მამას ხომ ჰყავდა მანქანა? ასე რომ, ძმაო, მოდი მემკვიდრეობა მეგობრულად გავიყოთ

0
1990

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.ორი თვის უკან ჩვენს ოჯახში უბედურება დატრიალდა: მამაჩემი გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის შემდეგ, ჩემი და თავის სახლში დაბრუნდა, მე კი დედაჩემთან დავრჩი.

მერე მეც წამოვედი, მაგრამ ორი თვის შემდეგ ისევ დედაჩემთან ჩავედი. ეზოში ვიყავი, როდესაც ჩვენს სახლს ქალი და ახალგაზრდა გოგონა მოუახლოვდნენ.დედაჩემი მეზობელთან იყო. ერთმანეთი გავიცანით. ქალს ლალი ერქვა, მის შვილს კი – ელენე.აღმოჩნდა, რომ ლალი მამაჩემის პირველი ცოლი იყო, რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. ელენე მამაჩემის ქალიშვილი იყო და ჩემი ნახევარდა. მის შესახებაც არაფერი ვიცოდი.

სტუმრები სახლში შემოვიპატიჟე. ლალიმ მიამბო, როგორ დაქორწინდნენ ერთმანეთზე ის და მამაჩემი მრავალი წლის წინ, მაგრამ მან არ მოისურვა, რომ სამსახური მიეტოვებინა და მამაჩემს გაყოლოდა, როდესაც ის სამსახურიდან ახალ ადგილზე გადაჰყავდათ. მამაჩემი სამხედრო იყო. სწორედ ამიტომ დაშორდნენ ისინი.განქორწინების შემდეგ გაიგო ლალიმ, რომ ფეხმძიმედ იყო, მაგრამ ხალხმა მამაჩემს ეს უფრო ადრე შეატყობინა. თანაც, ვიღაცას უთქვამს, რომ ლალი მისგან არ იყო ფეხმძიმედ.

ლალის კი მამაჩემისთვის არაფერი არ უთქვამს. მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და მაშინ გაიგო მამაჩემმა სიმართლე მისი ქალიშვილის შესახებ. მას დედაჩემი და ჩვენი თავი არ მიუტოვებია, მაგრამ ლალის და ელენესაც ეხმარებოდა.

  • ჩვენ თქვენგან არაფერი გვინდა. ჩვენ მაშინვე ჩამოვედით, როდესაც გავიგეთ, რომ ნიკოლოზი გარდაიცვალა. უბრალოდ გვაჩვენე სად არის დაკრძალული და მორჩა, – მთხოვა ლელამ.
  • კარგი, გაჩვენებთ, – დავთანხმდი მე.

ჩვენ სასაფლაოზე წავედით. სტუმრებს მამაჩემის საფლავი ვაჩვენე.სანამ ლელა თავის ქმრის საფლავთან იდგა, ელენემ გვერდზე გამიყვანა და მითხრა:

  • შენ დედაჩემს ნუ უსმენ. ეს მას არ სჭირდება მემკვიდრეობა და ფული, მე კი – მჭირდება. მე ასეთი კეთილი არ ვარ. ასე რომ, ძმაო, მოდი მემკვიდრეობა მეგობრულად გავიყოთ. მამას ხომ ჰყავდა მანაქანა? მე მინდა, რომ მანქანა მე მომცე. გაოცებული ნუ მიყურებ! ეს ხომ სამართლიანი იქნება. შენ სახლი შეგხვდება, შენს დას – ბინა, მე კი – მანქანა. თუ მანქანის მოცემა არ გინდა, მაშინ ფული მომეცი.
  • მანქანა მე ჯერ არც მეკუთვნის. მე ჯერ მემკვიდრეობა არ მიმიღია, მამას გარდაცვალებიდან ჯერ მხოლოდ ორი თვეა გასული.
  • სწრაფად მოიფიქრე, დიდხანს ლოდინს არ ვაპირებ!

მე არაფერი მითქვამს. სტუმრები გავაცილე.ახლა ვზივარ და ვფიქრობ: რა გავაკეთო?რატომ არ გამიმართლა დებში? ნათია მუდმივად უცნაურ რაღაცეებს აკეთებს, ახლა კი ეს ახალი და, თავისი მოთხოვნებითა და პრეტენზიებით.უკეთესი იქნებოდა, ძმები მყოლოდა.