რამდენიმე რჩევა ქალებისგან, რომლებიც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებიან

0
382

ზოგიერთი ქალი სახლიდან გასვლისას კინოვარსკვლავს ჰგავს და მოვლილ იერს გვიან საღამომდე ინარჩუნებს. მისი ვარცხნილობა მთელი დღე ძლებს, ხოლო მაკიაჟი ყველაფრის მიუხედავად იდეალურია. საინტერესოა, ეს ნამდვილად შესაძლებელია და თუ არსებობს ამის სწავლის მეთოდი. Paparazzi ამ მუდამ იდეალური ქალების საიდუმლოებებს გიზიარებთ.

მოვლილი იერი – რამდენიმე ქალი გამოვკითხეთ და ერთი და იგივე პასუხები მივიღეთ. როგორც ჩანს, საიდუმლო აშკარაა ან ჯადოქრობას აქვს ადგილი. ყველა ჩამოთვლილი უკვე იცით. ხრიკი მხოლოდ იმაშია, რომ, ალბათ, წესებს ყოველთვის არ იცავთ. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.

ხელები შორს – ზოგჯერ ისე ხდება, რომ დილით თმას ივარცხნით, მაკიაჟს იკეთებთ, თქვენი სილამაზით აღფრთოვანებული ხართ, მაგრამ უკვე სადილზე ხედავთ, რომ ყველაფერი წაიშალა. ამის ასაცილებლად მთავარი წესი დაიცავით, ხელებით არაფერს შეეხოთ. თმა დაივარცხნეთ, ლაქით დააფიქსირეთ და დღის ბოლომდე ხელი არ ახლოთ. ყოველი შემოწმება ვარცხნილობას შლის, თმას ჭუჭყიანს და ცხიმიანს ხდის. იგივე სახეს ეხება. თვალებს ხელებით ნუ ისრესთ, ლოყებით ხელებს არ დაეყრდნოთ, პირზე ხელი არ აიფაროთ. ასე არა მხოლოდ მაკიაჟი გაფუჭდება, არამედ გამონაყარი გაჩნდება. გჭირდებათ? არა, ამიტომ თმას და სახეს ხელები მოაშორეთ.

ოპტიმალური რიტმი – ინდივიდუალური კანონზომიერება უნდა იპოვოთ და დაიცვათ. თუ იცით, რომ თმა დაბანიდან ორი დღე კარგად გამოიყურება, ამ სიხშირით დაიბანეთ. სასწაულის იმედი არ გქონდეთ. რუტინა შეადგინეთ და დაიცავით. იგივე მანიკურს ეხება. თუ მხოლოდ 2 კვირა უნდა გაძლოს, უფრო დიდხანს გაძლების იმედი არ გქონდეთ. მოვლილი იერი არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ ტანსაცმელია. საყელოზე ტონალურის კვალს დააკვირდით, განაცრისფერებული თეთრი მაისური ვერ დაგამშვენებთ. ტანსაცმლის გარეგნობაზე იზრუნეთ. ეს წარმატების ერთ–ერთი საიდუმლოა.

სწორი მაკიაჟი – სწორი მაკიაჟის წესები ტყუილად არ არსებობს. თუ ფიქრობთ, რა აზრი აქვს ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. სწორი ბაზის გარეშე მაკიაჟი რამდენიმე საათში მოგშორდებათ. თუ მაკიაჟის ტარება გსურთ, ეს სწორად გააკეთეთ.

ყველაფერი ახალი – რა თქმა უნდა, პუდრის წასმით მაკიაჟის გამოსწორება შეგიძლიათ სცადოთ. ოღონდ ამას აზრი არ აქვს. თუ ხედავთ, რომ მაკიაჟი კარგად არ გამოიყურება, მაგრამ კიდევ უნდა იბრწყინოთ, ერთი ხრიკი სცადეთ. სარკესთან მიდით, ცხვირზე, შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე მაკიაჟი ფრთხილად მოიშორეთ, თვალებს არ შეეხოთ. ამის შემდეგ კრემი და მაკიაჟის ახალი ფენა წაისვით.

მოვლილი იერი – კიდევ ერთი წესი, მაკიაჟი ძილის წინ მოიშორეთ. არ იზარმაცოთ, მიცერალური წყალი გამოიყენეთ, შემდეგ სახე დაიბანეთ. დააკვირდით, რომ არაფერი დარჩეს. შრატის ან ღამის კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ. აქ, რეგულარულობა მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღე საკმარისია, რომ სახე გამოშრეს. მასზე კოსმეტიკა კარგად ვერ გაძლებს.

შეჯამებით ვიღებთ მთავარ წესს – არ იზარმაცოთ. და მაინც, ვფიქრობთ, ქალს ნამდვილად ლამაზს მაკიაჟი არ ხდის. საკმარისი ძილი, სრულფასოვანი კვება და რეგულარული დასვენება უფრო მნიშვნელოვანია. ამის გარეშე მაკიაჟი ვერ დაგეხმარებათ. აუცილებელი არაა, რომ ყოველთვის ვარსკვლავივით გამოიყურებოდეთ. სილამაზის სტანდარტები იცვლება, მაგრამ ჯანსაღი იერი ყოველთვის მოდაშია!