ერთმა მესიჯმა კინაღამ ოჯახი დაგვინგრია

1835

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.

ძალიან მიყვარს გაღვიძება მაშინ, როდესაც კარგად გამოვიძინებ და არა მაღვიძარას ზარის გამო. რა სამწუხაროა, რომ ამის შესაძლებლობა ხშირად არ მაქვს. ხან სამსახურში ვარ წასასვლელი, ხან მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს.

დღეს გამიმართლა: მეც ვისვენებ და ჩემი ქმარიც.ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩემი ქმარი ძალიან ბევრს მუშაობს. ბოლო დროს ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხედავთ, ხან ის არის სამსახურში, ხან მე.სამაგიეროდ, როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით, ეს ძალიან გვიხაროდა. ზოგადად, ჩემი ქმარი ძალიან მოსიყვარულე, ნაზი და მომხიბვლელია.

მსუბუქი საუზმის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ქმარი გამენებივრებინა და სადილისთვის რაიმე ძალიან გემრიელი მომემზადებინა. გიორგის ძალიან უყვარდა გრილზე მომზადებული ძეხვი. ჩვენ სამზარეულოში თანამედროვე ტექნიკა გვაქვს და ამიტომ მომზადება – ერთი სიამოვნებაა.

ძეხვის მომზადების შემდეგ, გადავწყვიტე გიორგის საყვარელი შოკოლადის კექსების გამოცხობა. მე, ზოგადად, ძალიან მიყვარს ცხობა და ძალიან მომწონს, როდესაც სახლში ნამცხვრის სურნელი ტრიალებს. მგონია, რომ ამის გამო სახლში მეტი სიმყუდროვეა.ჩემი ქმარი ხშირად შემოდიოდა სამზარეულოში და ყოველთვის ერთი და იმავეს მეკითხებოდა: მალე მიირთმევდა თუ არა კექსს?

მერე სამზარეულოში ტელეფონი დარჩა. ამ დროს კი მესიჯი მოვიდა: “როდის მნახავ? სასწრაფოდ დალაპარაკება მჭირდება. გუშინ დაკავებული იყავი სამსახურში. მე ლოდინი აღარ შემიძლია”.

ამის წაკითხვის შემდეგ შოკში ვიყავი. მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა: მივხვდი, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. ამიტომაც მოდის სახლში ასე გვიან და ასეთი დაღლილი.ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ღალატს ვერ ვაპატიებდი.

  • ელენე, მალე დაამთავრებ? უბრალოდ ძალა აღარ მაქვს კექსს ველოდო, ძალიან მომენატრა!
  • არავითარი კექსი აღარ იქნება! მე აღარაფერს გამოვაცხობ!
  •  რა მოხდა? დილით ხომ ასე კარგად იყო ყველაფერი? – გაუკვირდა გიორგის.
  • მე ყველაფერი ვიცი.
  • რა მაგარია! რა იცი?
  • რა და, აი ეს! შემთხვევით ვნახე მესიჯი, რომელიც შენმა საყვარელმა გამოგიგზავნა. არ არის საჭირო რაიმეს უარყოფა. თან ისე ლამაზად ჩაგიწერია – “სიხარული ცხოვრებაში”. ჩემთვის ეს არასოდეს გიწოდებია!
  • და შენ მაშინვე დაასკვენი, რომ ის ჩემი საყვარელია?
  • სხვა ვინ უნდა იყოს?!

გიორგიმ ტელეფონი მოიტანა და მთლიანი მიმოწერის წაკითხვა მაიძულა. შემდეგ ამ ნომერზე დარეკა. ყურმილი მამაკაცმა აიღო.შემდეგ გიორგიმ მითხრა, რომ მას ჰყავს მეგობარი, რომელსაც პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს და დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ მის დახმარებას ცდილობს ჩემი გიორგი.

  • არასდროს მეგონა, რომ ჩემზე ასეთ რაღაცას იფიქრებდი! მე ხომ მიყვარხარ და ჩემს ფიქრებშიც კი აღ გიღალატებ! პირდაპირ უნდა გეკითხა ჩემთვის და რაღაცეები არ უნდა მოგეგონა! მე ძალიან ნაწყენი ვარ. ჩემი გულის მოლბობა მხოლოდ ჩემი საყვარელი კექსის დამატებით პორციას შეუძლია!
  • მაპატიე! გეთანხმები! ასე აღარ მოვიქცევი. კექსების სამ პორციას გამოვაცხობ!
  • შევთანხმდით! – მითხრა ქმარმა და მაკოცა.

მე ძალიან გამიმართლა. ჩემი გიორგი ძალიან ყურადღებიანი და ჭკვიანია! და… რაც მთავარია – ერთგული!!!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს