პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ერთი უჩვეულო ისტორიაა მოთხრობილი.ეს ამბავი თამუნას თორმეტი წლის წინ გადახდა თავს. თითქოს, ეს ყველაფერი უკვე დავიწყებული უნდა ჰქონოდა… მაგრამ, რატომღაც არ გამოდის…არ არსებობს არავითარი ლოგიკური ახსნა იმისა, რაც მას იმ ღამით დაემართა.
თორმეტი წლის წინ, აი რა მოხდა…
უნივერსიტეტში სწავლის დროს თამუნამ ძალიან საინტერესო ბიჭი გაიცნო. მათთვის ერთად ყოფნა ძალიან საინტერსო იყო. ნიკას ძალიან მოსწონდა ყველაფერი უჩვეულო: მისტიკური და აუხსნელი. თამუნასაც ძალიან უყვარდა მსგავსი რაღაცეები და ასევე ძალიან უყვარდა პატარა მოთხრობების წერა საშინელებათა ჟანრში.ნიკას და თამუნას ძალიან უყვარდათ ღამით სიარული. ისინი სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მისტიკაზე და სხვადასხვა უჩვეულო შემთხვევებზე ლაპარაკობდნენ. ძალიან ხშირად ერთმანეთს ქალაქის სასაფლაოს სიახლოვეს სხდებოდნენ. მათ მოსწონდათ იმ ადგილის ატმოსფერო.
და… შემოდგომის ერთ საღამოს მოხდა ეს ამბავი.
თამუნა და ნიკა შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს სასაფლაოზე შეხვდებოდნენ. მაგრამ თამუნა ცოტა ხნით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეყოვნდა და ახლა მთელი ძალით მირბოდა შეხვედრაზე.თამუნამ მხოლოდ თხუთმეტი წუთით დააგვიანა. შემდეგ მათ დაიწყეს სასაფლაოზე სიარული და საუბარი. თამუნამ ნიკას ახალი ისტორიის შესახებ უამბო, რომლის დაწერასაც აპირებდა. მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო ახალგაზრდა მამაკაცთან ურთიერთობა, რომელიც სრულად იზიარებდა მის ინტერესებს.მერე გადაწყვიტეს სკამზე ჩამომსხდარიყვნენ და ცოტა დაესვენათ.
ერთ-ერთ სკამზე დასხდნენ და თამუნას ყურადღება ერთმა საფლავმა მიიპყრო. ყურადღებით დააკვირდა და მოულოდნელობისაგან წამოხტა: ბედმა იგი ყოფილი შეყვარებულის საფლავთან მიიყვანა. ის ილიას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა. ისინი დაქორწინებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ მერე რაღაც წვრილმანის გამო იჩხუბეს და დაშორდნენ.თამუნამ არც კი იცოდა, რომ ილია აღარ იყო ამ ქვეყნად. თამუნამ ნიკას უამბო, რა კარგი ადამიანი იყო ილია და რა მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ მათ. თამუნა ძალიან დამწუხრდა, როდესაც მისი გარდაცვალების ამბავი გაიგო.
ნიკა ძალიან ყურადღებით უსმენდა თამუნას. მერე შენიშნა, რომ ილიას საფლავზე რაღაც ანათებდა. დაიხარა და საქორწინო ბეჭედი აიღო.
თამუნა ატირდა და თქვა:
- ილიამ თავისი სიტყვა შეასრულა! მაინც მთხოვა ხელი, თუმცა გარდაცვალების შემდეგ.
თამუნამ ნიკას ბეჭედი გამოართვა და უსახელო თითზე გაიკეთა. ნიკამ გაიცინა და თქვა, რომ ახლა ის გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცოლი გახდა.ცოტა ხანს ისხდნენ და შემდეგ სასაფლაოს გასასვლელისკენ წავიდნენ.უკვე ბნელდება. წვიმა დაიწყო. ისინი ცდილობდნენ სწრაფად წასულიყვნენ. სიჩქარის გამო თამუნას ფეხი გაუსრიალდა და, რომ არ წაქცეულიყო, ერთ-ერთი საფლავის ღობეს ჩაეჭიდა. მაგრამ ღობე ახალი არ იყო და გისოსები ძალიან დაჟანგული იყო. თამუნამ ხელი გაიჭრა და მძიმედ დაიზიანა თითი, რომელზეც საფლავზე ნაპოვნი საქორწინო ბეჭედი ეკეთა.
თამუნას და ნიკას ძალიან შეეშინდათ. ნიკამ თქვა, რომ ეს გარდაცვლილ ილიას არ სურდა მისი გაშვება სასაფლაოდან, მას სურდა, რომ იგი სამუდამოდ მასთან დარჩენილიყო.ამის შემდეგ, ნიკამ თამუნას თითიდან ბეჭედი მოხსნა და გადააგდო. მერე თამუნა საავადმყოფოში წაიყვანა. ჭრილობა სერიოზული აღმოჩნდა და დიდი ხნის განმავლობაში არ ხორცდებოდა.ხელზე დიდი და ძალიან ულამაზო შრამი დარჩა.ის, რაც სასაფლაოზე იმ ღამით მოხდა, თამუნას დღემდე ვერ დაუვიწყებია.