შვილი ჩემი მეგობრის შვილისგან გავაჩინე. მე მას ბავშვობიდან ვიცნობდი

0
380

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.

მე მქვია ნატალია, ახლა 51 წლის ვარ. მე და ჩემი ქმარი დავშორდით, როდესაც ჩვენი შვილები უკვე დიდები იყვნენ. ჩვენი ქორწინების მთელი წლების განმავლობაში ის მღალატობდა. ამის შესახებ ყოველთვის ვიცოდი: ბოლოს და ბოლოს, ტყუილად ხომ არ ვმუშაობდი პოლიციაში მთელი ცხოვრება. შვილების გამო ქმრის ღალატს ვითმენდი და ჩუმად ვიყავი.

მყავდა საუკეთესო მეგობარი – მარი. მე და ის სკოლიდან ვმეგობრობდით. მარი ქმარს გაშორდა, როდესაც მისი ვაჟი ლაშა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. მარიმ შვილი მარტომ გაზარდა.

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვეხმარებოდით ერთმანეთს. მერე ჩვენი შვილები გაიზარდნენ. ჩემმა შვილებმა ისწავლეს, სამსახური იშოვეს და საკუთარი ოჯახები შექმნეს. მე კი მარტო დავრჩი მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი თავის ახალგაზრდა საყვარელთან წავიდა.მე და მარი უფრო დავახლოვდით, ხან საღამოობით ჩაის ვსვამდით ერთად, ხან ზღვაზე მივდიოდით დასასვენებლად. ასე ვცხოვრობდით.

შემდეგ მარიმ შალვა გაიცნო. მისი ვაჟი, ლაშა, მათი ურთიერთობის წინააღმდეგი ყო. მარიმ მთხოვა, რომ მის შვილს ცოტა ხანს ჩემს სახლში ეცხოვრა, სანამ ლაშასთვის სახლს მოძებნიდნენ. ცოტას დავფიქრდი და დავთანხმდი.

ლაშა ყოველთვის ძალიან კარგი ბიჭი იყო. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. თუმცა, ლაშა უკვე გაიზარდა – ის ახლა ოცდათორმეტი წლისაა, მაგრამ ჯერჯერობით არ დაქორწინებულა.მარიმ ლაშა სამუშაოდ მოაწყო კომპანიაში, რომელიც ჩემი სახლიდან არც თუ ისე შორს იყო და ლაშა ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად.

დავიწყეთ ერთად ცხოვრება. სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ მე და ლაშა ერთმანეთს დავუახლოვდით. ჩვენ ყველას დავუმალეთ ჩვენი ურთიერთობა. ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდებოდა.

უბრალოდ, მარი ხანდახან მეკითხებოდა, მისი შვილი ხომ არ მიშლიდა.მე ვპასუხობდი, რომ არ მიშლიდა. ლაშას ბინის შესახებ მარი დუმდა. ასე ვიცხოვრეთ ექვს თვეზე მეტ ხანს.მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მშვენივრად ვიცოდი, რომ ჩემთვის უკვე გვიანი იყო მშობიარობა, მაგრამ ლაშასთვის დრო იყო, რომ მამა გამხდარიყო. სწორედ შესაფერისი ასაკი ჰქონდა. ეს ამბავი ლაშას რატომღაც არ გაუხარდა, მაგრამ აბორტის გაკეთება არ დაუძალებია.

მოკლედ, მალე ყველამ გაიგო, რომ მე და ლაშას ურთიერთობა გვქონდა და მე ორსულად ვიყავი. მარიმ საშინელი სკანდალი ამიტეხა, ჩვენ ვიჩხუბეთ და ურთიერთობა შევწყვიტეთ.ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩემს შვილებს უფრო მშვიდი რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ არც აღფრთოვანებულები არ ყოფილან.

მარისი მშვენივრად მესმოდა, უბრალოდ ლაშა ძალიან შემიყვარდა.ორსულობა და ბავშვის გაჩენა ჩემს ასაკში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ გავუმკლავდი და ძლიერი და ჯანმრთელი ბიჭი გავაჩინე.დიდი იმედი მქონდა, რომ ლაშას თავისი შვილი შეუყვარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შვილს სახელიც კი ვერ შევურჩიეთ. ბოლოს, ჩემს შვილს სახელი მე შევურჩიე და კოტე დავარქვი.შვილს მხოლოდ მე ვუვლიდი. ლაშა მასთან ახლოსაც არ მიდიოდა. სამსახურიდან ხშირად ძალიან გვიან მოდიოდა და ამბობდა, რომ ძალიან იღლებოდა. ვხედავდი, რომ მეც და ჩვენი შვილიც ძალიან ვაღიზიანებდით.

როდესაც კოტე ტირილს იწყებდა, ლაშა ნამდვილ სკანდალს მიწყობდა. შემდეგ ლაშამ სმა დაიწყო და ხშირად მეუბნებოდა, რომ მზად არ იყო მამა გამხდარიყო და შვილი საერთოდ არ სჭირდებოდა.ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ლაშა დამეკარგა.შემდეგ მოვიფიქრე, რა უნდა მექნა: გადავწყვიტე ჩემი შვილი ჩემი ქალიშვილისთვის მიმეცა.

  • ნინი, წაიყვანე კოტე შენთან. ის შენთვის უცხო არ არის. მერე შვილი თქვენც გეყოლებათ, ბავშვები ერთად გაიზრდებიან და ყველაფერი კარგად იქნება.
  • დედა, სწორედ ახლა მინდოდა მეთქვა, რომ ორსულად ვარ და უკვე მესამე თვეში ვარ.
  • შესანიშნავია. შვილსაც გაზრდი და პატარა ძმასაც.

ნინიმ თქვა, რომ თავის ქმარს დაელაპარაკებოდა, მაგრამ გიორგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო:

  • დედაშენმა შვილი გააჩინა და უნდა, რომ ჩვენ გავზარდოთ! ახალი ამბავი! რა სითავხედეა! შვილი საკუთარ მამასაც არ სჭირდება და მე რაში მჭირდება? სიდედრმა თავად გაზარდოს თავისი შვილი! თავით უნდა ეფიქრა, როცა ამ ასაკში შვილის გაჩენა გადაწყვიტა.

ექვსი თვე გავიდა. ლაშამ მიმატოვა. მარტო დავრჩი პატარა ბავშვით ხელში.ძალიან მიჭირს! ჩემი სიძე მართალი იყო: გრძნობები გრძნობია, მაგრამ ყოველთვის თავით უნდა იფიქრო.ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა: უფრო დიდხანს ვიცხოვრო და ჩემი კოტეს გაზრდა მოვასწრო. ის ხომ ჩემს გარდა არავის სჭირდება, საკუთარ მამასაც კი.