სპეციალური რიტუალი მარილით, რომელიც ყველა პრობლემას და სნეულებას მოგაშორებთ

0
7990

უძველესი დროიდან მარილს მაგიურ რიტუალებში იყენებენ. ყველაზე ხშირად დამცავ და გამწმენდ რიტუალებში. მარილის მაგიის შესახებ ყველა ჯადოქარმა იცის, მაგრამ მის გამოსაყენებლად განსაკუთრებული უნარების ფლობა საჭირო არაა. მარტივი რიტუალები დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეასრულოთ. Paparazzi გთავაზობთ პრაქტიკას, რომელიც ყველა პრობლემას და სნეულებას მოგაშორებთ.

მარილის მაგია – ბევრისთვის მარილი ცრემლთან და სევდასთან ასოცირდება. ეს რიტუალი ამ ყველაფრის მოშორებას გთავაზობთ. უბრალოდ წყალში გახსენით. რიტუალი გამოიყენეთ იმის მოსაშორებლად, რაც გაწუხებთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პრობლემა ან დაავადება. ყველა რიტუალი რაღაცის მოსაშორებლად კლებად მთვარეზე უნდა შესრულდეს და ეს გამონაკლისი არაა. მთვარის კალენდარი შეამოწმეთ და შესაფერისი დღე აირჩიეთ. ეს უნდა იყოს დრო, როცა არავინ შეგაწუხებთ. ბოლომდე რიტუალზე კონცენტრირებული უნდა იყოთ.

თეფში აიღეთ და მასზე მარილი დაყარეთ. ისეთი თეფში და იმდენი მარილი აიღეთ, რომ დაწეროთ ის, რისი მოშორებაც გსურთ. მაგალითად, თუ პრობლემების მოშორება გსურთ, უბრალოდ მარილზე დაწერეთ „პრობლემები“. ამის შემდეგ ჭიქა სუფთა წყლით აავსეთ. წყალთან თქვით: „წაიღე ჩემი დარდი და პრობლემები. ჩემს სახლში დაასახლე ბედნიერება, სიხარული და ჯანმრთელობა“. წყალი შელოცვილია. ახლა მარილს დაასხით და მარილის გახსნამდე აურიეთ. სანამ მარილს ურევთ, შელოცვის სიტყვები ისევ და ისევ გაიმეორეთ. როცა მარილი გაიხსნება, ეს წყალი მარილთან ერთად ნიჟარაში ჩაასხით. ამის შემდეგ ხმამაღლა თქვით: „დაე, ასე იყოს!“ ამით რიტუალი სრულდება.

ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება დალაგდება. გახსოვდეთ, რომ მცდელობის და მისწრაფების გარეშე ვერც ერთი რიტუალი ვერ დაგეხმარებათ. რიტუალი გონივრულად და სასიკეთოდ გამოიყენეთ. წარმატებას გისურვებთ!