თაფლიანი ტორტი „ყავა–კარამელი“, რომელიც სულს ამშვიდებს

0
198

თაფლიანი ტორტი მოხარშული კრემით სადღესასწაულო სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით, რთული მოსამზადებელია, მაგრამ ასე არაა. შინ გამომცხვარი ტორტი გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ნაყიდი. თან ფულის დაზოგვას შეძლებთ.

თაფლიანი ტორტი მოხარშული კრემით – რეცეპტი იდეალური გემოს მისაღებად ყველა ელემენტს შეიცავს. აქაა თაფლი, ყავა, კაკალი, შავქლიავი. ექსპერიმენტებისთვის ადგილი თავისუფალია. თუ შავქლიავის დამატება არ გსურთ, ნებისმიერი კომპონენტით თამამად ჩაანაცვლეთ. მაგალითად, გარგარის ჩირი, მშრალი ვაშლის მურაბა, ახალი ხილი ან შოკოლადი გამოიყენეთ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 80 გ თაფლი
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს/კ ხსნადი ყავა
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის გული
  • 250 გ შაქარი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 1 ლ რძე
  • 3 ს/კ ხსნადი ყავა
  • 120 გ კარაქი

მომზადების წესი:

  1. ასეთი ტორტის მოსამზადებლად სქელძირიანი ქვაბი დაგჭირდებათ, რომ არაფერი დაიწვას. შაქარი, მარილი და კარაქი აურიეთ. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ, სანამ საშუალო ცეცხლზე დუღილის მომენტამდე არ მივა. როგორც კი, კრემისფერ შეფერილობას მიიღებს, ქურიდან გადმოდგით და ოდნავ გაგრილება აცადეთ.
  2. მომავალ ცომს თაფლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ამავე პრინციპით კოვზი ყავა დაუმატეთ. შემდეგ კვერცხი და ძმრით ჩამქრალი სოდა დაუმატეთ. ნარევი 10 წუთით გააჩერეთ და შემდეგ ფქვილის დამატება დაიწყეთ. რბილი, ელასტიური ცომი მოზილეთ და პარკში მოათავსეთ. 30 წუთით გააჩერეთ.
  3. კრემისთვის სქელძირიანი ქვაბი დაგჭირდებათ. კვერცხის გულები, შაქარი და მწიკვი მარილი აურიეთ. სიმინდის სახამებელი, ფქვილი და 250 მლ რძე დაუმატეთ. ნარევი მიქსერით ათქვიფეთ, რომ არ დაკორკოტდეს. დარჩენილი რძე დაუმატეთ და კრემი ქურაზე დადგით.
  4. ყურადღება მიაქციეთ, რომ არაფერი დაიწვას. მუდმივად აურიეთ. ნარევს ყავა დაუმატეთ. როცა კრემი გასქელდება, ქურიდან გადმოდგით. კარაქის ნაჭრები დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ. კრემს პარკი დააფარეთ და გასაგრილებლად გააჩერეთ.
  5. ბისკვიტის ფენები თხელი უნდა გამოვიდეს. 180 გრადუსზე 3-4 წუთით აცხვეთ. ცხობის დრო თქვენი ღუმელის სიძლიერის მიხედვით დაარეგულირეთ. მზა ფენებს სრულად გაგრილება აცადეთ.
  6. ტორტი „ყავა–კარამელი“ უმჯობესია რაიმე ფორმაში ააწყოთ, რომ უფრო სტაბილური გამოვიდეს. სიტყვაზე, კრემი მაცივარში შეინახეთ, რომ უფრო გასქელდეს. ფენებსა და კრემს შორის შავქლიავი, კაკალი ან სხვა ნებისმიერი ხილი დაუმატეთ.

ასეთი თაფლიან–ყავიანი ტორტი სადღესასწაულო სუფრაზე განხილვის მთავარი თემა გახდება. რეცეპტი რთული ჩანს, მაგრამ პირველივე მცდელობაზე მომზადებას შეძლებთ. მთავარია, რომ კარგი განწყობა და ღიმილი მოიმარაგოთ. ასე ყველაფერი გამოგივათ.