დედა ბავშვს აჭმევდა, სანამ ყავას სვამდა. ვერ მოვითმინე და ერთი კითხვა დავუსვი

0
2318

შეამჩნიეთ, როგორ შეიცვალა თანამედროვე სამყარო? ის, რაც ადრე უცნაური და წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, დღეს არავის აკვირვებს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი გახდა. მაგალითად, ადამიანებს შორის ურთიერთობა და აღქმა. Paparazzi საინტერესო დაკვირვებებს გიზიარებთ.

როგორ შეიცვალა სამყარო – ჩვენი სამყარო მუდმივად იცვლება. ამ ცვლილებებზე გავლენას თავად ვახდენთ. ზოგი ამას ენთუზიაზმით იღებს, ზოგს (მაგალითად, კონსერვატორებს) მსგავსი რამ არ მოსწონს. ეს ნორმალურია. ასეა თუ ისე, ცვლილებებზე შეწინააღმდეგება სისულელეა. ვთვლი, რომ ამ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია. ხშირად პრობლემა არა სამყაროს ცვლილებებში, არამედ ჩვენშია. ავიღოთ მაგალითად კლასიკური ისტორია.

ახალგაზრდა მეძუძური დედა კაფეში, ტერასაზე ზის და ბავშვს პირდაპირ ქუჩაში აჭმევს. ამას ღიად აკეთებს და არ ერიდება, არადა ცოტა ხნის წინ ეს საზოგადოებაში პირობითად აკრძალული იყო. თანამედროვე ხალხი სულელური სტერეოტიპების მოშორებას ცდილობს. რატომ უნდა მოძებნოს დედამ სპეციალური ადგილი ბავშვის გამოსაკვებად? საერთოდ რატომ ვთვლით არაბუნებრივად და აკრძალულად? ბავშვის ძუძუთი გამოკვება ნორმალურია. პატარა ბავშვებს დედის რძე მუდმივად სჭირდებათ. ბავშვი არ უნდა დაელოდოს, სანამ დედა ნახავს მოფარებულ ადგილს, სადაც არავინ დაინახავს.

ზოგადად, ქალები საზოგადოების მიერ თავსმოხვეული წესების ტყვეები ხშირად ხდებიან. მაგალითად, რას ფიქრობთ ფეხის გაპარსვაზე? ადრე ითვლებოდა, რომ ქალმა ეს უნდა გააკეთოს, რადგან სხვაგვარად არ შეიძლება. დღეს ყველა ქალს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა საშხაპეში საპარსით შეაიარაღდეს. თუ სანაპიროზე თმიანი ფეხის მქონე ლამაზმანს დაინახავთ, უბრალოდ მიიღეთ. ეს კონკრეტული ადამიანის არჩევანია და მისი გაკიცხვის უფლება არავის აქვს!

ცვლილებები თანამედროვე სამყაროში – ღირს იმის თქმა, რომ ქალებმა და კაცებმა ისწავლეს კაფესა თუ რესტორანში ანგარიშის გაყოფა? სამწუხაროდ, მსგავსი რამ ბევრს დღემდე უკვირს. ადრე ითვლებოდა, რომ სადილი ან ვახშამი მხოლოდ ჯენტლმენმა უნდა გადაიხადოს. საბედნიეროდ, ახლა ხალხი ლოგიკით და საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობს და სულელურ სტერეოტიპებს ყურადღებას არ აქცევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცს ანგარიშის გადახდა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, შეუძლია! მთავარი ცვლილება ისაა, რომ ხალხი ამ საკითხს ღიად განიხილავს. გარდა ამისა, გავიგეთ, რას ნიშნავს პირადი საზღვრები და როგორ დავიცვათ. აქ „არას“ თქმის უნარი შეგვიძლია დავამატოთ. ჩვენთვის შეუფერებელ მომსახურებაზე უარის თქმა ვისწავლეთ. ცუდ სერვისს აღარ ვითმენთ, არამედ პირდაპირ ვამბობთ, შესაბამის შეფასებას ვწერთ. ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ძალიან მარტივად მუშაობს. ცუდი, მაგრამ სამართლიანი შეფასება დადებითი ცვლილებისთვის სტიმული შეიძლება გახდეს.

ხალხს აღარ რცხვენია, რომ რაღაც შეიძლება არ იცოდეს. საჭირო არაა, რომ სხვებს თავი ჭკვიანად მოაჩვენოთ. სამყარო განსხვავებული გახდა. ერთმანეთს ვასწავლით იმას, რაც ადრე უცნობი გვეჩვენებოდა. რაც მთავარია, შეცდომების დაშვება აღარ გვაშინებს. მიხარია, რომ ქალები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს აღარ ელოდებიან. მარტივად შეუძლია, რომ მამაკაცი პაემანზე დაპატიჟოს, მიწეროს და არ დაელოდოს, სანამ ამას მამაკაცი გაბედავს. გაბედული მოქმედება ქალებს უხდებათ!

ყველა განსხვავებულია – საკუთარი თავის და სხეულის მიღება ჩვენი სამყაროს ტოტალური ცვლილებებისკენ გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია. არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ესა თუ ის კომპლექსი არ ტანჯავს. როგორც წესი, ასეთი განცდების მწვერვალი მოზარდობის პერიოდზე მოდის. თანამედროვე მოზარდი სულ სხვა ინფორმაციას იღებს. ზრდასრულები სხვა კუთხიდან საკუთარი თავის დანახვას ახლა სწავლობენ. ასე ერთიც და მეორეც საკუთარ თავს ისეთს იღებს, როგორიც არის. ამ ძირეული გაგების გარეშე ნამდვილად ბედნიერი ვერ გახდებით.

ზემოთქმულის შეჯამებით ერთ შეჭმარიტებამდე მივდივართ. უბრალო იყავით, შინაგან ხმას მოუსმინეთ და სულელურ სტერეოტიპებს ყურადღება არ მიაქციოთ. აქ და ახლა მოშორება გაგიჭირდებათ, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ეს გვახარებს!