სად იპოვა მან ასეთი შეუხედავი გოგონა? ის მას საერთოდ არ შეფერება! – უთხრა ეკამ თავის ქმარს

0
3315

მინდა გიამბოთ ორი სიყვარულის ისტორია, სადაც გარეგნობას არანაირი როლი არ უთამაშია.არის ერთი ოჯახი, რომლის წარმომადგენელი მამაკაცები ყოველთვის ძალიან ლამაზები იყვნენ, მაგრამ ცოლად, რატომღაც არც თუ ისე ლამაზი ქალები მოჰყავდათ.

როდესაც გიორგიმ თავისი ნანა მოიყვანა მშობლების გასაცნობად, ეკა კარგა ხანს გონს ვერ მოდიოდა. მხოლოდ ზრდილობა და აღზრდა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ამდგარიყო და სუფრიდან გასულიყო. შვილის შეყვარებულის გაცნობამ კარგად ჩაიარა, მაგრამ როგორც კი ნანა და გიორგი წავიდნენ, ეკამ თქვა:

  •  სად იპოვა მან ასეთი შეუხედავი გოგონა? ის მისი შესაფერისი საერთოდ არ არის!
  • რას ლაპარაკობ?! ჩვენი თავი გაიხსენე! ჩვენ ოჯახში ყველა მამაკაცს მხოლოდ ერთი ქალი უყვარდება! გახსოვს რამდენჯერ გთხოვე ცოლად გამოყოლა და რამდენჯერ მითხარი უარი. მხოლოდ მაშინ დამთანხმდი, როდესაც უკვე შვიდი თვის ორსული იყავი! ჩვენს ბიჭს ნანა დიდი ხანია მოსწონს. ის ძალიან ბედნიერი იყო, როცა ის პირველ პაემანზე დათანხმდა! მან ყველაფერი მიამბო მის შესახებ. როგორ არ აქცევდა მას ყურადღებას. ასე რომ, ჩემო საყვარელო ეკა, ქორწილისთვის უნდა მოვემზადოთ. შენ დაისვენე, მე კი წავალ და ჭურჭელს გავრეცხავ. სხვათა შორის, ნანა ძალიან მომეწონა – მოკრძალებული, მშვიდი და გონიერი გოგონაა. შენს ახალგაზრდობას მახსენებს. გიორგი მას ისეთი თვალებით უყურებს! მე და შენ ლამაზი ბიჭი გვყავს, მაგრამ ადამიანში სილამაზე არ არის მთავარი. მთავარი ადამიანის სულია. ეს ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით!

შალვა ჭურჭლის გასარეცხად წავიდა, ეკა კი სავარძელში ჩაჯდა და ფიქრი დაიწყო. მას ყველაფერი გაახსენდა. გაახსენდა როგორ გაიცნო შალვა. არც ის მოსწონებია მაშინვე, მის მომავალ დედამთილს. ლამაზი არ არის და ჩემ შალვას არ შეეფერებაო. მაგრამ შალვა ასე არ ფიქრობდა. მას ეკა ნამდვილად შეუყვარდა და მისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დასდევდა ეკას – უნივერსიტეტის მეორე კურსიდან.

ეკამ იცოდა, რომ ის არ იყო ლამაზი, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა იმის დაჯერებაზე, რომ მათი კურსის ყველაზე ლამაზ ბიჭს მისი შეყვარება შეეძლო. ამიტომ, ეკა, დიდი ხნის მანძილზე დასცინოდა შალვას და უარს ამბობდა მის ყურადღებაზე.თუმცა, ბოლოს მაინც დანებდა და ეს არასოდეს უნანია. მან შალვას ორი მშვენიერი ვაჟი გაუჩინა. უფროსი ვაჟი უკვე დაქორწინებული იყო, გიორგიმ კი ახლა გააცნო თავისი შეყვარებული.

იქნებ შალვა მართალია და დროა ქორწილისთვის მოემზადოს. შესაძლოა, გიორგიც, მამამისისნაირია და სხვა არ შეუყვარდება.ეკა დარწმუნებული იყო, რომ ქორწინების მთელი წლების განმავლობაში ქმარს მისთვის არასოდეს უღალატია. მან გაათავისუფლა ეკა მრავალი საშინაო საქმისგან, ხშირად ყიდულობდა პროდუქტებს და თავად ამზადებდა საჭმელს, რაც ეკას დასვენების საშუალებას აძლევდა. და კიდევ, შალვა ხშირად ანებივრებდა თავის საყვარელ ეკას და მის საყვარელ ნამცხვრებს და ნაყინს ყიდულობდა.

კარგია, რომ მაშინ ეკამ არ დაუჯერა თავის დაქალებს, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ შალვას ცოლად არ გაჰყოლოდა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ასეთი ლამაზი ბიჭი არასოდეს იქნებოდა მისი ერთგული. მაგრამ ეკამ საკუთარ გულს დაუჯერა და არ შემცდარა.გავიდა ორი წელი. გიორგი ნანაზე დაქორწინდა. ისინი შესანიშნავად ცხოვრობენ. ნანა მშვენიერი ადამიანი, შესანიშნავი დიასახლისი და დედა აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ ის და გიორგი მშვენიერი ტყუპების მშობლები გახდნენ. ბიჭები მამასავით ლამაზები დაიბადნენ.

  • კარგია, რომ ჩვენში სილამაზე მამრობითი ხაზით გადაეცემა, – სიცილით უთხრა ბედნიერმა შალვამ თავის ცოლს.