რვა წლით უფროსი ვიყავი, მაგრამ მე ეს არ მაღელვებდა. დრო გავიდა და მისთვის ბებერ ცოლად გადავიქეცი

4813

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ნანა მქვია. ოცდარვა წლის რომ ვიყავი, კოტე გავიცანი. ის მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო.მე ოცდარვა წლისა უკვე ორი შვილის დედა ვიყავი და ქმარს გაშორებული.მე და კოტე ერთ სართულზე ვცხოვრობდით, მაგრამ უბრალოდ ვესალმებოდით ერთმანეთს და მეტი არაფერი.

ერთხელ პრობლემა შემექმნა, სახლის კარს ვერ ვაღებდი, კლიტე გაიჭედა. მე მეჩქარებოდა და მინდოდა, რომ კარები რაც შეიძლება მალე გამეხსნა, რადგან ბავშვები სახლში მარტო იყვნენ. მე გამიტყდა გასაღები, რომელიც კლიტეში გაიჭედა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კოტე და დამეხმარა.10 წუთის შემდეგ უკვე სახლში ვიყავი. მინდოდა კოტესათვის მადლობა გადამეხადა და ჩაიზე დავპატიჟე, მაგრამ მან უარი მითხრა.

იმ შემთხვევის შემდეგ კოტეს სხვა თვალით შევხედე. მე ყოველთვის მომწონდა მამაკაცები, რომლებსაც ხელებით მუშაობა შეეძლოთ. ჩემი პირველი ქმარი ნათურის გამოცვლასაც კი ვერ ახერხებდა.ამის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, ხან სახლთან, ხან სადარბაზოში. ერთხელ ონკანი გამიფუჭდა. გვიან იყო და დასახმარებლად ჩემს მეზობელს მივმართე. მან სწრაფად შეაკეთა ონკანი და დამთანხმდა, რომ ჩვენთან ერთად ჩაის დალევდა.

კოტე ძალიან ძლიერი და მამაკაცური იყო, მეჩვენებოდა, რომ მას მარტივად შეეძლო ყველანაირი პრობლემის მოგვარება. მაშინ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ კოტე მხოლოდ 20 წლის იყო. რომ მცოდნოდა, რომ ამდენი წლით ჩემზე უმცროსი იყო, ვეცდებოდი, რომ არ შემყვარებოდა. თუმცა, არა მგონია, რომ ეს გამომივიდოდა.შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით. კოტემ ძალიან სწრაფად და მარტივად გამონახა საერთო ენა ჩემს შვილებთან.

მე კოტესთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მის გვერდით თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობდი. კოტე დიდი სიამოვნებით ატარებდა დროს ჩემთან და ჩემს შვილებთან. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი.6 თვის შემდეგ კოტემ ხელი მთხოვა. მე ვხედავდი, რომ ის ჩემზე პატარა იყო, მაგრამ მე მეგონა, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა არც ისე დიდი იქნებოდა.სიმართლე მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც კოტემ დედამისი გამაცნო.

გაცნობის დროს ლალი დეიდამ მკითხა :

  • ნანა, შენ თავს უხერხულად არ გრძნობ, რომ კოტე შენზე ბევრად პატარაა?მომერიდა მისთვის მეკითხა, რამდენი წლის იყო კოტე და ამიტომ ვუთხარი, რომ მე ის მიყვარდა და ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ მაღელვებდა.
  •  ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ 8 წლის სხვაობა არანაირ როლს არ თამაშობს?ეს რომ მოვისმინე, შოკში ჩავვარდი. მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ მე ვერც კი მივხვდი, რომ კოტე ჩემზე ამდენი წლით პატარა იყო. ამიტომ გაჩუმდი.საღამოს კოტეს ვესაუბრე.
  • დიახ, მე შენზე პატარა ვარ. ახლა შენ უკვე იცი, რამდენი წლის ვარ. და რა? ახლა უფრო ნაკლებად გიყვარვარ?

