მშობლებმა ბინა მაჩუქეს, მაგრამ ჩემს სახელზე არ აფორმებენ. სამართლიანობას ვითხოვ

0
1720

„მშობლებმა ბინა მიყიდეს, როცა 15 წლისაც არ ვიყავი. დამპირდნენ, რომ მომავალში მე დამრჩებოდა. საკუთარი ოჯახი შევქმენი, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა“ – ჩივის ბარბარე. მამისგან ბინის მის სახელზე გადაფორმებას ითხოვს. Paparazzi ბარბარეს ისტორიას გიზიარებთ. ნახეთ, როგორ დასრულდება ოჯახური დრამა.

მშობლებმა ბინა მიყიდეს – „მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიღარიბე არ დამენახა. ვერ ვიტყვი, რომ უზრუნველად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემს ცხოვრებას არასდროს ვუჩიოდი. ჩემთვის ბინის ყიდვა მამის მთავარი ოცნება იყო. ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე ფულის შეგროვება დაიწყო. 15 წლისაც არ ვიყავი, როცა ბინა მიყიდეს. რემონტი გააკეთეს და გააქირავეს. ეს კარგ შემოსავალს იძლეოდა. ვიცოდი, რომ როცა გავიზრდებოდი, ბინა მე დამრჩებოდა. რაღაც მშვიდად ვიყავი. მხარდაჭერა მქონდა და ოჯახის შექმნა არ მაშინებდა.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მშობლების წინაშე ვალდებულება მქონდა. სწორედ ამიტომ, კარგად ვსწავლობდი, რომ კარგი განათლება მიმეღო და კარგი სამსახური მეპოვა. სამსახურში მომავალი მეუღლე გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. მალე დაოჯახება შემომთავაზა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი! დაქორწინების შემდეგ გაჩნდა კითხვა, სად ვიცხოვრებდით. რა თქმა უნდა, ჩემი ბინა გამახსენდა. მშობლებმა ქირასთან დაკავშირებული საკითხი სწრაფად მოაგვარეს და ვანოსთან ერთად საცხოვრებლად გადავედი. მეუღლე წუხს, რომ ბინა ჩემს სახელზე გაფორმებული არაა. თითქოს, აქ თავს ბატონად ვერ გრძნობს და ვერც იგრძნობს, სანამ ბინა ჩემს სახელზე არ გადაფორმდება.

მშობლებთან სერიოზული საუბარი – მშობლებთან ამ თემაზე საუბარი მეუხერხულებოდა, მაგრამ დამპირდნენ, რომ ბინა ჩემი იქნებოდა. რატომ არ გადავიფორმო ახლა, რომ მომავალში პრობლემები არ შეიქმნას? გამბედაობა მოვიკრიფე და მამას დაველაპარაკე. ეს ძალიან არ მოეწონა. მითხრა, რომ ამის გაკეთება არ სურს, რადგან საბუთების გაჯანჯლება არავის სჭირდება. ბინა მემკვიდრეობით ისედაც დამრჩება, როცა მშობლები ცოცხლები აღარ იქნებიან. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ვანო განიცდის. სურს, რომ სახლში ბატონი იყოს, მაგრამ არ შეუძლია, რადგან ბინა ჩემს სახელზე არაა. იმდენად არაკომფორტულად გრძნობს თავს, რომ მზადაა ახლავე საკუთარი ბინისთვის ფულის გადადება დაიწყოს. ამის გამო მუდმივად ფულის დაზოგვა არ მინდა. ჩაკეტილი წრეა!

როცა მამამ ამის შესახებ გაიგო, მითხრა, რომ ახალგამოჩეკილმა ქმარმა ჯერ თავი უნდა გამოავლინოს. თითქოს, შეუღლება ერთია, ხოლო ერთად ცხოვრება სულ სხვა. მიმანიშნა, რომ ჩვენი ქორწინება რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება დაიშალოს. ასე რომ ქმრის მანიპულაციებს არ უნდა წამოვეგო. მეტყველების უნარი დავკარგე. ნუთუ მშობლებს არ სჯერათ ჩემი არჩევანის? ამის შემდეგ იმ ბინაში ცხოვრება საერთოდ აღარ მინდა. ქირით რაიმე ვარიანტს ვეძებ. ასე ყველასთვის უკეთესია.“

მშობლების დაპირება კარგია, მაგრამ არ ღირს ცხოვრება რწმენით, რომ დაპირება მოულოდნელად არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, ბარბარეს ცხოვრებაში ტრაგედია არ მომხდარა, მაგრამ ამ საქმემ ნათელი გახადა, რომ მშობლები მის მეუღლეს სიფრთხილით ეპყრობიან. ეს ნამდვილად საწყენია! მშობლებმა ზრდასრული შვილის არჩევანს პატივი უნდა სცენ. ამაზე მომავალი ურთიერთობაა დამოკიდებული. თუ ბარბარე პოტენციურ ბინაზე სერიოზულად უარს იტყვის, მშობლებთან ურთიერთობა უფრო გაუარესდება.