სასარგებლო ჩაი ტოტებიდან. როგორ მოვადუღოთ სწორად

0
190

რაც თავი მახსოვს, ბაბუა ჩვეულებრივ ჩაის ვერ აღიქვამდა და თითქმის არასდროს სვამდა. დილიდან საღამომდე ბაღში ფუსფუსებდა, შემდეგ სხვადასხვა ტოტებს ადუღებდა. მაშინ მოზარდი ვიყავი და არ მესმოდა, რაში სჭირდებოდა რაღაცის მოძებნა, თუ მზა ჩაი მაღაზიაში იყიდებოდა. ახლა, როცა კერძო სახლში ვცხოვრობ და საკუთარი ბოსტანი მაქვს, ბაბუის სასმლის ღირებულება დავაფასე. საბედნიეროდ რამდენიმე რეცეპტი დავიმახსოვრე და დღემდე აქტიურად ვიყენებ. ტოტებიდან მომზადებული ჩაი საოცრად არომატული და გაჯერებული გამოდის. რაც მთავარია, ორგანიზმისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით შემოდგომა–ზამთრის პერიოდში. Paparazzi გიამბობთ, რომელი ტოტები გამოიყენოთ და როგორ მოადუღოთ ჩაი.

რომელი ტოტები გამოგადგებათ ჩაის მოსადუღებლად – სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად სხვადასხვა ბუჩქის და ხის ტოტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ალუბლის, ვაშლის და მოცხარის ტოტებისგან კარგი სასმელი გამოდის. ასკილის, ჟოლოს და იოშტას ტოტებს უფრო ინტენსიური, მაგრამ არანაკლებ წარმატებული გემო აქვს. ვიტამინების ჩაი როგორც ცალკე, ასევე კომბინაციაში შეგიძლიათ მოამზადოთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და გემოთი და არომატით თქვენი შესაფერისი მოძებნეთ.

როგორ და როდის მოვადუღოთ ჩაი ტოტებიდან – ასეთი ჩაი შემოდგომის ბოლოდან შუა გაზაფხულამდე შეგიძლიათ მოამზადოთ, სანამ მცენარე არ გაიშლება. ახალი ტოტები მოჭერით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქიმიკატებით დამუშავებული და დაავადებული არ იყოს. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ეს უშუალოდ მოხარშვამდე ან ცოტა ადრე გააკეთეთ. 1 ლ წყალზე 15-20 სმ სიგრძის 5 ცალი დაგჭირდებათ. ტოტები 10-15 წუთით ხარშეთ და თავსახურდახურულ ქვაბში 5 საათით გააჩერეთ. ასე მდიდრული ფერის გემრიელ, ნატურალურ და ძალიან სასარგებლო ჩაის მიიღებთ.

რა სარგებელი აქვს ტოტებიდან მომზადებულ ჩაის – სხვადასხვა ბუჩქის და ხის ტოტების ძირითად სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.

  • მოცხარის ტოტები იმუნიტეტს ზრდის, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მოცხარს ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს. ასეთი ჩაი რევმატიზმის დროს სასარგებლოა. მოცხარის ჩაი ხელმეორედ შეგიძლიათ მოადუღოთ. ასე უფრო გემრიელი და არომატული გახდება.
  • ალუბლის ტოტების ჩაის ღია წითელი შეფერილობა და კენკრის გამოხატული გემო აქვს. ცისტიტის და შაქრიანი დიაბეტის პრევენციისთვის სასარგებლოა. სასმელი თირკმლიდან ქვიშას ნაზად გამოდევნის, თუ მას რეგულარულად დალევთ.
  • ჟოლოს ტოტების ჩაის სურდოს დროს სვამენ. ოფლდენას ხელს უწყობს, ტემპერატურას ამცირებს. მშრალი ხველის დროს ყელში გამოვლება კარგია. ასეთი სასმელი გულძმარვას უმკლავდება, სისხლძარღვებს აძლიერებს, ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისგან წმენდს. ერთი დიდი სარგებელია!
  • ვაშლის ტოტების ჩაი ფერს არ იძლევა, მაგრამ მისგან საოცარი ჩაი გამოდის. ავიტამინოზის, ხშირი სურდოს და ანგინის დროს სასარგებლოა.
  • მსხლის ტოტების ჩაი შარდსასქესო სისტემის უსიამოვნებებს უმკლავდება. მის დალევას თირკმლების დაავადების დროს განსაკუთრებით გირჩევენ. სასმელი ძველ კენჭებსაც გამოდევნის.
  • ქლიავის ტოტების ჩაი ორგანიზმს ამშვიდებს და ადუნებს. თუ მუდმივ სტრესს განიცდით, სასმელი აუცილებლად გჭირდებათ. ქლიავის ტოტები ფილტვებისთვის სასარგებლოა.
  • ლიმონურას ჩაი ორგანიზმის გამაძლიერებელი ხალხური საშუალებაა. გრიპის და სურდოს დროს პროფილაქტიკის მიზნით დალიეთ.