დედაჩემს ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი, მან სილა გამარტყა, უვარგისი მიწოდა და სახლიდან გამომაგდო

0
11784

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ანა მქვია. ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ, ქმარი არ მყავს. მე მხოლოდ ოცდათორმეტი წლის ვარ, მაგრამ უკვე დიდი ქალიშვილი მყავს. აი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში მრავალი წლის წინ.

სკოლას რომ ვამთავრებდი, ერთი ბიჭი შემიყვარდა და მისგან დავორსულდი. როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, უბრალოდ შოკში ჩავვარდი. მაგრამ, ვერაფერს ვიზამდი. იძულებული გავხდი ეს ყველაფერი დედაჩემისთვის მეთქვა. რაც შემდეგ მოხდა, ამას არ ველოდი. მეგონა, რომ თავიდან დედა ძალიან გამიბრაზდებოდა, მერე კი დამშვიდდებოდა და დამეხმარებოდა.

მე ვცდებოდი. ძალიან ძლიერ ვცდებოდი. როდესაც დედაჩემს მოვუყევი, რომ ორსულად ვიყავი, სახეში სილა გამარტყა, უვარგისი მიწოდა და სახლიდან გამომაგდო. თავიდან მეგონა, რომ ეს სტრესისა და შოკის გამო გააკეთა, მაგრამ ვცდებოდი.

დედამ არ მაპატია და მითხრა, რომ ქალიშვილი აღარ ჰყავდა. მას არ სჭირდება მოგულავე და უმაქნისი ქალიშვილი. მას შემდეგ, რაც დედამ სახლიდან გამომაგდო, ბებიასთან წავედი. ყველაფერი ვუამბე. მან დამარწმუნა, რომ აბორტი არ გამეკეთებინა. ორსულობის ვადა ჯერ კიდევ პატარა იყო და მშვიდად მოვახერხე სკოლის დამთავრება.

ბებია ჩვენს სახლში წავიდა და ჩემი ნივთები წამოიღო. მან სცადა დედაჩემთან დალაპარაკება და ყველაფრის ახსნა, მაგრამ დედაჩემს არაფრის მოსმენა არ სურდა.

ბებია შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა. მისი დახმარებით მაღაზიაში მოვეწყვე სამუშაოდ, სადაც ბავშვის დაბადებამდე ვმუშაობდი. მერე ქალიშვილი შემეძინა. სამივე ბებიაჩემის პენსიით ვცხოვრობდით. დედაჩემმა თავისი შვილიშვილის ნახვაც კი არ მოისურვა.

როდესაც ელენე ცოტათი წამოიზარდა, სამსახური ვიშოვე. ჩემს ქალიშვილს ბებია უვლიდა. ელენე ძალიან დამჯერი და ჭკვიანი გოგონაა. მე და ბებიას მისი გაზრდა საერთოდ არ გაგვჭირვებია.

გავიდა დრო. ბებია ავად გახდა და გარდაიცვალა. დედა არც კი დამეხმარა ბებიას დაკრძალვის ორგანიზებაში. ჩვენი მეზობლები დამეხმარნენ, დედაჩემი კი მხოლოდ სასაფლაოზე მოვიდა. ბებიაჩემის დაკრძალვაზეც კი არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს მე და დედაჩემი. უბრალოდ ბებიას გარდაცვალების გამო შოკში ვიყავი და არც ისე კარგად ვაზროვნებდი. ბებიაჩემის გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადავიტანე. მერე ბებიას ბინა ჩემს სახელზე გადმოვიფორმე. დედამ უარი თქვა ამ ბინაზე. ამის შემდეგ, მე და ელენე მარტოები ვცხოვრობდით. დედა ძველებურად არ გვეხმარებოდა.ახლა ჩემი ელენე უკვე თხუთმეტი წლისაა. ძალიან კარგი გოგოა, კარგად სწავლობს და ცურვაზეც დადის.

ერთ საღამოს საავადმყოფოდან დამირეკეს და შემატყობინეს, რომ დედაჩემი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო: ნებისმიერ მომენტში შეიძლება გარდაცვლილიყო. ძალიან მთხოვდა, რომ მასთან მივსულიყავი. სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ წავსულიყავი და დედაჩემი მენახა. მან მიმატოვა და სახლიდან გამომაგდო სწორედ მაშინ, როცა მისი დახმარება ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ მე მესმოდა, რომ მასთან არ წასვლას ვერ შევძლებდი.

ამის შესახებ ჩემს ქალიშვილს მოვუყევი. ელენემ მითხრა, რომ სურდა ერთხელ მაინც ენახა ბებიამისი.დილით ავდექით და საავადმყოფოში წავედით. სწრაფად მოვძებნეთ საჭირო პალატა. პალატაში რამდენიმე ქალი იწვა. დედაჩემი მაშინვე ვერ ვიცანი. მერე დავინახე და უფრო ახლოს მივედი.

  • მაინც მოხვედი. მაპატიე თუ შეგიძლია. ჩემი ბინაც შენ გიანდერძე და ფულიც. ეს შენი ქალიშვილია?
  • დიახ, – ვუპასუხე მე.
  • მაპატიე, – ისევ ჩუმად ჩაიჩურჩულა დედამ და თვალები დახუჭა.

უკვე სამუდამოდ. დედაჩემი დავასაფლავეთ. ახლა მის საფლავს ვუვლი.ამავდროულად, მის მიმართ არაფერს ვგრძნობ: სიყვარული არ არის – მან ხომ სახლიდან გამაგდო და ამდენი წლის განმავლობაში არ დამხმარებია. მის მიმართ სიძულვილიც არ მაქვს – ყველა გრძნობა უკვე დამწვარია.ერთ დღეს დივანზე ვიჯექი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ვერც კი შევამჩნიე, რომ ხმამაღლა დავიწყე საუბარი.

  • შენ სხვანაირი ხარ, დედა. ამიტომ სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია! – უპასუხა ყველა ჩემს კითხვას ჩემმა ქალიშვილმა. ამიტომ წახვედი საავადმყოფოში, დაასაფლავე დედაშენი, ახლა კი მის საფლავს უვლი. ბებიამ შეძლო საკუთარი ცხოვრებიდან თავისი შვილის ამოშლა, შენ კი ვერასოდეს შეძლებდი ამის გაკეთებას.
  • მე დედაჩემის იმედები არ გავამართლე და ამიტომ გამომაგდო სახლიდან. ის ერთხელაც არ მოსულა შენთან, საკუთარ შვილიშვილთან. ნუთუ ასე შეიძლება?
  • არ გვინდა ახლა ამაზე საუბარი. ჩვენ ცოცხლები ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და პატიებაც შეგვიძლია. ეს კი ყველაზე მთავარია! ყველაფერი კარგად იქნება! დამამშვიდა ჩემს ქალიშვილმა და მაგრად ჩამეხუტა.