ცოტა ხანს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე, რომ კოტეზე ამის გამო უარს არ ვიტყოდი.

მოკლედ, ორი თვის შემდეგ კოტეს მეუღლე გავხდი. დედამთილთან ურთიერთობა ვერ ამეწყო. მან ვერ შეძლო იმ ფაქტის მიღება, რომ მისი ვაჟის ცოლი მასზე ბევრად უფროსია. და კიდევ, მას არ მოსწონდა, რომ მე ორი შვილი მყავდა და ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი. ახლა კი მისმა შვილმა სხვისი შვილები უნდა არჩინოს და გაზარდოს.კოტეს კარგი შემოსავალი ჰქონდა და ფულის პრობლემა ჩვენ არ გვქონია.წელიწადნახევრის შემდეგ გოგონა შემეძინა, რომელსაც ეკა დავარქვით.

ორი წლის შემდეგ, ახალი ბინა ვიყიდეთ.მე ვცდილობდი, რომ ძალიან მოვლილი ვყოფილიყავი, რათა არავინ მიხვედრილიყო, რომ ჩემს ქმარზე უფროსი ვარ.მერე შევნიშნე, რომ კოტე რაღაცნაირად სხვანაირად მექცეოდა. ის სახლში გვიან მოდიოდა, ხშირად სვამდა, ბევრ დროს ატარებდა თავის მეგობრებთან და არა თავის ოჯახთან.

მე კი მეუბნებოდა, რომ უბრალოდ სამსახურში გაჩერდა. შევნიშნე, რომ ნელ-ნელა სალაპარაკო თემებიც გამოგველია.შემდეგ კოტე მიზეზებს ეძებდა, ხან ჩემი თმის ფერი არ მოსწონდა, ხან ჩემი ნაყიდი კაბა. მერე მივხვდი, რომ კოტეს ჩემთან ერთად ქუჩაში გავლის რცხვენოდა. ის ხშირად მართავდა სკანდალს და მერე სახლიდან მიდიოდა.

ძალიან ვცდილობდი, რომ კარგი გარეგნობა შემენარჩუნებინა, მაგრამ ასაკს თავისი მიჰქონდა. 38 წლის ასაკში გოგონას ნამდვილად არ ვგავდი, კოტე კი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ლამაზი. ქალები მასზე ჭკუას კარგავდნენ, ბუზებივით ეწებებოდნენ.შედეგად, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყი, კოტემ საყვარელი გაიჩინა.

ვცდილობდი, ისე მოვქცეულიყავი, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თითქოს მე ვერაფერს ვამჩნევდი. ვიმედოვნებდი, რომ კოტე მალე დამშვიდდებოდა და მე და ჩემს შვილებს არ მიგვატოვებდა.მაგრამ… ასე არ მოხდა. მისმა საყვარელმა მისი თავი წამართვა. მალე ის ჩვენგან წავიდა. ჩვენ გავეყარეთ და ის თავის საყვარელზე დაქორწინდა.

ბავშვები მან არ დაივიწყა. ის ხშირად მოდის ჩვენთან, მაგრამ მარტო ბავშვებით არის დაკავებული. მე არანაირ ყურადღებას არ მაქცევს.აი, ასე დასრულდა ჩემი სიყვარულის ზღაპარი.

ახლა 45 წლის ვარ. ჩემი შვილები გაიზარდნენ. მე მესმის, რომ საერთოდ არ იყო საჭირო კოტესთან ურთიერთობის დაწყება. როდესაც ის 20 წლის იყო, მე კი 28-ის – ეს იყო ორი ახალგაზრდა ადამიანის კავშირი. და როდესაც კოტე იყო 30-ის, მე კი – 38-ის – ეს უკვე იყო ახალგაზრდა ქმარი და ბებერი ცოლი.

ჩვენს ქორწინებას მომავალი არ ჰქონდა. რა სამწუხაროა, რომ მე ეს ადრე არ მესმოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს