ბრძენი თამარ გლობას ასტროლოგიური პროგნოზი 2022 წლის ნოემბრისთვის

9076

თამარ გლობამ 2022 წლის ნოემბრის ჰოროსკოპი უკვე შეადგინა. Paparazzi გიამბობთ, რას უნდა ელოდონ ზოდიაქოს ნიშნები ამ თვეში. ვინ შეძლებს წარმატების კუდით დაჭერას, ვინ უნდა იყოს ყურადღებით.

2022 წლის ნოემბრის ჰოროსკოპი – 8 ნოემბერს ტოტალური მთვარის დაბნელება გველოდება. ის პოლიტიკაზე ძლიერ გავლენას მოახდენს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადატრიალების საფრთხე არსებობს. მთვარის დაბნელება ბევრ პრობლემას მოიტანს. მათთან გამკლავების შემდეგ გარდაქმნას და ცხოვრების ახლიდან დაწყებას შეძლებთ. ასტროლოგი გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის, საცხოვრებლის შეცვლის და კავშირების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

  • ვერძმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ფინანსური ზარალის და ჯანმრთელობის პრობლემებია მოსალოდნელი. ეს მხოლოდ ნოემბრის პირველ ნახევარს ეხება. მეორე ნახევარში ბევრი მოგზაურობა, ახალი წინადადება სამსახურში და რომანტიკული ნაცნობები გელით.
  • კურომ ოჯახის წევრებს და ახლობლებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ახლა ურთიერთობის გარკვევის და კამათის დრო არაა. საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რჩევა ჯანმრთელობას ეხება. თვის მეორე ნახევარში სერიოზული ფინანსური ხარჯი ელოდება. დანაზოგის დახარჯვაც შეიძლება მოგიწიოთ.
  • ტყუპები სამსახურში შესაძლო პრობლემებისთვის უნდა მოემზადოს. კოლეგებთან და უფროსებთან კამათს მოერიდეთ, რომ უსიამოვნება არ გამოიწვიოთ. ჯანმრთელობას ყურადღება დაუთმეთ. მასზეა დამოკიდებული, როგორ იგრძნობთ თავს მომდევნო 6 თვე.
  • კირჩხიბისთვის იდეალური თვეა, რომ დრო შემოქმედებას და ინტელექტუალურ საქმეს დაუთმოთ. ნოემბერში ბევრი ახალი ნაცნობი და მეგობარი გამოჩნდება, ძველ მეგობრებს სამუდამოდ შეიძლება დაემშვიდობოთ. სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვეთ, რომ ოჯახისთვის დრო დაგრჩეთ.
  • ლომმა კარიერას და საბინაო საკითხებს ყურადღება დაუთმეთ. მშობლებს ყურადღება მიაქციეთ. შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეთ. ნოემბრის მეორე ნახევარი შემოქმედებითი და სამუშაო კუთხით წარმატებას გპირდებათ. მალე კარიერაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.
  • ქალწულს დატვირთული თვე ელოდება. ყველაფერზე ერთდროულად ზრუნვას ნუ ცდილობთ. ჯერ ნათესავებთან და მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიხედეთ. თქვენი თავიც არ დაივიწყოთ. თვის მეორე ნახევარში საბინაო სირთულეები გამოჩნდება, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
  • სასწორს ამ თვეში მოგებაც ელოდება და ზარალიც. ხარჯებმა შემოსავალს რომ არ გადააჭარბოს, უნდა აკონტროლოთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრები, საქმიანი მივლინებები და მოგზაურობა. სახლიდან შორს წარმატება გელით.
  • ნოემბერი მორიელის თვეა. ამ ნიშანს სხვებზე მეტად გაუმართლებს. ახლობლებს ბევრი სიხარული უკავშირდება. ამავდროულად, მოწინააღმდეგეებთან პირდაპირი შეჯახება მოგიწევთ. ამის არ შეგეშინდეთ. თქვენი ხაზი გაავლეთ და წარმატებას მიაღწევთ.
  • მშვილდოსანს ორმაგი თვე ელის. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. სამსახურში სიურპრიზებია მოსალოდნელი, ცხოვრებაში – დანაკარგი და ქურდობა. თვის მეორე ნახევარში ყველაფერი დარეგულირდება. ამ თვეში ახლობლებთან თავს კარგად იგრძნობთ.
  • თხის რქის ცხოვრებაში ახალი და ძველი მეგობრები გამოჩნდებიან. დიდი ალბათობით, რომელიმესთან დამშვიდობება მოგიწევთ. ამის თავიდან ასაცილებლად, საყვარელ ადამიანებს უმიზეზოდ არ ეჩხუბოთ. სამსახურს საკმარისი დრო დაუთმეთ, რომ უფროსებთან პრობლემებს თავი აარიდოთ.
  • მერწყულისთვის კარიერის და საცხოვრებლის საკითხები აქტუალური გახდება. მოსალოდნელია, ახალი სამსახური და საცხოვრებლის შეცვლა. მატერიალური სირთულე არ გელოდებათ, რადგან ძვირფასი ადამიანები მხარს დაგიჭერენ. ნებისმიერი დახმარება მადლიერებით მიიღეთ.
  • ამ თვეში თევზებს ბევრი მოვლენა ელის, რაც, ძირითადად, სამსახურთან და სწავლასთან იქნება დაკავშირებული. იდეალური დროა, რომ ახალი ხელობა ან უნარი აითვისოთ. თამარ გლობა გირჩევთ, რომ მოგზაურობის და სამუშაო მივლინების დროს ყურადღებით იყო. ამ თვეში მავნე გარე გავლენისკენ განსაკუთრებით მიდრეკილი იქნებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს