სასარგებლო ჩაის პაკეტი შემოსასვლელ კართან არა მხოლოდ ცხელი არომატული სასმელის მოყვარულებს მოეწონება. გამოყენებული პაკეტი მაშინვე ნაგავში არ მოისროლოთ. სახლში ნამდვილად გამოგადგებათ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ჩაის პაკეტი. საინტერესო ხრიკი ექსპერიმენტების მოყვარულთათვის.
სასარგებლო ჩაი პაკეტში – იცით, რომ ჩაის პაკეტი შეგიძლიათ გაყოთ? როგორც წესი, მყიდველი ამას ყურადღებას არ აქცევს და მთელ პაკეტს ფინჯანში დებს. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი აერთიანებს ამ ორ ტომარას, რომელშიც ჩაია ჩაყრილი. ადვილად შეგიძლიათ გაწყვიტოთ და ცალ–ცალკე გამოიყენოთ. ეკონომიური გამოდის.
განმეორებითი გამოყენება – სად წავიღოთ ჩაის პაკეტი, რომელსაც ჩაის დასაყენებლად ნამდვილად აღარ გამოვიყენებთ? გადავყაროთ? კარგი აზრი არაა. სახლში ჩაის პაკეტის გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს და უნდა ითქვას, რომ საქმეს წარმატებით ართმევს. ჩაის პაკეტი ხელნაკეთ არომატიზატორად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის პაკეტი თეფშზე დადეთ და გახმობას დაელოდეთ. ამის შემდეგ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი დააწვეთეთ და მზადაა. სასიამოვნო არომატი დიდხანს დარჩება.
სხვადასხვა მავნებელთან ბრძოლა – სასარგებლო ჩაი პაკეტში ოთახის მცენარეს თავხედი ცხოველისგან დაიცავს. ზოგჯერ კუდიანებს ყვავილების ქოთნებში მიწის ამოთხრა უყვართ. ჩაის პაკეტები დარტყმას საკუთარ თავზე აიღებს. უმჯობესია, რომ პიტნის ჩაი გამოიყენოთ. კატას მისი არომატი არ მოეწონება. ახალი შეფუთვა შეიძინეთ. გემრიელი და ძვირადღირებული ჩაი აუცილებელი არაა. მხოლოდ პიტნის არომატი გვჭირდება. ჩაი მოადუღეთ, საჭირო რაოდენობის პაკეტები გამოიყენეთ. სველი პაკეტები ქოთანში ჩადეთ. გაითვალისწინეთ, რომ ჩაის პაკეტები ოდნავ უნდა შეგრილდეს, რომ მცენარეს და ცხოველს ზიანი არ მიაყენოს.
ქინქლების მოსაშორებლად ჩაის პაკეტები სამზარეულოს თაროებზე დააწყვეთ. პატარა თასში ჩადეთ და პაკეტების გაშრობის მიხედვით გამოცვალეთ. ეს აუცილებელია, რომ ჩაის არომატი არ დაიკარგოს. გარდა ამისა, მშრალი ჩაის პაკეტები ქიმიური არომატიზატორის შესანიშნავი ალტერნატივაა. ჭუჭყიანი ფეხსაცმლის სუნს, მაცივრის ან სანაგვე ურნის უსიამოვნო სუნს აქრობს.
ეკონომიური არომატიზატორი – სველი ჩაის პაკეტები ხელიდან თევზის სუნს მოგაშორებთ. დავუშვათ, ვახშმისთვის თევზი გაწმინდეთ. დანა, საჭრელი დაფა და ხელები ცოტა ხნით „სუნიანი“ დარჩება. ყველა ზედაპირი თბილი ჩაის პაკეტით გაწმინდეთ და პრობლემა მოგვარდება.
აგარაკის ან ნაკვეთის მფლობელმა უნდა იცოდეს, რომ ჩაის პაკეტები მიწისთვის სასარგებლოა. შესანიშნავი სასუქია, ასევე კომპოსტის მომზადებას აჩქარებს. საკმარისია, რომ გამოყენებული ტომრები საჭირო ადგილას ჩამარხოთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ჩაი მიწას უფრო მჟავეს ხდის. თუ იცით, რომ რომელიმე მცენარეს არ მოეწონება, სასარგებლო ჩაი პაკეტში ფრთხილად გამოიყენეთ.
ჩაის პაკეტი სახლის გენერალური დალაგების დროს დაგეხმარებათ. მინის და ხის ზედაპირზე ჭუჭყს ეფექტურად უმკლავდება. ქვაბს ან ტაფას ჩამჯდარ ცხიმს მარტივად მოაშორებთ. მოკლედ, ექსპერიმენტებისთვის საკმარისი ადგილია.