ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც ყოფილი შეყვარებული სახლში შემოვუშვი. ჩემს ცოლს ჩემთან ლაპარაკიც კი არ უნდა

1204

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.ალბათ ბევრი იტყვის, რომ ყველაფერში მე თავად ვარ დამნაშავე. მე ეს მესმის, მაგრამ უბრალოდ მე ბუნებით ძალიან კეთილი ადამიანი ვარ და უარს ვერავის ვეუბნები.აი, რა მოხდა.

ბავშვობაში კალათბურთით ვიყავი გატაცებული. მამაჩემს დავემსგავსე – ისეთივე მაღალი გავიზარდე, მამაჩემის მსგავსად კალათბურთს ვთამაშობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში ჩავაბარე და უნივერსიტეტის გუნდში დავიწყე თამაში. სიმპათიური ვიყავი და გოგოებს ძალიან მოვწონდი. ერთხელ შეჯიბრის შემდეგ ერთ გულშემატკივარი გავიცანი.მე და ანა სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. მაგრამ შემდეგ ანამ ეჭვიანობა დაიწყო. მან უბრალოდ გამაწამა თავისი ეჭვიანობით. ბოლოს დავშორდით, მაგრამ მეგობრებად დავრჩით.

ორი წლის შემდეგ შესანიშნავი გოგონა გავიცანი და ჩვენ დავქორწინდით. ყველაფერი ძალიან კარგად იყო. მთელი წელი ისე გავატარეთ, რომ ერთხელ არ გვიჩხუბია.შემდეგ ანამ დამირეკა და დახმარება მთხოვა. თურმე შეყვარებულს დაშორდა და ახლა საცხოვრებელი არსად ჰქონდა. მთხოვა, რომ 2 კვირით ჩემს სახლში ცხოვრების უფლება მიმეცა. მისთვის უარის თქმა ვერ შევძელი.

ჩემი ნათია წინააღმდეგი არ იყო – რადგან ფიქრობდა, რომ ანა უბრალოდ ჩემი მეგობარი იყო. მაგრამ, ერთ დღეს ანამ ჩემს მეუღლეს უამბო, რომ ჩვენ ადრე ერთმანეთს ვხვდებოდით. ამან ჩემი და ნათიას ურთიერთობა გააფუჭა.მთელი ერთი თვე გავიდა და ანა წასვლას არ აპირებს. ნათიას მოთმინება უკვე იწურება. ის ითხოვს, რომ ანას წასვლა ვთხოვო, მაგრამ ჯერჯერობით ძალას ვერ ვპოულობ ამის გასაკეთებლად.

მაგრამ, ვინაიდან მე მიყვარს ჩემი ცოლი და არ მინდა მისი დაკარგვა, მაინც მომიწევს ამის გაკეთება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს