ეჰ, მარი, შენ უკვე “დეიდად” გადაიქეცი? ეს სულ შენი სულელური სერიალებისა და ფორუმების ბრალია! – მითხრა ჩემმა ქმარმა

0
468

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე მარი მქვია. ვარ 37 წლის. გათხოვილი ვარ და მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს.ჩემს ქმარს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღის აღნიშვნა მიღებული არ არის, ჩემმა ქმარმა მაინც დაპატიჟა რამდენიმე მეგობარი, ცოლებთან ერთად. მომიწია, რომ მათთვის სუფრა გამეშალა.

დღესასწაული დასრულდა. მაგიდის ალაგება დავიწყე. გიორგი კი მეუბნება:

  • ჯერ არ არის საჭირო მაგიდის ალაგება. ჩვენი სტუმრები ჯერ არ წასულან!
  • უბრალოდ ჭურჭელს გავრეცხავ. ამით ვინმეს ხელს შევუშლი? ამ დროს კი, ეს მეტიჩარა ანა, ჩემი ქმრის მეგობრის ცოლი ამბობს:
  • არა, ჩვენ უკვე მივდივართ. უკვე გვიანია. მარიმ ჩვენთვის ეს ყველაფერი მოამზადა. ძალიან დაღლილია. დაისვენოს!

ყველა ადგა და სახლში წავიდნენ. ჩემმა ქმარმა ისინი გააცილა და ჩემით ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდა: რატომ ანიშნე სტუმრებს ასე ადრე, რომ წასვლის დრო იყო?ამ ანას ვერ ვიტანდი. ჩემს ქმარს ჩემთვის მაგალითად ყოველთვის ის მოჰყავდა, თუ როგორი ლამაზი და ჭკვიანია ეს ანა.რა ჰქონდა მას ლამაზი? ეს ანა ას კილოგრამზე მეტს იწონიდა. ის უბრალოდ დედოფალივით იქცეოდა. არც, როგორც დედა იყო შესანიშნავი. მხოლოდ ერთი შვილი გააჩინა და ისიც გასაზრდელად დედამისს დაუტოვა. ბიჭი მხოლოდ მაშინ წამოიყვანა, როდესაც 7 წლის გახდა და სკოლაში უნდა მიეყვანა. მთელი ამ წლების მანძილზე ანა და მისი ქმარი საკუთარი თავისთვის ცხოვრობდნენ, მოგზაურობდნენ, ისვენებდნენ, საკუთარ თავზე ზრუნავდნენ.

ანა მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას. მან ყოველთვის იცოდა ხუმრობა, იცოდა როგორ მოეყოლა რაიმე ლამაზად. ყველა დიდი სიამოვნებით უსმენდა მას და რჩევასაც ხშირად ეკითხებოდნენ. მე ასე ვერასდროს მოვიქცეოდი და ამიტომ ძალიან მშურდა ანასი.ასე იყო ამჯერადაც. სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ სტუმრები რაც შეიძლება მალე წასულიყვნენ.ამას წინათ ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ “დეიდად” გადავიქეცი.

  • რატომ? მე მხოლოდ ორმოცდაათ კილოგრამს ვიწონი. სამი შვილი გაგიჩინე! აი შენი სათაყვანებელი ანა ცენტნერს იწონის და შენ ის “დეიდად” არ მიგაჩნია!
  • წონაზე არ ვსაუბრობ! შენს თავში გადაიქეცი ნამდვილ “დეიდად”. უბრალო სოფლელი ქალის აზრები და სურვილები გაქვს. ტვინი ცხიმში დაგეკარგა! ჩვენი შვილები უკვე სკოლაში დადიან, შენ კი ჯერ არ გასულხარ სამსახურში! მუდმივად სახლში ზიხარ და შენს სულელურ სერიალებს უყურებ! მხოლოდ დედაშენს ეკონტაქტები და ეგაა. სულაც არ იყავი ასეთი, როდესაც გაგიცანი და ცოლად მოგიყვანე! რას უკეთებ საკუთარ თავს?
  • შვილებს გიჩენ და გიზრდი!
  • ჩვენი შვილები დიდი ხნის წინ გაიზარდნენ და ახლა მთელი დღე სახლში ჯდომის აუცილებლობა არ არის! სამსახურში გადი!

ბავშვებთან არასოდეს ვიღლებოდი. დედა ყოველთვის მეხმარებოდა. გიორგიმ, მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, მეორე სამსახური მოძებნა. მე და დედაჩემი დღის განმავლობაში ყველაფრის გაკეთებას ვასწრებდით, შემდეგ კი მშვიდად ვსხდებოდით ჩვენი საყვარელი სერიალის საყურებლად. მე და დედაჩემს ძალიან გვიყვარდა სერიალები, ჩემი ქმარი კი უბრალოდ ვერ იტანდა:

  • მარი! არ გინდა ამ სერიალების ყურება! დაბეჩავდები! სამსახურში უნდა გახვიდე, თვითგანათლებით დაკავდე! ანასთან შეგიძლია ნებისმიერ თემაზე ისაუბრო, მაგრამ შენთან? შენ ხომ შენი სულელური სერიალებისა და იმ სისულელეების გარდა, რასაც შენს ფორუმებზე წერენ, აბსოლუტურად არაფერი გაინტერესებს! ნამდვილი “დეიდა” გახდი!
  • მაშინ წადი შენს ანასთან და მასთან იცხოვრე!
  • შენ სულ გაგიჟდი. ანა ჩემი საუკეთესო მეგობრის ცოლია! მე არ ვაპირებ მათი ოჯახის დანგრევას! შენ კი დროა შეიცვალო!
  • არ მინდა შეცვლა! ყველაფერი მომწონს ჩემს ცხოვრებაში. სამსახურში გასვლაც არ მინდა!

ახლა ჭურჭელს გავრეცხავ და ჩემი საყვარელი სერიალის საყურებლად დავჯდები. და მეტი არაფერი მჭირდება…რა კარგია, რომ სტუმრები უკვე წავიდნენ…