8 ნოემბერს მთვარის დაბნელება ბევრს უეცრად თავს დაადგება. ბევრი საბედისწერო მოვლენა და სიურპრიზი მოსალოდნელია. ემოციური დაბნელება მოხდება, რადგან მთვარე ურანთან შეერთდება. მეორე ბოლოში, მზე და მერკური, უფრო შორს, ვენერა. ურანი ყოველთვის მოულოდნელობა, თავისუფლების სიყვარული, ამბოხი, ორიგინალურობაა, რომელიც ხშირად შოკში გვაგდებს. Paparazzi გიამბობთ, რა სასწაულებს უნდა ელოდოთ 8 ნოემბერს.
მთვარე და მთვარის დაბნელება – ეს დაბნელება კუროს მე-17 გრადუსში მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დიდ გავლენას ყაირათიან კუროზე მოახდენს. ამ ნიშანს ემოციების კონტროლი სჭირდება. ბევრი ადამიანის შემთხვევაში დაბნელება გავლენას ფინანსებზე ან ურთიერთობაზე მოახდენს, რადგან კურო (რესურსების პლანეტა) და ვენერა (ურთიერთობების პლანეტა) გაძევების მდგომარეობაში იქნება. ფინანსური სისტემა შეიძლება შეიცვალოს, ცხოვრების და კვების ღირებულება გაიზარდოს. დენის გაძვირების გამო კაფეები და რესტორნები შეიძლება დაიხუროს. 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით მთვარის დაბნელება განსაკუთრებით იგრძნობა, მაგრამ მისი გავლენა შეიძლება მთელი თვე იგრძნოთ.
დაბნელება ყოველთვის რაიმე კარმული გაკვეთილის დამუშავებას ეხება. ამ დაბნელებაში ბევრი პლანეტა მონაწილეობს, ამიტომ ამ ასტროლოგიურ გავლენას ძალიან ძლიერი და ღრმა გავლენა ექნება. ბევრი საიდუმლო ინფორმაცია გამოაშკარავდება. დაბნელება ცვლილებების და განვითარების ახალ ციკლს იწყებს. ასტროლოგიაში კურო–მორიელის ღერძი ფინანსებთან და გლობალურ ეკონომიკასთან ასოცირდება, ამიტომ რყევებს ისევ უნდა ელოდოთ.
ნებისმიერი დაბნელება ძლიერი ენერგეტიკული პროცესია, რომელიც ყველა ცოცხალს ეხება და მნიშვნელოვან პროცესებს იწვევს. მნიშვნელოვანია, დაიცვათ შემდეგი წესები: შორეულ მოგზაურობაში არ წახვიდეთ, ქორწილი ან ბიზნესი არ დაარეგისტრიროთ, ახალ სამსახურში არ მოეწყოთ. არ დაგეგმოთ ახალი საქმე, მსხვილ შესყიდვებს მოერიდეთ. აი, ცუდი ჩვევების მიტოვება და ახლის ფორმირება, სხვადასხვა სარგებლის მოსაზიდად რიტუალების ჩატარება, ტოქსიკური ურთიერთობის და დრომოჭმული შეთანხმებების გაწყვეტა საჭირო და მნიშვნელოვანია. უმჯობესია, რომ ეს დღე სახლში ოჯახთან ერთად გაატაროთ.
თუ ამ დღეს გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნება გსურთ, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. დაბნელება თქვენს პიროვნულ გამოხატვასთან, ცხოვრების ხალისთან, ინდივიდუალობასთან, პარტნიორებთან, სასიყვარულო ისტორიებთან, ფინანსებთან, კონტაქტებთან და ახლობლებთან ძალიან მძიმე სიტუაციას შექმნის. ყველას სხვადასხვა ნაკრები შეხვდება, ყველაფრის ერთდროულად ცდა არ ღირს. ასევე უნდა გამოავლინოთ თქვენი თავი იმ მხრიდან, რომლიდანაც სხვები არ გიცნობენ, იქნებ, თავადაც არ იცნობთ.
დაბნელების წერტილები სატურნთან და ურანთან კონფლიქტში იქნება, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის. პირველ რიგში, ესაა ავარიების და ტრავმების მაღალი მაჩვენებელი. ეკონომიკაში კრიზისი და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოსალოდნელია. გთხოვთ, თქვენს შფოთვასა და შიშზე იმუშავეთ, გაძლიერდით და საკუთარ თავს გაუფრთხილდით!
მთვარე და მთვარის დაბნელება 8 ნოემბერს ძლიერი იქნება და მას დაბნელებამდე 3 დღით ადრე და 3 დღის შემდეგ იგრძნობთ. მოკლედ რომ ვთქვათ: მიიმალეთ. საკუთარ თავს და ახლობლებს გაუფრთხილდით. ამ დღეებში არაფერი დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ წინ ყველაფერი კარგი გელით!