ჩემმა მულმა ჩვენგან ძალიან დიდი თანხა ისესხა. ვალის დაბრუნება არ შეუძლია. რატომ უნდა დაზარალდეს ამის გამო ჩემი ოჯახი

0
2018

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.არასდროს მიყვარდა ფულის სესხება, განსაკუთრებით ნათესავებისთვის.

მოხდა ისე, რომ ჩემმა ქმარმა მაინც ასესხა თავის დას ძალიან დიდი თანხა. ახლა მას ვალის დასაბრუნებელი ფული არა აქვს. მე მინდა, რომ ვუჩივლო, რადგან ვალის ხელწერილი მაქვს, მაგრამ დედამთილი მეხვეწება, რომ ეს არ გავაკეთო. დედამთილი ამბობს, რომ ვალს ნელ-ნელა პენსიიდან დაფარავს. მისი პენსიიდან გამომდინარე, ის ამ ვალს არასოდეს დაგვიბრუნებს.

როგორ მოვიქცე? ეს თანხა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ამ ფულს წლების განმავლობაში ვაგროვებდით. ახლა კი რა, უბრალოდ ვაჩუქოთ ჩემი ქმრის დას? რატომ უნდა ვიყოთ ასეთი გულუხვები და კეთილები? მილიონერები ხომ არ ვართ. მე და ჩემი მეუღლე დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, საკუთარი თავის და ჩვენი შვილების ნორმალურად უზრუნველსაყოფად.

ჩემი მეუღლის და, ანა, 42 წლისაა. მშობლებმა მას ძალიან კარგი განათლება მისცეს, რეპეტიტორებისთვის ფულს არ იშურებდნენ. შედეგად, ანამ უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა. მან ძალიან კარგად იცოდა სამი ენა და ცოტა ნაკლებად იცოდა კიდევ სხვა სამი ენა. მისი მშობლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ქალიშვილს ბრწყინვალე მომავალი ელოდებოდა.

მაგრამ ანა სრულიად სხვაგვარად მოიქცა. მეხუთე კურსზე სწავლისას, შეუყვარდა ბიჭი შორეული პატარა სოფლიდან, ცოლად გაყვა და წავიდა მასთან საცხოვრებლად.დღემდე იქ ცხოვრობენ. წლების განმავლობაში ანას და მის მეუღლეს ხუთი შვილი შეეძინათ. ვინ აჩენს ამდენს ჩვენს დროში?

სოფელში ნორმალური სამსახური არ არის. ისინი ცხოვრობენ თავიანთი ბაღებითა და მეურნეობებით. გოჭების გამრავლება სცადეს – მაგრამ ეს სრულიად წამგებიანი აღმოჩნდა. ბროილერების გამრავლება სცადეს, მაგრამ რატომღაც არც ეს გამოუვიდათ. ძროხების საქმეც ვერ წავიდა კარგად.

მოკლედ, ანა სკოლაში მუშაობს, ხოლო მისი ქმარი ხან სად და ხან სად. ბავშვებს  უზრუნველყოფა და კვება სჭირდებათ.ჩემი დედამთილი მათ მუდმივად ეხმარებოდა, როცა მუშაობდა. ბავშვებისთვის ტანსაცმელს და სასკოლო ნივთებს ყიდულობდა. ეს გასაგებიცაა, რადგან ახლა ყველაფერი ძალიან ძვირია და 5 ბავშვის უზრუნველყოფაა საჭირო ყველა აუცილებელი ნივთით.

წელს ანას უფროსი ვაჟი სკოლას ამთავრებს. არსად არ აპირებს სწავლის გაგრძელებას. ის უბრალოდ ჯარში წავა.ერთი წლის წინ ანას ქმარმა ტრაქტორის ყიდვა გადაწყვიტა, რათა სოფელში მიწები დაემუშავებინა. ის ფიქრობდა, რომ ეს ძალიან მომგებიანი იქნებოდა. მაგრამ მათ ძველი ტრაქტორის საყიდლადაც კი არ ჰქონდათ ფული. სამაგიეროდ, ფული გვქონდა ჩვენ.

ანა გამუდმებით ჩემს ქმარს ურეკავდა და ჩემი დედამთილიც. ისინი ჩემს ქმარს იგივეს სთხოვდნენ, ანასთვის ფულის სესხებას. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვიცოდი, რომ ასეთ თანხას ვერასდროს დაგვიბრუნებდნენ. მაგრამ, ბოლოს, ჩემს ქმარს მოთმინება ამოეწურა, დანებდა და მისცა ფული თავის დას. მან მისგან ხელწერილი მოითხოვა.

თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ შემდეგ კატასტროფა მოხდა: ტრაქტორი დაიწვა. ახლა ქმრის და ზარებს არ პასუხობს. მესმის, რომ ვალის დასაფარი ფული არ აქვთ.ამ ფულის გამო მე და ჩემმა ქმარმა უკვე ბევრჯერ ვიჩხუბეთ. ცოტა ხნის წინ დედამთილთან მომივიდა დიდი ჩხუბი. დედამთილი მთხოვს, რომ ქალიშვილს არ უჩივლო, მეუბნება, რომ ვალს პენსიიდან გადაიხდის. მისი პენსია ძალიან მცირეა. დედამთილმა 200 წელი უნდა იცოცხლოს, რომ ამ ვალის გადახდა შეძლოს.

არ მინდა ამხელა თანხის ჩემი ქმრის დისთვის ჩუქება. მალე მოგვიწევს, რომ შვილებს ინსტიტუტებში ვასწავლოთ. სად ვიშოვოთ ამის ფული? ჩვენ ოლიგარქები არ ვართ.არ ვიცი, რა ვქნა. იქნებ ვუჩივლო ჩემი ქმრის დას? ვალი მასწავლებლის ხელფასიდან გადაიხადოს.ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი მეფური საჩუქრების გაკეთება. ახლა ყველას უჭირს, მაგრამ მაინც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა იქონიო.