დაჯერება გაგვიჭირდა, როდესაც გავიგეთ, რომ მეხუთე შვილი გაგვიჩნდებოდა 

0
485

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვება.მე ლევანი მქვია. მე და ჩემს ცოლს უკვე ოთხი შვილი გვყავს.როდესაც მე და ელენე დავქორწინდით, ძალიან გვინდოდა შვილი. მე მქონდა ოროთახიანი ბინა, სადაც გადავედით საცხოვრებლად დაქორწინების შემდეგ. ქორწილიდან 6 თვის შემდეგ, ელენემ სასიხარულო ამბავი შემატყობინა. ის ფეხმძიმედ იყო.

დიდი ხნის ნანატრის ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩემი ელენე ძალიან კარგი მეუღლე და შესანიშნავი დედა იყო.სამი წლის შემდეგ ელენე ისევ დაორსულდა. მან ვაჟი გააჩინა. ორ ბავშვთან ერთად უფრო რთული იყო, ვიდრე ერთთან, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებოდით. თუმცა, სახლის საქმეების რაღაც გარკვეული ნაწილის საკუთარ თავზე აღება მომიწია. სამსახურში საქმეები გაუარესდა. ხელფასი შემიმცირდა, ხარჯები კი გაიზარდა.

ჩვენი ოჯახისთვის ჩემი ოროთახიანი ბინაც კი პატარა აღმოჩნდა, მაგრამ ახალი ბინის ყიდვაზე არც კი გვიოცნებია.და აი, ჩემმა მეუღლემ ისევ განსაცვიფრებელი სიახლე შემატყობინა: ის ისევ ფეხმძიმედ იყო. მე ამას არანაირად არ ველოდი, რადგან ჩვენ თავს ვიცავდით. იქნებ, მას აბის დროულად მიღება დაავიწყდა? არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ცოლს აბორტის გაკეთება ვთხოვე, მაგრამ მან უარი მითხრა. უფრო მეტიც, დამადანაშაულა, რომ ბავშვი არ მინდოდა.

საერთოდ დავიშოკეთ მაშინ, როდესაც გავიგეთ, რომ ჩემი ცოლი ტყუპებს ელოდებოდა. მალე ჩვენი ტყუპები დაიბადნენ. ახლა ფული უკვე საერთოდ არაფერში აღარ გვყოფნიდა. უმკაცრესი ეკონომიის რეჟიმში დავიწყეთ ცხოვრება. ზაფხულში ზღვაზე აღარ მივდიოდით დასასვენებლად და კიდევ, ძალიან იშვიათად ვეპატიჟებოდით ჩვენთან ჩვენს მეგობრებს.

მუდმივად ვეძებდი სხვადასხვა გზებს ოჯახისათვის ცოტაოდენი ფულის საშოვნელად. ამის გამო საშინლად ვიღლებოდი.ტყუპები რომ წამოიზარდნენ, საბავშვო ბაღში მივიყვანეთ. ცოტა გაგვიადვილდა, მაგრამ დიდი ხნით არა. ცოლმა ახალი ორსულობის შესახებ შემატყობინა. ეს რომ გავიგე, უბრალოდ დავმუნჯდი.ჩემს ცოლს მშვენივრად ესმოდა, რომ მეხუთე შვილის რჩენა ძალიან გაგვიჭირდებოდა, ამიტომ ის თავად წავიდა საავადმყოფოში აბორტის გასაკეთებლად. მაგრამ, ექიმებმა აუხსნეს, რომ მისთვის აბორტის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან უკუჩვენებები არსებობდა.

ასე რომ, მალე მეხუთედ გავხდები მამა! გადავწყვიტე სტერილიზაცია ჩავიტარო, სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ.ახლა უკვე სამ სამსახურში ვმუშაობ, რათა არაფერი მოვაკლო ჩემს ოჯახს.გულწრფელად გეტყვით: ეს ძალიან რთულია და ამას ყველა ვერ შესძლებს.სახლში ისეთი დაღლილი მოვდივარ, რომ ფეხზე ძლივ ვდგავარ, მაგრამ როდესაც ჩემი შვილები მეხვევიან და მკოცნიან, ყველაფერი მავიწყდება.

შესანიშნავი შვილები მყავს: ზრდილობიანები, კეთილები, ჭკვიანები და ძალიან მეგობრულები.მე მამაკაცი ვარ, მამა. ეს ნიშნავს, რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემი შვილებისთვის: ფულიც უნდა გამოვიმუშაო და უნდა დავიცვა კიდეც ისინი.ბავშვის გაჩენა რთული არ არის. ეს ნებისმიერს შეუძლია. მათი გაზრდა და ღირსეულ ადამიანებად აღზრდა – ეს არის ის, რის გაკეთებაც ბევრად უფრო რთულია. თუმცა, მე ძალიან ვეცდები.