კვერცხის ნაჭუჭს არასდროს ვყრი. ზედმეტად ღირებულია და სასწაულებს ახდენს

0
3338

კვერცხის ნაჭუჭი საოჯახო საქმეში მხოლოდ გამოგადგებათ. სასარგებლო და საჭირო კომპონენტის გადაგდება არ იჩქაროთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი გონივრულად. ნამდვილად საინტერესო ხრიკია.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება – ბოსტანი ან კვლები კვერცხის ნაჭუჭის, როგორც სასუქის მთავარი მომხმარებელია. გაითვალისწინეთ, რომ ნაჭუჭი მაქსიმალურად უნდა დააქუცმაცოთ. რაც უფრო უკეთ გააკეთებთ, მით ეფექტურად შეიწოვს ნიადაგი სასარგებლო ელემენტებს. კვერცხის ნაჭუჭი კვლებს შეგიძლიათ მოაყაროთ, შემდეგ დაბაროთ, რომ სასუქმა იმოქმედოს.

ძირს მავნებლები – იცით, რომ კვერცხის ნაჭუჭით ლოქორებს შეგიძლიათ ებრძოლოთ? ლოქორა ბოსტნეულს, განსაკუთრებით კომბოსტოს დაუნდობლად ანადგურებს. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, რომ მოსავალი აღარაა. თუ ლოქორა თქვენს ბოსტანში დასახლდა, დაუყონებლივ ებრძოლეთ. როგორ დაგეხმარებათ კვერცხის ნაჭუჭი? დააქუცმაცეთ და მიმოფანტეთ იქ, სადაც მავნებლის წებოვანი კვალია. ნაჭუჭის ბასრი კიდეები ადამიანისთვის უსაფრთხოა, მაგრამ არა ლოქორასთვის. დაქუცმაცებული ნიგვზის ნაჭუჭი და პატარა კენჭები უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ.

იდეალური სისუფთავე – კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება ბოსტნით არ შემოიფარგლება. ჭუჭყიანი ზედაპირის გასაწმენდად გამოგადგებათ. მაგალითად, ობიან ადგილებში. ეს შეიძლება იყოს სამზარეულოს ზედაპირი ან კაფელი სააბაზანო ოთახში. ნაჭუჭი დააქუცმაცეთ და ცოტა კბილის პასტა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ობიან ადგილს წაუსვით. 10 წუთი მოიცადეთ, რომ ნარევმა იმოქმედოს. საშუალო სიხისტის ჯაგრისი აიღეთ და ჭუჭყიანი ზედაპირი გახეხეთ. თუ საჭიროა, პროცედურა გაიმეორეთ, რომ იდეალურ სისუფთავეს მიაღწიოთ.

მაქსიმალური სარგებელი – კვერცხის ნაჭუჭით სამზარეულოს ჭურჭელი ნაქაფისგან შეგიძლიათ გაწმინდოთ. ეს საკმაოდ მარტივია. ნაჭუჭი ღუმელში გამოაშრეთ და დააქუცმაცეთ. ცოტა ძმარი და სოდა დაუმატეთ. აურიეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. მაგალითად, ჩაიდნის ნაქაფისგან გასაწმენდად. გარდა ამისა, ნაჭუჭი პირველი კლასის მათეთრებელია. ამ მიზნით დაქუცმაცება აუცილებელი არაა. ცოტა ნაჭუჭი ქვაბში მოხარშეთ, შემდეგ ნაჭრის ტომარაში მოათავსეთ და სარეცხი მანქანის დოლურაში ჩადეთ. ქსოვილების სისუფთავე სასიამოვნოდ გაგახარებთ.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება – სიტყვაზე, კვერცხის ნაჭუჭი სამზარეულოს ჩვეულებრივ საქმეშიც გამოგადგებათ. მაგალითად, თუ ბლენდერის პირი ოდნავ დაბლაგვდა. რამდენიმე ნაჭუჭი და წყალი ყინულის ფორმაში გაყინეთ. ასეთი ყინულის კუბები ბლენდერს დაუმატეთ და კარგად დააქუცმაცეთ. მყიფე ნაჭუჭი ქვაბსა თუ ტაფაზე ჩამჯდარ ცხიმს გაუმკლავდება. ამ შემთხვევაში აბრაზიული საშუალების როლს ასრულებს. თუ სპეციალური ღრუბელი არ გაქვთ, გამოიყენეთ.