ყელამდე ვალებში ჩაფლული ვიყავი. ნაცნობმა მკითხავმა მარტივი რიტუალი მასწავლა

0
13269

ცხოვრება ყოველთვის წინ არ მიდის. ზოგჯერ აღმასვლა და დაღმასვლა გვხვდება. ამ ვარდნას ახლავს ბევრი ვალი, რომელიც თოვლის გუნდასავით იზრდება. ზოგჯერ აღარ ვიცით, როგორ მოვიშოროთ ვალები და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. არსებობს მარტივი რიტუალი, რომელიც დაგეხმარებათ. Paparazzi გიზიარებთ უძველეს პრაქტიკას, რომელიც ვალების მოშორებაში დაგეხმარებათ.

როგორ მოვიშოროთ ვალები – თანამედროვე სამყაროში ადამიანები კრედიტით და სესხით ხშირად სარგებლობენ. გავრცელებული და ძალიან მოსახერხებელი პრაქტიკაა. თუმცა ვალების დროულად დაფარვას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად ერთი მარტივი რიტუალი შეასრულეთ. როგორც ყველა რიტუალი, რომელიც რაღაცისგან თავის დასაღწევად კეთდება, ესეც კლებად მთვარეზე უნდა შეასრულოთ. მისი ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. შესაფერისი დღე შეარჩიეთ, როცა ხელს არავინ შეგიშლით. რიტუალი მარტივია და სახლში შეგიძლიათ ჩაატაროთ.

რიტუალისთვის განეწყვეთ, ცოტა ხნით სიჩუმეში იფიქრეთ და გონება მოიკრიბეთ. ამის შემდეგ სუფთა ფურცელი აიღეთ და ვალის რაოდენობა დაწერეთ. აუცილებლად მიუთითეთ ყველა ვალი, რომელიც გაქვთ. ამის შემდეგ სააბაზანო ოთახში ან სამზარეულოში ონკანთან მიდით. ონკანი გახსენით ისე, რომ წყალი წვეთავდეს. ამ წვეთების ქვეშ პატარა ჭურჭელი დადგით. ეს შეიძლება იყოს ფინჯანი, თასი ან ფიალა. ჭურჭლის ძირში ჩადეთ ქაღალდი, რომელზეც ვალის რაოდენობა დაწერეთ.

სანამ წყალი ონკანიდან წვეთავს და ჭურჭელს ავსებს, გაიმეორეთ შემდეგი სიტყვები: „წვეთ–წვეთობით ჩემი ვალი გროვდება, სიმძიმე მაწვება. დღე და ღამე ძილს და მოსვენებას არ მაძლევს. წყალს ვეუბნები, მას ვთხოვ, რომ შეაგროვოს ჩემი ვალი და წაიღოს ყველაზე შორეულ ქვეყანაში, ყველაზე ღრმა წყალში. უსაზღვრო წყალში გავხსენი და დავიბრუნე ბედნიერება მწუხარების სანაცვლოდ. დაე, ასე იყოს!“ ეს სიტყვები მანამ გაიმეორეთ, სანამ ჭურჭელი ბოლომდე არ გაივსება. ამის შემდეგ წყალი ქაღალდთან ერთად გადაასხით და მიწაში ჩამარხეთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, უბრალოდ უნიტაზში ჩაასხით. ამით რიტუალი სრულდება. ჯადოქრები თვლიან, რომ ასეთი რიტუალებისთვის ჰელოუინის დღე შესანიშნავია.

ძალიან მალე საქმე წინ წავა. უახლოეს მომავალში ვალების მოშორებას შეძლებთ. მსგავს სიტუაციაში რომ აღარ მოხვდეთ, მარტივი წესების დაცვა არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ, რომ რიტუალები ვერ დაგეხმარებათ, თუ საერთოდ არაფერს გააკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ რიტუალის შემდეგ მთელი ძალა ვალების და პრობლემების მოშორებისკენ მიმართოთ. პრაქტიკის შემდეგ ამას მარტივად გააკეთებთ. წარმატებას გისურვებთ!