავისუფლეს.ლელა დეიდამ საერთოდ არ იცის რა არის სინდისი. ის რეკავს და დახმარებას სთხოვს ყველა ჩვენს ნათესავს. მას და თავის ქმარს მუშაობა არ უნდათ. რა საჭიროა მუშაობა, როდესაც შეგიძლია ფული ნათესავებს სთხოვო.
ლელა დეიდა უბრალოდ დარწმუნებულია იმაში, რომ ჩემი ქმარი ვალდებულია მას დაეხმაროს. რატომ? იმიტომ, რომ ის მას უვლიდა, როდესაც პატარა იყო. და კიდევ იმიტომ, რომ მას ჩვენთვის ზოგჯერ მწნილი და მურაბა მოჰქონდა. და საერთოდ, ჩვენ ხომ იმდენი ფული გვაქვს, რომ არ ვიცით სად წავიღოთ.ერთი საათის შემდეგ ჩემმა დედამთილმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ლელა დეიდა ჩვენს მოტყუებას ცდილობდა. დედამთილმა გვთხოვა, რომ მის ანგარიშზე ფული არ გადაგვერიცხა. მათ საჭმლის ფული ჰქონდათ.
ფული ლელა დეიდას ქურქის საყიდლად სჭირდებოდა. მას შემთხვევით წამოსცდა ჩემს დედამთილთან, რომ ქურქის ყიდვა უნდოდა. მან უკვე მოახერხა ნათესავებისგან გარკვეული თანხების გამორთმევა.აი, როგორ შეიძლება ასეთ ნათესავებთან ურთიერთობა? ჩვენ ბავშვები გვეცოდება. მაგრამ, რამდენ ხანს შეიძლება გრძელდებოდეს ეს? ლელა დეიდას სითავხედეს საზღვარი არ აქვს.