ნახევარი სიცოცხლე დაკარგული გაქვთ, თუ ამ რეცეპტით შოკოლადის „ნაპოლეონი“ არ გაგისინჯავთ

0
109

შოკოლადის „ნაპოლეონი“ რეცეპტების სამყაროში ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც კლასიკურ „ნაპოლეონს“ და შოკოლადს აფასებს. ტორტი იმდენად გემრიელი გამოვა, რომ გაჩერება გაგიჭირდებათ. ბოლო ნაჭრის დამთავრებამდე ტკბილეულის მირთმევას ისურვებთ. რა გავაკეთოთ, რომ ტორტი იდეალური გამოვიდეს?

შოკოლადის „ნაპოლეონი“ – ასეთი ტკბილეულის მოსამზადებლად მოთმინება და დრო გჭირდებათ. იდეალურია, თუ ტორტს მთელი ღამე მაცივარში გააჩერებთ. ასე კრემით და შოკოლადის ჭიქურით მაქსიმალურად გაიჟღინთება. ლოდინის თითოეული წუთი ღირს, რომ საბოლოოდ სამეფო დესერტის პატარა ნაჭერი მიირთვათ.

ტორტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 100 გ არაჟანი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი (გაყინული)
  • 20 გ კაკაო
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 380 გ ფქვილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის გული
  • 280 გ შაქარი
  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • ვანილი
  • 1200 მლ რძე
  • 100 გ ფქვილი
  • 180 გ კარაქი
  • 200 გ შავი შოკოლადი

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 150 გ შავი შოკოლადი
  • 60 გ კარაქი
  • 80 მლ რძე

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით და კაკაო აურიეთ. მწიკვი მარილი დაუმატეთ, შემდეგ ცენტრში ჩააღრმავეთ და კვერცხი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. თანდათან არაჟანი, შაქარი და ჩამქრალი სოდა დაუმატეთ. შემდეგ ძალიან სწრაფად გაყინული კარაქი მსხვილად გახეხეთ. ცომს კარგად აურიეთ და 1 საათით საყინულეში შეინახეთ.
  2. მოხარშული კრემი სქელძირიან ჭურჭელში მოამზადეთ. კვერცხის გული და შაქარი, ასევე ფქვილი და რძე ქვაბში მოათავსეთ და აურიეთ. საშუალო ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ. როგორც კი გასქელდება, ქურიდან გადმოდგით და შოკოლადის ნატეხები და კარაქი დაუმატეთ.
  3. ერთგვაროვანი კრემის მისაღებად მიქსერით ათქვიფეთ. პარკი გადააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გაგრილება აცადეთ. როგორც კი, კრემი საკმარისად გაცივდება, მაცივარში შეინახეთ.
  4. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ტორტის ფენა ძალიან თხელი არ უნდა იყოს, რადგან 4-5 წუთში უნდა გამოცხვეს. ფენები მხოლოდ კარგად გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ.
  5. ჭიქური ტორტის აწყობის შემდეგ მოამზადეთ. შოკოლადი, კარაქი და რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე წყლის ორთქლზე გაადნეთ. ტორტს მიღებული ჭიქური დაასხით და ისე გააფორმეთ, როგორც გსურთ. მზა ტორტი გრილ ადგილას გასაჟღენთად შეინახეთ.

კლასიკური „ნაპოლეონის“ მსგავსი გარეგნობის მიღებაში ნაფშვენი დაგეხმარებათ. ამისთვის ფენის ნაჭრები წვრილად დაფშვენით და მთელ ტორტს მოაყარეთ. შოკოლადის ბურბუშელებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან მხოლოდ ჭიქური დატოვეთ, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ტორტი მაინც გემრიელი გამოვა.