ოჯახის მხარდაჭერა თითოეული ადამიანის ერთ–ერთი მოვალეობაა. ვისგან უნდა ველოდოთ დახმარებას, თუ არა ყველაზე ახლობლისგან? ზოგჯერ ნათესავები ამას თავხედურად იყენებენ. ასე მოხდა მირანდას ცხოვრებაში, რომელსაც დედაზე ზრუნვა სურდა, მაგრამ ის მაინც უკმაყოფილოა. Paparazzi მირანდას ნაამბობს გიზიარებთ.
ოჯახის მხარდაჭერა და დახმარება – „იმის მოსაყოლად, რაც ახლახანს მოხდა, ცოტა რამ ჩემს ოჯახზე უნდა გიამბოთ. ახლო ნათესავებიდან მხოლოდ დედა და უმცროსი ძმა მყავს. ნახევარ ძმასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ. ჩემზე 13 წლით უმცროსია. მამაჩემს დედა დიდი ხნის წინ გაშორდა და მეორედ გათხოვდა. ამ ქორწინებაში ჩემი ძმა, ანრი შეეძინა. უნდა ითქვას, რომ მამინაცვალი კარგად მექცეოდა, მასთან პრობლემა არ მქონია. ანრი მას და დედას უფრო უყვარდათ. ჩემთან მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ, ხოლო ანრის ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცხოვრებაში არ დამეხმარა. ძალიან ადრე თვითკმარი გავხდი და მივაღწიე ყველაფერს, რაც მსურდა. ახლა ოჯახი, საკუთარი ბიზნესი და ბინა მაქვს.
მე და ჩემმა მეუღლემ ნულიდან დავიწყეთ და რამდენიმე წელში საკუთარი სახლის ყიდვა შევძელით. ანრის ბინა მშობლებმა უყიდეს. დედა მარწმუნებდა, რომ ფულის დიდი ნაწილი მამინაცვალმა გადაიხადა, მაგრამ დაჯერება მიჭირდა. ამის შემდეგ ქორწილიც გადაუხადეს. ორი ბავშვი შეეძინათ. რძალი დეკრეტშია. ჩემი ძმაც სამსახურის დაწყებას არ ჩქარობს. ელოდება, რომ ნიჭისთვის ფულს გადაუხდიან. თუმცა ამისთვის არაფერს აკეთებს. რითი ცხოვრობენ? მშობლების ფულით, რა თქმა უნდა. ამას დახმარებას ვერც ვუწოდებ, რადგან მშობლები მის ოჯახს წლები არჩენენ. სანამ მამინაცვალი ცოცხალი იყო, მათ საქმეში არ ვერეოდი. 6 თვის წინ მამინაცვალი გარდაიცვალა და დედა მარტო დარჩა. მხოლოდ პენსიაზე საკუთარ და კიდევ ერთ ოჯახს ვერ არჩენ. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ მისთვის ყოველთვე გარკვეული თანხის მიცემა გადავწყვიტეთ.
დედის დახმარება – ვფიქრობ, ასე ჩემს წვლილს შევიტან და დავეხმარები ოჯახს, სადაც მხოლოდ დედა მყავს. მალე გავიგე, რომ დედა მთელ ფულს ანრის აძლევს. ეს არ მაწყობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელ პროდუქტებს თავად ვყიდულობ და კვირაში ერთხელ ვაწვდი. აი, გასულ შაბათს მივუტანე პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და რამდენიმე თბილი წინდა, რადგან სიცივეს უჩიოდა. მასთან ლაპარაკს შევყევი და ქოლგა დამრჩა. საღამოს მის სახლთან ჩავლა მომიწია და შევიარე. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი, როცა კარში ანრის შევეჯახე. დედის ბინიდან გამოდიოდა. ხელში ეჭირა პროდუქტების ჩანთა, რომელიც დილით დედას მივუტანე. ზემოდან თბილი წინდები იდო. ამ თემაზე ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვი, მაგრამ დედამ მხოლოდ გამკიცხა. მითხრა, რომ კარგი და რომ ვყოფილიყავი, ძმას დახმარებას შევთავაზებდი. არ მესმის, რატომ უნდა დავეხმარო ადამიანს, რომელსაც სამსახურის პოვნა და ოჯახის რჩენა არ შეუძლია. იქნებ მართალი არ ვარ, მაგრამ მათ ოჯახზე პასუხისმგებლობის აღება არ მსურს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. დედის მინდა დავეხმარო, მაგრამ ძმის დაფინანსებას არ ვაპირებ.“
მირანდა სინდისიერად იქცეოდა, როცა დედას ეხმარებოდა. მაგრამ დედამ მთელი ძალებით გადაწყვიტა ვაჟის მხარდაჭერა, რომელიც ცხოვრების შეცვლას არც ცდილობს. ვფიქრობთ, რომ და ვალდებული არაა ძმის სპონსპორი გახდეს. სწორედ ამიტომ, დედის ბრალდებები უსამართლოა.