მთავარი რიტუალები და ნიშნები, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

1610

ადამიანების უმეტესობას ცრურწმენების არ სჯერა, მხოლოდ მეცნიერულ ახსნას ითვალისწინებს, მაგრამ ფულის და ჯანმრთელობის რიტუალების და ნიშნების დაცვას მაინც ცდილობს. ისე დაზღვევის მიზნით, იქნებ სიმართლეა. ხშირია შემთხვევები, როცა ორ ადამიანს ერთი და იგივე სამსახური, ხელფასი და პირობები აქვს, მაგრამ ერთი მეორეზე უფრო წარმატებულია და სასურველს მარტივად აღწევს.

სიმდიდრის მოზიდვის რიტუალები

  • ფულის ხე – კრასულას, იგივე ფულის ხის შესახებ თითქმის ყველას სმენია. ხალხური რწმენის მიხედვით, ამ ოთახის მცენარეს ფულის მოზიდვა შეუძლია. მცენარის გადარგვისას მარტივი რიტუალი უნდა შეასრულოთ. ახალ ქოთანში მიწის ჩაყრამდე ძირში რამდენიმე მონეტა დადეთ. კიდევ ერთი რიტუალი: ყოველი საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ მონეტა ქოთნის სადგამზე დადეთ და ყოველი ახალი მოგების შემდეგ ახლით ჩაანაცვლეთ.
  • სწორი ადგილი ფულისთვის – ენერგია ბინაში კარიდან და ფანჯრიდან შემოდის. სწორედ ამიტომ, შემოსასვლელ კართან ხალიჩის ქვეშ, ასევე ფანჯრის რაფაზე მონეტა შეინახეთ. ფული სასადილო მაგიდაზე არ დატოვოთ, რომ არ იზარალოთ. ფული საწოლზე არ დადოთ. ასე ფულს მედიკამენტებზე დახარჯავთ.
  • სარკე – ამბობენ, რომ სარკე ამრავლებს ყველაფერს, რასაც ირეკლავს. სწორედ ამიტომ, ღამით სარკის წინ შეინახეთ ფულით სავსე ღია საფულე. გვერდით მონეტები დაუდეთ. ეს ფული სწრაფად დახარჯეთ და ფინანსებს მოიზიდავთ.
  • სავსე მთვარე – სავსე მთვარეზე ნებისმიერი რიტუალის ეფექტურობა ძლიერდება. ჩაიცვით ჯიბიანი ტანსაცმელი, რომელსაც ხშირად იცვამთ. ერთ ჯიბეში მონეტები ჩაიყარეთ, მეორე ჯიბეში მაგნიტი ჩაიდეთ. ახლა სანთელი აანთეთ და ბოლომდე დაწვას დაელოდეთ. ასე ფინანსურად წარმატებული გახდებით.

გახსოვდეთ, რომ რიტუალები და ნიშნები ფულზე მხოლოდ დამატებითი დახმარებაა. მხოლოდ რიტუალებით ვერ გამდიდრდებით, თქვენც უნდა იმოქმედოთ და იშრომოთ.