უბრალოდ ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო ჩემს შვილს ცოლად ასეთი სოფლელის არჩევა

0
9326

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალბატონი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.როდესაც ჩვენი შვილი მოვიდა და გვითხრა, რომ დაქორწინებას აპირებდა, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გაგვიკვირდა.

  • – როგორ თუ დაქორწინებას აპირებ? ჯერ საცოლე არც კი გაგვიცნია? ასე როგორ შეიძლება? – ვუთხარი ჩემს შვილს.

ჩვენი შვილი ყოველთვის ძალიან კარგი და დამჯერი ბიჭი იყო. უნივერსიტეტი დაამთავრა და მაშინვე იპოვა სამსახური. ამის შემდეგ ის ჩვენგან ნაქირავებ ბინაში გადავიდა, რის შემდეგაც იშვიათად გვირეკავდა და უფრო იშვიათად მოდიოდა სტუმრად. მე და ჩემმა ქმარმა არც კი ვიცოდით, რომ ჩვენს შვილს საცოლე ჰყავდა.ჩემს შვილს დავუწყე თხოვნა, რომ ჩვენთვის თავისი საცოლე გაეცნო. როცა ჩემმა შვილმა ჩვენთან ნანა მოიყვანა, უბრალოდ შოკში ვიყავი.

უბრალოდ ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო ჩემს შვილს ცოლად ასეთი სოფლელი აერჩია? ამ ნანას, ნორმალურად ლაპარაკიც კი არ შეეძლო.მამამისი ალკოჰოლიკი იყო და დედაც. გოგონა დეიდამ გაზარდა. ნანას ძალიან უყვარდა ბავშვები და მან საბავშვო ბაღში ძიძად დაიწყო მუშაობა. ბავშვებსაც და კოლეგებსაც ძალიან უყვარდათ ნანა იმის გამო, რომ ის ძალიან კეთილი იყო.მაგრამ, არც მე და არც ჩემს ქმარს ნანა არ მოგვეწონა. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი შვილის დარწმუნება, რომ ეს გოგო ცოლად არ მოეყვანა. მაგრამ ჩვენმა შვილმა თქვა, რომ მას ძალიან უყვარს ნანა და ჩვენც შევიყვარებთ, როდესაც უკეთ გავიცნობთ.

რაღა არ გავაკეთე მათ დასაშორებლად! მაგრამ არაფერმა უშველა. მაინც მოგვიწია ქორწილისთვის მზადება.ქორწილში პატარძლის მხრიდან მხოლოდ დეიდა და ორი კოლეგა იყო. ისინი ყველა დიდი სიყვარულით უყურებდნენ ნანას. დეიდამ მიამბო, თუ როგორი კეთილი და შრომისმოყვარე იყო მისი დისშვილი, მაგრამ ამანაც ვერ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება რძლის მიმართ.ერთი წლის მანძილზე ნანა და კოტე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი საკუთარი სახლის აშენება გადაწყვიტეს. ფულის დაზოგვის მიზნით, ისინი ჩვენთან გადმოვიდნენ.

სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი რძალი წესიერად. არა მარტო ვიცანი, არამედ საკუთარი ქალიშვილივით შემიყვარდა.ნანა მართლაც ძალიან ნათელი და კეთილი ადამიანი აღმოჩნდა. ის არა მხოლოდ სამსახურში სიარულს ახერხებდა, არამედ ყველა საშინაო საქმის გაკეთებასაც ასწრებდა. ამით მე ნორმალურად დასვენების საშუალებას მაძლევდა.

მე ასევე შევნიშნე, რომ ჩემი შვილი ნანას წყალობით, უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა საოჯახო საქმეებში ისიც მონაწილეობდა: ჭურჭლის გარეცხვაც შეეძლო და სახლის დალაგებაც. ადრე ეს არასოდეს გაუკეთებია.შემდეგ კი კოტემ საკუთარი სახლის მშენებლობა წამოიწყო. რა თქმა უნდა, ახლობლები და მეგობრებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ თავად კოტემ გააკეთა. მისგან ამას არც ველოდი.

შემდეგ ნანამ შვილიშვილები გაგვიჩინა. ჯერ, ეკა და მერე – ნიკა.ისინი ძალიან შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიხარია.მე ძალიან მიყვარს ნანა და უბრალოდ ვგიჟდები ჩემს შვილიშვილებზე.

ძალიან მრცხვენია, რომ ადრე ნანას ასე ცუდად ვექცეოდი.