მწარე სიმართლე. როგორ მიხვდეთ, რომ პარტნიორს ცხოვრებას უწამლავთ

0
242

ფსიქოლოგიაში ცნება „ადამიანის ტოქსიკურობა“ მტკიცედ ჩამოყალიბდა. ასეთი ადამიანისგან იმდენი ნეგატივი მოდის, რომ უბრალოდ გაქცევა გვსურს. ყველა მარჯვე ადამიანი სხვას ტოქსიკურობას აბრალებს. იქნებ თავად ხართ ტოქსიკური? როგორ გავიგოთ? Paparazzi ამის გარკვევაში დაგეხმარებათ.

ადამიანის ტოქსიკურობა: ნიშნები

  • პარტნიორს ეჯიბრებით – ურთიერთობა ბრძოლის ველი არაა. თუ პარტნიორთან კონკურენციას გრძნობთ, გამოდის, რაღაც რიგზე არაა. საყვარელ ადამიანთან თავის შედარება არ ღირს, საზომად პირადი წარმატება გამოიყენეთ. რა თქმა უნდა, პარტნიორმა შეიძლება საკუთარ თავზე მუშაობის მოტივაცია მოგცეთ, მაგრამ მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ და არა კონკურენციისთვის.
  • პრობლემების მოგვარებას სხვას აკისრებთ – ურთიერთობა ორი დამოუკიდებელი ადამიანის კავშირია, თითოეულს საკუთარ თავზე მუშაობის პასუხისმგებლობა აქვს. არ ელოდოთ, რომ თქვენს პრობლემებს საყვარელი ადამიანი მოაგვარებს, ეს ტვირთი არ უნდა ზიდოს. რა თქმა უნდა, დახმარება ან მხარდაჭერა შეგიძლიათ სთხოვოთ, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ.
  • წარსულზე კონცენტრირებული ხართ – ადამიანის ტოქსიკურობა ვლინდება იმაში, რომ წარსულში ცხოვრობს. განვლილი დღეების პრობლემები განსაკუთრებით აწუხებს. ამას პარტნიორზე ხშირად ავლენს. მაგალითად, დღემდე ნაწყენი ხართ მამაზე, რომელიც ბავშვობაში სათანადო ყურადღებას არ გაქცევდათ, და უნებურად ამაში საყვარელ ადამიანს ადანაშაულებთ. იგივე წარსულ ურთიერთობებს ეხება. თუ მუდმივად ახლანდელ პარტნიორს ყოფილს ადარებთ, ეს სახიფათო ნიშანია. წარსულის ტრავმაზე იმუშავეთ და წინ იარეთ. ეს რთულია, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდებათ.
  • ფიქრობთ, რომ სიყვარულის ყიდვა შეიძლება – სიყვარულს ფასი არ აქვს. მას საჩუქრებით ან დათმობით ვერ იყიდით. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოგიყენებენ. სხვა საქმეა, როცა საკუთარი ინიციატივით, უანგაროდ პარტნიორის სიამოვნება გსურთ. ამ შემთხვევაში, საჩუქარი სიყვარულის გამოვლენაა და არა ურთიერთსიყვარულის ფასი.
  • გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევთ – შეიძლება ფიქრობთ, რომ ესთეტი ხართ, მაგრამ ლამაზი ნახატი ურთიერთობაში მეორეხარისხოვანია. თუ თქვენთვის პრიორიტეტულია სიყვარულის გარეგნული მხარე, შთაბეჭდილება, რომელსაც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოთი ახლობლებზე ახდენთ, ეს ტოქსიკურობის ნიშანია. ურთიერთობის ღრმა მნიშვნელობაზე არ ფიქრობთ, როცა არა შინაგან, არამედ გარეგნულ სრულყოფილებაზე მუშაობთ. ასეთი კავშირი დიდხანს ვერ გაძლებს.
  • კომპრომისზე არ მიდიხართ – კომპრომისები ტოქსიკური ხალხის სუსტი მხარეა. დათმობა და სხვისი მოსმენა არ შეუძლია. ტოქსიკური ადამიანის აზრით, კომპრომისზე წასვლა საკუთარი თავის ღალატს ნიშნავს. ასეთი აზრი ემოციური მოუმწიფებლობის ნიშანია. ცდილობთ, რომ პარტნიორი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. მის გრძნობას, მოთხოვნებს და სურვილებს ყურადღებას არ აქცევთ.
  • განსაკუთრებული გრძნობების გარეშე ხვდებით – ვინმესთან ყოფნა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ დარჩეთ, ტოქსიკური ქცევაა. ადამიანს საერთო მომავლის იმედს აძლევთ, სინამდვილეში კი ქარიშხლის გადასვლას და უფრო შესაფერისს კანდიდატს ელოდებით. ეს საკმაოდ უსამართლოა. ცალკე აღსანიშნავია, როცა ვინმეს ხვდებით და იცით, რომ ურთიერთგაგება არ არსებობს. ასეთი ურთიერთობა უფრო თანადამოკიდებულებას ჰგავს, ვიდრე ჰარმონიულს. ეს ის ქცევა არაა, რომელსაც სიყვარული შეგიძლიათ უწოდოთ. გამოდის, ამ ხაფანგიდან დროზე უნდა გამოძვრეთ.

რა თქმა უნდა, ადამიანის ტოქსიკურობა მთავარი ნაკლია. მხოლოდ საკუთარი შეცდომების აღიარება, საკუთარ თავზე მუშაობა დაგეხმარებათ, რომ საკუთარი თავი უკეთ შეიცნოთ და ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანოთ. სიტუაციის გამოსწორება თითქმის ყოველთვის შესაძლებელია.