დუბაიში, ქორწილზე შეჭამეს 1 მლნ დოლარის ღირებულების პატარძალი.

1530

პროფესონალმა კონდიტერებმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თავიანთ საქმეში წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიეს. თუ მანამდე ხალხი ჩვეულებრივ შოკოლადის ბისკვიტზე აღფრთოვანდებოდა, ახლა ოსტატებმა ხელოვნების შეჭმადი ნიმუშების დამზადება ისწავლეს.

გემრიელი ტორტი ნებისმიერ დღესასწაულს უხდება, ამიტომ ქორწილებზე, როგორც წესი, საკმაოდ ბევრს იხდიან ამ გემრიელობის დამზადებაში. ხოლო თუ საუბარი არაბულ ქორწილზეა, საქმეში ერთვება ტორტები, მორთული ბრილიანტებით…

ბრიტანელი მხატვარი, დები ვინგჰემი გიჟდება დასამახსოვრებელი ნივთების შექმნაზე. სწორედ მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კაბა და ფეხსაცმელი, რომელთა საერთო ღირებულება 20 მლნ დოლარს აღემატება.

ერთხელ, დუბაის მაცხოვრებლებმა დების სთხოვეს საწორწილო ტორტის დამზადება პატარძლის ფორმით. საპასუხოდ მან ითხოვა 1000 კვერცხისა და 50 კგ ბელგიური შოკოლადის შეძენა და საქმეს შეუდგა.

ტკბილი პატარძლის დასამზადებლად 10 საათი დასჭირდა. ტორტი მორთო საიუველირო ნაკეთობებითა და 500 ხელნაკეთი ყვავილით. ტორტი სიმაღლით ზუსტად პატარძლისხელა იყო, თუმცა წონით 100 კგ-ს გადააჭარბა.

ამ ყველაფერზე კი 1 000 000$ დაიხარჯა. ფიქრობთ, ეს ყველაზე ძვირადღირებული ტორტია სამყაროში? ცდებით! 1 წლით ადრე, დებიმ გამოაცხო სიგრძით ორმეტრიანი და წონით 450 კგ ტორტი, რომელიც 75 მლნ დოლარად შეფასდა!

სამწუხაროა მხოლოდ ერთი მომენტი – ტრაპეზის შემდეგ, მილიონიანი ტორტისგან აღარაფერი დარჩება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს