ვაშლის კანი არასდროს მომწონდა, თუმცა ვიცი, რომ მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის. ჭამამდე ვაშლს ხშირად ვთლი, ხოლო ქერქს უბრალოდ ვაგდებ. ახლახანს გავიგე, რომ ვაშლის ქერქი შეგიძლიათ გონივრულად გამოიყენოთ. თან არა მხოლოდ ის, არამედ ვაშლის შუაგულიც. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ვაშლის ქერქი და შუაგული.
ვაშლის ქერქი – ბრძენმა გამოცდილმა დიასახლისებმა იციან: სამზარეულოში ყველაფერი გამოგადგებათ. ამ წესის დაცვას ახლა ვსწავლობ. ნებისმიერი საკვები ნარჩენის გამოყენება შრომატევადია, თან ყოველთვის არ ვიცით, რა გავაკეთოთ. საბედნიეროდ ვაშლის ქერქის და შუაგულის გამოყენების მეთოდი უკვე მოიფიქრეს. მათგან ვაშლის ძმარი შეგიძლიათ გააკეთოთ. ასევე ვაშლის ქერქი კომპოსტს და მორსის შეგიძლიათ დაუმატოთ. ნაყენსაც აკეთებენ. უჩვეულო გამოყენება: ქვაბის და ტაფის გაწმენდა ვაშლის ქერქით. როგორ გააკეთოთ, ამას სტატიის ბოლოში გიამბობთ. მანამდე ვაშლის ძმრის მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.
ინგრედიენტები:
- 6 დიდი ვაშლი
- 2 ს/კ შაქარი
- 450 მლ წყალი
მომზადების წესი:
- ვაშლი გათალეთ. შუაგული მოაშორეთ. თავად რბილობი შარლოტას მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ვაშლის ნარჩენი ლიტრიან ქილაში მოათავსეთ. ქილის ¾ მოცულობას უნდა იკავებდეს.
- წყალი და შაქარი დაუმატეთ. წყალი ვაშლის ქერქს და შუაგულს ბოლომდე უნდა ფარავდეს. ინგრედიენტებს აურიეთ.
- ქილას ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ და რეზინით დააფიქსირეთ. 2 კვირა სითბოში გააჩერეთ. ამ დროში ზედაპირზე ბუშტები გაჩნდება, რომელიც დუღილის დამახასიათებელ ხმას გამოსცემს.
- სითხე მარლაში გადაწურეთ. ეს ორჯერ გააკეთეთ. მიღებული სითხე ქილაში ჩაასხით, ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ და კიდევ 2–3 კვირით სითბოში გააჩერეთ.
- ასეთი ძმარი პროცესში მღვრიე შეიძლება გახდეს. ეს ნორმალურია. კვირაში ერთხელ გასინჯეთ, რომ მიხვდეთ, როგორ იცვლება გემო. დუღილის პროცესის გაჩერება ყოველთვის შეგიძლიათ. ამისთვის ძმარი ახალ სტერილურ ქილაში გადაასხით და რკინის თავსახური დაახურეთ. ასეთი პროდუქტი მაცივარში უნდა შეინახოთ. მზადაა!
როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ქერქი საოჯახო საქმეში – ვაშლის ნარჩენი ძმრის მსგავს მჟავას შეიცავს, ამიტომ ალუმინის ზედაპირიდან ნამწვისა და ცხიმის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტაფა და ქვაბი რომ გააპრიალოთ, ასე მოიქეცით. ქერქი მოათავსეთ ჭურჭელში, რომლის გაწმენდაც გსურთ. წყალი დაასხით და ქურაზე დადგით. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და 30 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ სრულად გააგრილეთ და ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. მზადაა!
ვაშლის ქერქით შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივი და ნოყიერი სასუქი ოთახის მცენარეებისთვის. ვაშლის ქერქს და შუაგულს თბილი წყალი დაასხით და სითხე 1-2 დღე დააყენეთ. ამ დროში რამდენჯერმე აურიეთ. სითხე გადაწურეთ და მცენარე კვირაში 1–2–ჯერ მორწყეთ.