ჩემი დედამთილი თავის შვილიშვილს უვლის, მაგრამ მე არ მესმის, რატომ მიაქვს მას მაცივრიდან მთელი ჩვენი საჭმელი 

0
13437

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ანა მქვია. 5 წლის წინ კარგი ბიჭი გავიცანი და მას ცოლად გავყევი.სამი წლის წინ დედა გავხდი. როდსაც გიორგი წამოიზარდა, ერთი დიდი პრობლემის წინაშე დავდექით: ჩვენთვის არ აღმოჩნდა ადგილი საბავშვო ბაღში.

ჩვენი ქალაქი ძალიან დიდი არ არის, საბავშვო ბაღები ცოტაა, პატარა ბავშვები კი – ძალიან ბევრი. ნაცნობები ჩვენ არ გვყავდა და ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი ვეცადე, მაგრამ გიორგი ბაღში ვერ მივიყვანე.არც მე და არც ჩემს ქმარს დიდი ხელფასი არ გვაქვს და ამიტომ, ძიძის მოწვევაზე საუბარიც კი არ გვქონია. მე უკვე სამსახურში უნდა გავსულიყავი, მაგრამ ბავშვი ვისთან დამეტოვებინა არ ვიცოდი.

მე და ჩემმა ქმარმა უბრალოდ არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. დახმარება დედამთილმა შემოგვთავაზა. ის თანახმა იყო შვილიშვილისთვის მიეხედა.თავიდან ყველაფერი კარგად იყო: დედამთილი დილით მოდიოდა და საღამოს მიდიოდა, როდესაც მე ან ჩემი ქმარი ვბრუნდებოდით სამსახურიდან.საჭმელს ყოველთვის მე ვამზადებდი, რათა ჩემი დედამთილი არ შემეწუხებინა და მას იმის საშუალება ჰქონოდა, რომ სულ ბავშვთან ყოფილიყო.

ასე გავიდა 5 თვე. მადლიერების ნიშნად ჩემს დედამთილს ძალიან ლამაზე ჩექმა ვაჩუქე.მერე კი რაღაც უცნაური რაღაცები ხდებოდა. ჩვეულებრივ, საჭმელს 2 – 3 დღისთვის ვამზადებ. ეს იმის საშუალებას მაძლევს, რომ კვირაში რამდენიმე საღამო მაინც დავისვენო.თავიდან შევნიშნე, რომ ჩემი დედამთილი წასაღებად ძეხვსა და ყველს იჭრიდა, მაგრამ ამის გამო სკანდალი არ გამიმართავს. მაგრამ შემდეგ, ჩემი დედამთილი უბრალოდ გათავხედდა: ის ჩვენთან საკუთარი კონტეინერებით მოდიოდა და საჭმელი ჩვენი მაცივრიდან მიჰქონდა.

თავიდან ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ჩვენ საერთოდ ვახშმის გარეშე ვრჩებოდით, რადგან დედამთილს მაცივრიდან ყველაფერი თავისთვის მიჰქონდა, მე კი მეგონა, რომ მაცივარში საჭმელი გვქონდა და არაფერს ვყიდულობდი.როდესაც დედამთილს ვკითხე, თუ ასე რატომ იქცეოდა, მან მითხრა, რომ მე ძალიან გემრიელად ვამზადებ, მას კი ასე არ შეუძლია. მითხრა ეს და სახლში წავიდა.საერთოდ არ მესმის, რატომ მიაქვს ამდენი საჭმელი? ის ხომ მარტო ამდენს ვერ შეჭამს!

ცოტა ხნის წინ ჩემმა დედამთილმა მაცივრიდან ყველანაირი რძის პროდუქტი წაიღო, რომელიც ერთი კვირისთვის მქონდა ნაყიდი: მაწონიც, რძეც და არაჟანიც.ძალიან გავბრაზდი! ჩვენ ისედაც ძალიან ცოტა ფული გვაქვს და ყველაფერზე დაზოგვა გვიწევს.სკოლამდე კიდევ ორი წელია. ნუთუ რამის მოფიქრება არ შეიძლება?როგორ ავუხსნა დედამთილს ისე, რომ მას არ ეწყინოს და უარი არ გვითხრას ბავშვთან დარჩენაზე?

არ ვიცი, როგორ მოვაგვარო ეს სიტუაცია.