თავიდან გიორგის დიდი ოჯახი უნდოდა, მაგრამ მეხუთე ბავშვის დაბადების შემდეგ გადაიფიქრა

0
602

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.

გიორგიმ და თამუნამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ორივე სტუდენტები იყვნენ. მათ მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთი. ისინი ოცნებობდნენ იმ დროზე, როდესაც სწავლას დაამთავრებდნენ და დაქორწინდებოდნენ. და კიდევ, ორივე იმაზე ოცნებობდა, რომ მათ ოჯახში ბევრი ბავშვი ყოფილიყო.

გიორგი და თამუნა ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაქორწინდნენ. ცხოვრობდნენ სახლში, რომლის საყიდლადაც ბანკიდან საკმაოდ დიდი კრედიტი აიღეს.

ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ პირველი შვილი შეეძინათ. ფეხმძიმობამაც და მშობიარობამაც ძალიან მარტივად ჩაიარა. თამუნა და გიორგი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როდესაც მათი გოგონა დაიბადა. ძალიან ბევრი დედა მშობიარობის შემდეგ დეპრესიაში ვარდება, თამუნა კი პირიქით – ენერგიით სავსე იყო. მისი ოცნება ასრულდა.

გიორგი მუშაობდა და კარგი შემოსავალი ჰქონდა. ყველა მეგობარი და ნაცნობი აღფრთოვანებული იყო მათი წყვილით.

მერე თამუნამ ერთი მეორის მიყოლებით, კიდევ ორი შვილი გააჩინა. შემდეგ მოხდა ასეთი რამ: მშობლებმა შენიშნეს, რომ მათი შვილები ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცეოდნენ.

ისინი ცოტას ურთიერთობდნენ სხვა ბავშვებთან, არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ საზოგადოებაში და არ შეეძლოთ საკუთარი ემოციების გამოხატვა. სიტუაციის გამოსასწორებლად, საჭირო გახდა სპეციალისტებთან მიმართვა. ამასობაში, თამუნას ტყუპები ეყოლა.

და სწორედ ასეთ, მთელი ოჯახისთვის რთულ მომენტში გიორგი სასმელს მიეძალა. ის ხშირად სახლში არ მოდიოდა ღამის გასათევად.

ასე გავიდა ერთი წელი, შემდეგ კი გიორგიმ გამოაცხადა, რომ სხვა ქალი შეუყვარდა და ოჯახიდან მიდიოდა. მან თავის ცოლსა და შვილებს ბინა დაუტოვა.

ეს არ მოეწონა გიორგის ახალ ცოლს. არც ის მოეწონა, რომ გიორგი შვილებს ასეთ კარგ ალიმენტს უხდიდა. მან გიორგის დააძალა, რომ ბინიდან წილი მოეთხოვა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მეორე ცოლი, გიორგის ბავშვებთან ურთიერთობას უკრძალავს.

თამუნამ მუშაობა დაიწყო და თვლის, რომ მას ძალიან გაუმართლა.

ცხოვრებაში ასეც ხდება ხოლმე: ჯერ ყველაფერი კარგად იყო, ბავშვებს აჩენდნენ, შემდეგ კი ქმარმა გადაიფიქრა და ცოლი მიატოვა, პატარა ბავშვებთან ერთად. თამუნას ძალიან უჭირს.

მან უკვე ბევრჯერ ინანა, რომ ამდენი შვილი გააჩინა. მათ ხომ ფეხზე დაყენება სჭირდებათ, ამის მატო გაკეთება კი ძალიან რთულია.