ეს გოგოები პლასტიკურმა ქირურგმა იშვილა. 10 წლის ასაკში პირველი ოპერაცია გადაიტანეს

0
393

თუ თქვენი მამა მეხანძრეა, შეგიძლიათ სახანძრო მანქანაზე პრაქტიკა გაიაროთ, თუ ნაყინის გამყიდველია, გემრიელი დესერტით პირის ჩატკბარუნებას შეძლებთ. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორც ცხოვრობდნენ გოგოები, რომლებიც პლასტიკურმა ქირურგმა იშვილა.

შარმი და ბრიტანი ნიკოლებმა საკუთარ თავზე თითქმის ყველაფერი გამოცადეს: რინოპლასტიკა, წარბების და შუბლის აწევა, ლიპოსაქცია, ბოტოქსის ინექცია და მკერდის გადიდებაც კი. ყველა ამ ოპერაციას თავად აღმზრდელი მამა, მაიკლი აკეთებდა. პროცედურების უმეტესობა დაბადების დღის საჩუქარი იყო.

შარმი 10 წლის იყო, როცა მამას თხოვნით პირველად მიმართა. მაშინ მას გამობერილი ჭიპის გასწორება სურდა. 8 წლის შემდეგ მამის წინაშე პირველად ბოლომდე გაშიშვლდა – ქირურგმა გოგონას ერთი ზომით მკერდი გაუდიდა.

აღმზრდელი დედა გოგოებს მოუწოდებდა, რომ პლასტიკური ქირურგია არ გამოეყენებინათ და ბუნებრივი სილამაზის დაფასება ესწავლათ. შარმი და ბრიტანი თვეში ერთხელ მაინც საკუთარი სხეულის „სრულყოფილებას“ მიეჩვივნენ და ყოველ ჯერზე დედას ნებართვის გაცემას ევედრებოდნენ.

როცა საზოგადოებამ ნიკოლის ოჯახის შესახებ შეიტყო, გოგონებს კრიტიკოსები თავს დაესხნენ. მიუხედავად ამისა, ლამაზმანები თავიან სიმართლეში დარწმუნებულნი არიან. „მსოფლიოში ბევრი ბოროტი და შურიანი ადამიანია. უნდა გესმოდეთ, რომ არავინ არ ზრუნავს ჩვენზე ისე, როგორც მამა“ – ამბობს ბრიტანი.

„რთულია იმის უარყოფა, რომ თანამედროვე სამყაროში გარეგნობა თითქმის პირველ ადგილას დგას. სამოდელო სააგენტოებში უპირატესობას ყველაზე ლამაზს ანიჭებენ, ჩვენი სამყარო ასეა მოწყობილი…“ – თვლის შარმი.

გოგონები კრიტიკოსებს ახსენებენ, რომ პლასტიკურ ქირურგიაზე ნებაყოფლობით დათანხმდნენ, რადგან თავდაპირველ გარეგნობასთან შეგუება არ სურდათ. უდავოდ, ცხვირის კორექცია არაფერია, მაგრამ მაიკლი მკერდის გადიდების ოპერაციით შორს წავიდა…

შარმი ჰყვება, თუ მამის წინაშე გაშიშვლება როგორ გაბედა. „მე მისი ქალიშვილი ვარ და ჯერ კიდევ ბავშვობაში შიშველს მხედავდა. ამასთან, ყოველ წლიურად მკერდის იმდენ ოპერაციას აკეთებს, რომ მისთვის ეს უბრალო ნივთია.“

როცა ნათესავები პლასტიკის სფეროში მუშაობენ, სხეულის ფორმების კორექციის ცდუნებას რთულია გაუძლო.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი