ია, როგორც ოთახის მცენარე ბევრ ბინაში შეგიძლიათ ნახოთ. ნაზი ყვავილი სახლის პირობებს ადვილად ეგუება. დამატებით, ბინის დეკორის როლს ასრულებს. ამ ყვავილის შესახებ ბევრი ცრურწმენაა გავრცელებული. ზოგი ფიქრობს, რომ დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ყვავილია, სხვები ამბობენ, რომ ყვავილს ნეგატიური გავლენა აქვს. გიზიარებთ ხალხურ ნიშნებზე იაზე.
მითები იაზე – ადამიანები ცრურწმენებს ბრმად ენდობიან, ლოგიკურად ახსნას არ ცდილობენ. ბევრი თვლის, რომ ხალხური ნიშნებით მომავლის პროგნოზირება შეიძლება. აი, გავრცელებული მითები იის შესახებ.
- ია ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ჩხუბს თავიდან აგაცილებთ. გამოდის, რომ ახალშექმნილი ოჯახისთვის შესაფერისია.
- მცენარე ფულის ენერგიას იზიდავს და გამდიდრებაში დაგეხმარებათ.
- ია ბავშვის ჯანმრთელობას, მის იმუნიტეტს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, საბავშვო ოთახში უნდა მოათავსოთ.
იის ფერი და ცრურწმენები
- თეთრი ია – თეთრი ია ნებისმიერ ოთახს ამშვენებს. თუ პატარა ბავშვები გყავთ, თეთრი ია შეიძინეთ. ეს მცენარე უმანკოების და სიწმინდის სიმბოლოა. სახლში წესრიგს, სისუფთავეს, დადებით ენერგეტიკას იზიდავს, ნეგატიურ ფიქრებს თავიდან აგაცილებთ. ნერვულ სისტემას ამშვიდებს და აძლიერებს. თუ სახლში თეთრ იას გაზრდით, აგრესიის მოთოკვას შეძლებთ.
- ვარდისფერი და წითელი ია – წითელი ია აზრებს ხორციელი სურვილებისგან წმენდს. სახლის ენერგეტიკას წმენდს. ვარდისფერი ია იმუნიტეტს აძლიერებს, დაავადებების რისკს ამცირებს. მადის კონტროლში დაგეხმარებათ. მეტი სასარგებლო საქმის კეთების მოტივაციას მოგცემთ.
- იისფერი ია – თეთრარშიანი იისფერი ია ბევრ დადებით თვისებას ფლობს. ოთახს ნეგატიური ენერგიისგან წმენდს, ჩხუბს, სკანდალს ამცირებს. სახლში ატმოსფეროს აუმჯობესებს, სიმყუდროვის შექმნას ხელს უწყობს. ადამიანს უფრო ბრძენს და გონიერს ხდის.
- ცისფერი ია – შემოქმედებით უნარებს აძლიერებს. ლამაზი ყვავილი ადამიანს ამშვიდებს. ოთახის ნეგატიური ენერგიისგან, ადამიანს დაღლილობისგან წმენდს. სახლს შემოქმედებითი ატმოსფეროთი ავსებს. თუ გრძნობთ, აპათიას, დარდს და სიცოცხლის შეწყვეტის სურვილს, ასეთი ია შეიძინეთ. ის თქვენს ცხოვრებას გააფერადებს და კრეატიული იდეების მოფიქრებაში დაგეხმარებათ.
ნეგატიური ნიშნები იაზე – ხალხში ამბობენ, რომ ია (ხშირად იისფერი) ქმრის გამქცევი მცენარეა. სწორედ ამიტომ, გასათხოვარი ქალის სახლში მისი ადგილი არაა. ქალი ოჯახის შექმნას დიდხანს ვერ შეძლებს. ბევრს ამ ცრურწმენის არ სჯერა, მაგრამ დღემდე არსებობს. ამბობენ, რომ ია ენერგეტიკული ვამპირია და ეყრდნობიან ფაქტს, რომ მცენარე სიბნელეში ნახშირორჟანგს ავრცელებს. ნახშირორჟანგი კი ადამიანის ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს. არ გადააგდოთ, უბრალოდ საძინებელში არ შეინახოთ და გაიტანეთ სხვა ოთახში, სადაც დიდ დროს არ ატარებთ. მაქსიმუმ 2 ქოთანი ია შეგიძლიათ გქონდეთ, თუ საძინებელში აპირებთ გატანას.
როგორც ხედავთ, ია თავისებური ყვავილია. მას შეუძლია ადამიანზე დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს. თუ ყვავილებზე ზრუნვა გიყვართ, მისი დიდებული ყვავილობა გახარებთ, მაშინ მცენარე დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.