წლიდან წლამდე ყვავილებს აქტივირებული ნახშირით ვკვებავ, შედეგი გასაოცარია

0
1573

რით გამოვკვებოთ ოთახის ყვავილები შუასეზონურ პერიოდში? ამინდი იცვლება და ეს ბუნების თითოეულ ელემენტზე აისახება. არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ოთახის მცენარეებიც დარდობს. ადამიანს საკუთარი თავის მოვლა შეუძლია, ყვავილებზე ზრუნვაც არ უნდა დაივიწყოს. Paparazzi საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი საკვების, აქტივირებული ნახშირის გამოყენებას გირჩევთ.

რით გამოვკვებოთ ოთახის ყვავილები – ობსიდიანის მრგვალი ნახშირი ცნობილია მათთვის, ვისაც ორქიდეასთან საქმე აქვს. მაგალითად, თუ ამ პრეტენზიული ყვავილის ნაწილი გადარგვისას უნდა გადაჭრათ, აქტივირებული ნახშირის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მცენარეს დაზიანებული ნაწილი ფრთხილად მოაშორეთ და გადანაჭერს ცნობილი სორბენტის ფხვნილი მოაყარეთ. ითვლება, რომ ასე ორქიდეა შემდგომი დაზიანებისგან დაცულია.

დიდი სარგებელი – რატომ გამოიყენება საკვებად ისეთი მარტივი კომპონენტი, როგორიც აქტივირებული ნახშირია? ცნობილი ბრენდების საშუალებებთან შედარებით ძალიან იაფია. იქნებ, ისეთი ეფექტური ნამდვილად არაა, როგორც მისი პროფესიონალური ალტერნატივები, მაგრამ რაღაც შეუძლია. აქტივირებული ნახშირი სორბენტია, რომელსაც ჭარბი სითხის და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების მოშორება შეუძლია. ადამიანები მას ტყუილად არ იღებენ, როცა კუჭს სასწრაფო დახმარება სჭირდება. ნახშირი მიწის ჭარბ მჟავიანობას ანეიტრალებს, უსარგებლო აორთქლებასა და ლითონებს უმკლავდება. ისინი ყვავილებს ღია ფანჯრიდან ბინძურ ჰაერთან ერთად შეიძლება მოხვდეს.

მარტივი მეთოდები – რაც შეეხება სხვა მცენარეებს? არა ორქიდეას. როგორ გამოვკვებოთ აქტივირებული ნახშირით? ასეთი არასტანდარტული საკვების მიწოდების ორი მეთოდი არსებობს: მშრალი და სველი. მშრალი მეთოდისთვის 2 აბი ნახშირი რამდენიმე ნაწილად დაყავით. ეს რაოდენობა საშუალო ზომის მცენარისთვის ოპტიმალურია. ქოთანში მიწა რამდენიმე ადგილას 2-3 სმ–ზე ფრთხილად ჩააღრმავეთ. მასში ნახშირის ნატეხი ჩადეთ და მიწა მოაყარეთ. შემდეგ მსუბუქად მორწყეთ. ნახშირის უბრალოდ მიწაზე მიმოყრა რეკომენდებული არაა. ეფექტური არაა. ოთახის ყვავილების გამოკვების სველი მეთოდი უფრო სრულყოფილი მორწყვაა. ამისთვის რამდენიმე აბი ნახშირი თბილ წყალში გახსენით. ასეთი წყლით მცენარე მორწყეთ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლომდე შეიწოვოს. ითვლება, რომ მშრალი მეთოდი უფრო ეფექტურია, მაგრამ ორივე ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ და შეადაროთ.

რით გამოვკვებოთ ოთახის ყვავილები სახლში – აქტივირებული ნახშირი ერთადერთი საგანძური არაა, რომელიც სახლში შეგიძლიათ იპოვოთ. ოთახის მცენარეების საკვებად ბანანის ან მანდარინის ქერქის ნაყენიც გამოგადგებათ. ცივ სეზონზე პოპულარული ხილია. ხელმისაწვდომი საკვების სასარგებლო რეცეპტს გიზიარებთ. 1 ლ ნელთბილი წყალი და წვრილად დაჭრილი ბანანის ან მანდარინის ქერქი მოამზადეთ. ამ კომპონენტების შერევა არ ღირს, ამიტომ ერთ–ერთი აირჩიეთ. მაგალითად, მანდარინის ქერქი. ხილის ქერქი 2–3 საათით დააყენეთ. როცა წყლის ყვითლად შეღებვას შეამჩნევთ, მცენარე მორწყეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნარევი ცხელი არ იყოს, რადგან ასე მცენარეს დააზიანებთ. გისურვებთ, რომ თქვენი ყვავილები მთელი წელი დიდებული ყვავილობით გახარებდნენ.