ჩემმა შეყვარებულმა ერთად ცხოვრება შემომთავაზა, მაგრამ მე ამის ძალიან მეშინია, რადგან შემოსავლებში ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს

0
585

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ანა მქვია. გიორგი კაფეში გავიცანი. ჩვენ ერთმანეთი მოგვეწონა და უკვე 6 თვეა ერთმანეთს ვხვდებით. ერთი კვირის წინ გიორგიმ ერთად ცხოვრება შემომთავაზა.გიორგი ძალიან მაღალფასიან ბინას ქირაობს. მე ჯერ არ დავთანხმდი მასთან გადასვლაზე.

საქმე ისაა, რომ ჩვენ შემოსავლებში ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს. გიორგისთან თუ გადავალ, ბინის ქირის ნახევარი მე უნდა გადავიხადო. მე კი ამდენი ფული არ მაქვს. მე არ ვარ მიჩვეული ვინმეს ხარჯზე ცხოვრებას, უბრალოდ, მე ასეთი ადამიანი არ ვარ.

როდესაც უბრალოდ ვხვდებოდით ერთმანეთს, ყველგან და ყველაფერს სანახევროდ ვიხდიდით. ყველაფერი ნორმალურად იყო. არავის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.მას შემდეგ, რაც გიორგიმ თავისთან გადასვლა შემომთავაზა, მუდმივად იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენ განსხვავებული დონის შემოსავალი გვაქვს. ამ თემაზე მასთან ჯერ არ მისაუბრია.მე ვმუშაობ და ვსწავლობ. ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. მშობლები თითქმის არ მეხმარებიან.

გიორგის ფულთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს. მას საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს. ის მდიდარი არ არის, მაგრამ არ არის მიჩვეული დაზოგვას.უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. გიორგის დაკარგვა არ მინდა, მაგრამ როგორ ავუხსნა მას, რომ მასთან ერთად ბინის ქირის გადახდას ვერ შევძლებ?

ძალიან მეშინია იმის, რომ თუ მასთან გადასვლას არ დავთანხმდები, გიორგი უბრალოდ იფიქრებს, რომ მე ის გამოვიყენე.