სამწუხაროა, რომ ყოფილ დედად ვიქეცი, მას შემდეგ, რაც თითქმის ათი წლის მანძილზე ვზრდიდი სხვის შვილს

0
767

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ელენე მქვია. ახლა ოცდათოთხმეტი წლის ვარ. უკვე ორ წელზე მეტია მარტო ვცხოვრობ. ახლა ოჯახი არ მყავს, მაგრამ ცოტა ხნის წინ არა მხოლოდ ცოლი, არამედ დედაც ვიყავი.ასე როგორ მოხდა? ჩვენი ცხოვრება სრულიად არაპროგნოზირებადია. ზოგჯერ მართლაც საოცარი და უბრალოდ წარმოუდგენელი რამ ხდება. ასე დამემართა მეც.

როდესაც ოცდაორი წლის ვიყავი, გიორგი გავიცანი. ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდა იყო. მაშინვე მითხრა, რომ შვილი ჰყავდა. მისი ვაჟი მხოლოდ შვიდი თვის იყო. ბიჭის დედამ შვილი მიატოვა და სადღაც გაიქცა. გიორგი შვილს თავად ზრდიდა.მე გიორგი ძალიან მომწონდა, მასთან ძალიან საინტერესო იყო. მინდოდა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო და ბავშვი რომ ჰყავდა, იმანაც არ დამაფრთხო. პირიქით, აღფრთოვანებული ვიყავი გიორგის საქციელით, რომელმაც არ მიატოვა შვილი და მასზე ზრუნავდა.

ოთხი თვის შემდეგ გიორგისთან გადავედი საცხოვრებლად. ჩემში დედობრივმა ინსტინქტმა მაშინვე გაიღვიძა და ნიკა საკუთარი შვილივით შემიყვარდა. მე ბავშვზე ვზრუნავდი, ვაჭმევდი, ვეთამაშებოდი, ყველაფერს ვყიდულობდი, ვმკურნალობდი, როცა ავად იყო. ნიკასთვის ნამდვილი დედა გავხდი.მე და გიორგი სამოქალაქო ქორწინებაში ვცხოვრობდით, მაგრამ ძალიან ძლიერი და კარგი ოჯახი გვქონდა. ყველას უკვირდა, როდესაც იგებდნენ, რომ ნიკას ნამდვილი დედა არ ვიყავი. ასე ცხრა წელზე მეტ ხანს ვიცხოვრეთ.

შემდეგ გიორგიმ შემატყობინა, რომ უნდა დავშორებულიყავით. მას სხვა შეუყვარდა და ჩემთან ცხოვრება აღარ შეეძლო.ამ ამბავმა ძალიან დამაღონა, მაგრამ უფრო მეტად იმის გამო დავღონდი, რომ მან ნიკას ნახვა ამიკრძალა. გიორგის აზრით, თუ ბავშვი მე არ მნახავდა, ის უფრო მალე მიეჩვეოდა მამამისის ახალ ცოლს. ბავშვის გრძნობებზე გიორგის საერთოდ არ უფიქრია.

ნივთები ჩავალაგე და საცხოვრებლად დედასთან გადავედი. ძალიან ვნერვიულობდი, გიორგიმ რომ მიმატოვა. მაგრამ უფრო მეტად ნიკა მენატრებოდა, ის ხომ ჩემთვის ნამდვილ შვილად იქცა. ვერ ვპატიობდი გიორგის იმას, რომ ნიკას ნახვას მიშლიდა.ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. მოკლედ, უბრალოდ სამსახურში მივდიოდი, საღამოს კი სახლში ვბრუნდებოდი. გამუდმებით ნიკაზე ვფიქრობდი. ასე ვცხოვრობდი. არც კი მიფიქრია, რომ ვინმეს შევხვედროდი.

ასე გავიდა ორი წელი. ერთ დღეს სავაჭრო ცენტრში წავედი საყიდლებზე და შემთხვევით გიორგის და ნიკას შევხვდი. ბიჭს მივვარდი, ჩავეხუტე და გადავკოცნე.ძალიან გამიხარდა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ნიკა არც კი მომსალმებია. ისე შემომხედა, თითქოს უცხო ვიყავი, ჩუმად შებრუნდა და წავიდა.ავტირდი. ძალიან მეწყინა. მე ხომ მას ამდენი წელი საკუთარი შვილივით ვზრდიდი. რამდენი რამ გავაკეთე მისთვის! რამდენი ღამე არ მძინებია, როცა ავად იყო.

როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის დავიწყება? მე მისთვის დედა ვიყავი, მე ხომ ასე კარგად ვზრუნავდი მასზე! მან კი ზურგი მაქცია! ასე როგორ შეიძლება?!