იდეალური ოჯახი 14 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა

0
2570

ამბობენ, რომ ქორწინება ზეცაში წყდება. დავამატებთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ინგრევა. ჩვენი მკითხველის, ინგას მეუღლე იდეალური ჩანდა. ოჯახისთვის არაფერს იშურებდა, მზრუნველი და კეთილი იყო. მათი ოჯახი 14 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. რატომ მოხდა ასე?

ბედნიერი ოჯახი დაინგრა – ინგა კარს გაოცებული უყურებდა. ვერ იჯერებდა, რომ ქმარს უკან არც მოუხედავს, კარი ცივად გაიხურა და ჩემოდნებით ხელში წავიდა. ფიქრობდა, რომ იდეალური ოჯახი ჰქონდა. ერთად 14 წელი იცხოვრეს, ორი მშვენიერი ბავშვი აღზარდეს. ფიქრობდა, რომ ერთმანეთი უყვარდათ ისე, როგორც პირველი შეხვედრისას. ცდებოდა.

ძალიან ადრე იქორწინეს: ორივე ჯერ კიდევ 20 წლის არ იყო. მშობლები ნაადრევ ქორწინებას არ იწონებდნენ, მაგრამ რა შეეძლოთ. ინგა ორსულად იყო. მომავალმა ცოლ–ქმარმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, კურსელები იყვნენ. ინგამ ლაშას ყურადღება მაშინვე მიიქცია: მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი გოგონა მოციმციმე თვალებით. ბიჭი პაემანზე დაპატიჟებას დიდხანს ვერ ბედავდა. უარის ეშინოდა.

ახალგაზრდული სიყვარულის ზღაპარი – თავის მხრივ, ინგასაც მოსწონდა. ჯგუფის ლიდერი, სამართლიანი და პატიოსანი. ყველაფერში თამამი იყო, გოგოებთან ურთიერთობის გარდა. ქალის გვერდით წითლდებოდა. ისეთი თამამი არ იყო, როგორც სხვები, არ სეირნობდა, წვეულებებზე არ იკარგებოდა. ამით ინგას ყურადღება მიიპყრო. ლაშას მთელი წელი დასჭირდა, სანამ ინგას პაემანზე დაპატიჟებას გაბედავდა. რა თქმა უნდა, ისიც მაშინვე დათანხმდა. ჯერ მიხაკები აჩუქა და ლექსები მიუძღვნა, რამდენიმე თვეში უკვე მასთან ღამით რჩებოდა. შედეგმა არ დააყოვნა. მალე ინგამ ორსულობის შესახებ განუცხადა. ლაშამ საყვარელ ქალს უყოყმანოდ ხელი სთხოვა. პატარა, მაგრამ ძალიან მხიარული ქორწილი გადაიხადეს. ნათესავები შეიკრიბნენ, მეგობრებმა მიულოცეს. ახალდაქორწინებულნი უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ. როცა პატარა დაიბადა, ლაშა ნამდვილი მამაკაცივით მოიქცა. დილიდან დაღამებამდე მუშაობდა, რომ ახალგაზრდა ოჯახს არაფერზე უარი არ ეთქვა. საღამოს ბავშვის ტანსაცმელს აუთოებდა, რომ ცოლს დაესვენა. დილით, ბავშვთან გატარებული უძილო ღამის შემდეგ ისევ სამსახურში მიდიოდა.

იდეალური მამაკაცი – ინგას უხაროდა, რომ ასეთი მშვენიერი ქმარი ჰყავდა. მზრუნველი, გამგებიანი და სახლში კარგი ფულიც შემოჰქონდა. მეგობრებს მისი შურდათ: ყველა ზარმაც ქმარზე წუწუნებდა, სხვები საერთოდ გათხოვილნი არ იყვნენ. თანდათან ინგამ ქმრის მცდელობა მოვალეობად მიიღო. ვახშმის მომზადება, ასევე რეცხვა მისი მოვალეობა გახდა. ინგა საკუთარ თავზე ზრუნავდა, რადგან უკვე მეორე ბავშვზე ორსულად იყო. რა თქმა უნდა, ლაშას მუშაობა და საოჯახო საქმეების შესრულება უჭირდა. მაგრამ იცოდა, რომ საყვარელ ქალს, შვილების დედას უნდა დახმარებოდა. წლები გავიდა, ინგამ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა დაიწყო. დღის პირველ ნახევარს ოფისში ატარებდა, შემდეგ სახლში დასასვენებლად მიდიოდა. სანამ ბავშვებს ბაღიდან და სკოლიდან გამოიყვანდა, რამდენიმე საათით იძინებდა, რომ ქმრისთვის თავი მოეწონებინა. ლაშა ოჯახს იშვიათად ნახულობდა. ახლახანს ოჯახის სარჩენად კიდევ ერთი სამსახური დაიწყო. მამაკაცი შეფმზარეული იყო, ამიტომ, როგორც წესი, ვახშამი რესტორნიდან მოჰქონდა. ინგას ქურასთან დგომა საერთოდ არ უწევდა.

ბედნიერება ერთ წამში დასრულდა – ასე იყო ავბედით საღამომდე. ინგა სახლში მოვიდა, დაიძინა, რომ ქმრის მოსვლამდე გალამაზებულიყო. ოჯახის დანგრევაზე არც უფიქრია, ლაშა არასდროს წუწუნებდა. თავად ყოველთვის მოვლილი იყო და ქმარს სხვა ქალებივით არ ეჩხუბებოდა. იმ დღეს ლაშა ადრე მოვიდა.

– ძვირფასო, რატომ მოდი ასე ადრე? რამე მოხდა? – ინგა კატასავით ქმრის კალთაში ჩაჯდა. მაგრამ ლაშა ადგა და ცოლს თავისი ადგილი დაუთმო.

– ეს მოხდა. შენგან მივდივარ, – განაცხადა ქმარმა.

ინგამ ქმარს 14 წლის განმავლობაში პირველად სხვა თვალით შეხედა. დაღლილი, დაქანცული და ძლიერ დაბარებული. ნუთუ ასეთი იყო, როცა დავოჯახდით? სად არის ძველი ნაპერწკალი თვალებში?

– ალბათ, ხუმრობ. წასვლის უფლება არ გაქვს! – დაჟინებით ამბობდა ინგა.

– თან როგორ მაქვს, – უპასუხა ლაშამ და ჩემოდნების ჩალაგება დაიწყო. – არ იდარდო, შვილების დახმარებას გავაგრძელებ. სახლზეც პრეტენზია არ მაქვს.

– სხვა გყავს? გულწრფელად მითხარი! – ევედრებოდა ცოლი.

– არავინ მყავს და ამის შესახებ კარგად იცი. უბრალოდ აღარ მიყვარხარ, – გულწრფელად უპასუხა ქმარმა.

კარი გაიჯახუნა და ბედნიერი ცხოვრებაც დასრულდა. ინგა ერთ ადგილზე იდგა და ვერ ხვდებოდა, რატომ დაინგრა მათი ოჯახი და ვინ იყო დამნაშავე.